მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მუხლით წარედგინება ბრალდება თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს - რას აცხადებს პროკურატურა
რა მუხლით წარედგინება ბრალდება თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს - რას აცხადებს პროკურატურა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მოწ­მის მიერ ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მით მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტზე, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სერ­გო შუ­ბი­თი­ძე და­ა­კა­ვა.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­მარ­ტავს, ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

ამას­თან, გა­მო­ძი­ე­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში ად­გი­ლი ჰქონ­და ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მიზ­ნით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტებს.

"2023 წლის 29 აპ­რილს, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან თით­ქმის 3 წლის შემ­დეგ, და­კა­ვე­ბულ­მა ერთ-ერთ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

ინ­ტერ­ვი­უს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს გა­ცხა­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა.

სა­სა­მარ­თლო­ში მოწ­მედ და­კი­თხვი­სას ბრალ­დე­ბულ­მა, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ი­მე­ო­რა, რაც არა­ერთ ტყუ­ილს შე­ი­ცავ­და და მიზ­ნად ისა­ხავ­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბი­სა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას.

ინ­ტერ­ვი­უს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ისე­ვე რო­გორც სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვის დროს, ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გვა­მის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დგომ, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უშუ­ა­ლოდ მან და­ი­წყო.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 2020 წლის 19 ივ­ლისს, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო­ში. მო­ცე­მუ­ლი მო­მენ­ტის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის ხსე­ნე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სა­ერ­თოდ არ მუ­შა­ობ­და და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო არა ბრალ­დე­ბულ­მა, არა­მედ გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ჯიმ­შერ აფ­ცი­ა­ურ­მა.

ბრალ­დე­ბულ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გვა­მის აღ­მო­ჩე­ნის დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით 16:00-16:30 დრო­ის პე­რი­ოდ­ში, სა­ნამ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა დას­რულ­დე­ბო­და, მას­თან გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ელ­გუ­ჯა აპუ­აშ­ვი­ლი მი­ვი­და, რო­მელ­მაც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ტე­ლე­ფო­ნი და­უ­ლუ­ქავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­უ­ტა­ნა. ბრალ­დე­ბუ­ლის მო­ნა­თხრო­ბით, თით­ქოს, ელ­გუ­ჯა აპუ­აშ­ვილ­მა მას ასე­ვე გა­დას­ცა ლუქი და უთხრა, რომ ბრალ­დე­ბულს უნდა და­ე­ლუ­ქა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნი. ბრალ­დე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბით, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი იყო გაწ­მენ­დილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­მე­ლიც მან და­ლუ­ქა და ელ­გუ­ჯა აპუ­აშ­ვილს უკან გა­ა­ტა­ნა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, 2020 წლის 23 ან 24 ივ­ლისს, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, გახ­სნა მის მი­ერ­ვე და­ლუ­ქუ­ლი პა­კე­ტი, რის თა­ო­ბა­ზე შე­ად­გი­ნა შე­სა­ბა­მი­სი ოქმი.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 22 ივ­ლისს, 13:35 სა­ა­თი­დან 19:20 სა­ა­თამ­დე დრო­ის მო­ნაკ­ვეთ­ში, დათ­ვა­ლი­ერ­და თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­წე­ვა­ნის ტე­რი­ტო­რია და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან, სხვა ნივ­თებ­თან ერ­თად, ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტებ­მა ამო­ი­ღეს მისი კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მის თა­ნახ­მად, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ელ­გუ­ჯა აპუ­აშ­ვი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. უფრო მე­ტიც, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას უწ­ვე­ტად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის პრო­ცე­სის ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბა, ასე­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის ფო­ტოგ­რა­ფი­რე­ბა. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ნათ­ლად და მკა­ფი­ოდ ჩანს, რომ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ელ­გუ­ჯა აპუ­აშ­ვი­ლი არ მო­ნა­წი­ლე­ობს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ თით­ქოს­და ელ­გუ­ჯა აპუ­აშ­ვილ­მა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ბრალ­დე­ბულს მი­უ­ტა­ნა და­უ­ლუ­ქავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი და მას­ზე არ აღი­ნიშ­ნე­ბო­და არა­ნა­ი­რი ლაქა, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლით დას­ტურ­დე­ბა, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რის დაც­ვით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე და­ი­ლუ­ქა: ტე­ლე­ფო­ნი დას­ვრი­ლი იყო გვა­მი­დან გა­მო­ჟო­ნი­ლი სი­თხით და მატ­ლე­ბით, რის გა­მოც ექ­სპერ­ტე­ბის მიერ სპე­ცი­ა­ლურ მა­გი­და­ზე არ­სე­ბულ თა­ბა­ხის ფურ­ცელ­ზე მო­თავ­სე­ბის შემ­დგომ, შეხ­ვე­ულ იქნა დოლ­ბან­დში და და­ი­ლუ­ქა სპე­ცი­ა­ლურ პა­კეტ­ში.

იმა­ვე და­ლუ­ქუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტით, ისე, რომ არ მომ­ხდა­რა მისი გახ­სნა, 2020 წლის 23 ივ­ლისს, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, მას­ზე არ­სე­ბუ­ლი კვა­ლის ნი­მუ­შე­ბის აღე­ბის მიზ­ნით, არა ბრალ­დე­ბუ­ლის, არა­მედ სხვა გა­მომ­ძი­ებ­ლის მიერ იგ­ზავ­ნე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ექ­სპერ­ტო კრი­მი­ნა­ლის­ტი­კურ დე­პარ­ტა­მენ­ტში. აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის 2020 წლის 24 ივ­ლი­სის წე­რი­ლით ირ­კვე­ვა, რომ გა­მომ­ძი­ე­ბელს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, და­ლუ­ქუ­ლი სა­ხით, სამ სხვა პა­კეტ­თან, მათ შო­რის - მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან აღე­ბულ ე.წ. "შემ­კვრი­ვე­ბულ მა­სას­თან“ ერ­თად უბ­რუნ­დე­ბა. და­ლუ­ქუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, იმა­ვე დღეს, იგ­ზავ­ნე­ბა ლ. სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის­თვის, სა­ი­და­ნაც, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას­თან ერ­თად, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს უბ­რუნ­დე­ბა 2020 წლის 12 აგ­ვის­ტოს. 2020 წლის 22 ივ­ლი­სი­დან 12 აგ­ვის­ტომ­დე პე­რი­ოდ­ში, და­ლუ­ქუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გახ­სნა არ­ცერ­თი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მიერ არ მომ­ხდა­რა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­კი­თხა ექ­სპერ­ტი, რო­მელ­მაც 2020 წლის 23 ივ­ლისს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან ნი­მუ­შე­ბი აიღო. ექ­სპერ­ტმა გა­მო­კი­თხვი­სას გან­მარ­ტა, რომ გა­მომ­ძი­ებ­ლის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა - მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი იყო და­ლუ­ქუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ექ­სპერ­ტო კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ა­ლურ პა­კეტ­ში და მისი მთლი­ა­ნო­ბა დარ­ღვე­უ­ლი არ ყო­ფი­ლა. ექ­სპერ­ტის ჩვე­ნე­ბით, ნივთმტკი­ცე­ბის გახ­სნი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ჭრე­ლი ფე­რის დამ­ცა­ვით მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო თეთ­რი ფე­რის ქა­ღალ­დის კონ­ვერ­ტში, შეხ­ვე­უ­ლი იყო სა­მე­დი­ცი­ნო დოლ­ბან­დში, ნივთმტკი­ცე­ბის პა­კეტ­ში იყო მატ­ლე­ბი. ექ­სპერ­ტის ჩვე­ნე­ბა სრულ თან­ხვედ­რა­შია სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნის ფო­ტო­ი­ლუსტრა­ცი­ას­თან, სა­ი­და­ნაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ექ­სპერტთან მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი მი­ვი­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მისი და­ლუქ­ვი­სას არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით და შუ­ა­ლედ­ში ლუ­ქის გახ­სნას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია - შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სპე­ცპა­კე­ტის გახ­სნის შემ­თხვე­ვა­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და მისი პირ­ვალ­დე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის აღ­დგე­ნა. ასე­ვე, აღ­სა­ნი­შან­ვია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ ინ­ტერ­ვი­უს დროს ხსე­ნე­ბუ­ლი ლუ­ქის გა­მო­ყე­ნე­ბა, სპე­ცპა­კე­ტის შემ­თხვე­ვა­ში სა­ერ­თოდ არ ხდე­ბა - სპე­ცპა­კე­ტი გან­კუთ­ვნი­ლია ნივ­თე­ბის და­სა­ლუ­ქად და ცალ­კე ლუ­ქის და­წე­ბე­ბას/დაკ­ვრას არ სა­ჭი­რო­ებს.

შე­სა­ბა­მი­სად, უტყუ­ა­რად დას­ტურ­დე­ბა, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და­ი­ლუ­ქა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და ამა­ვე, და­ლუ­ქულ მდგო­მა­რო­ე­ბა­ში, მე­ო­რე დღეს, 23 ივ­ლისს, გა­და­იგ­ზავ­ნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ექ­სპერ­ტო კრი­მი­ნა­ლის­ტი­კურ დე­პარ­ტა­მენ­ტში, ხოლო შემ­დგომ - ლ. სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში, სა­ი­და­ნაც დაბ­რუნ­და 2020 წლის 12 აგ­ვის­ტოს. ამ­დე­ნად, ცალ­სა­ხაა, რომ 22 ივ­ლისს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, და­უ­ლუ­ქავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ბრალ­დე­ბულ­თან ვერ მოხ­ვდე­ბო­და და ის მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ტე­ლე­ფონს ვერ და­ათ­ვა­ლი­ე­რებ­და.

რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფარ­გლებ­ში, მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით დგინ­დე­ბა, რომ 2020 წლის 22 ივ­ლისს, 16:46 სა­ა­თამ­დე ბრალ­დე­ბუ­ლი იმ­ყო­ფე­ბა რუს­თავ­ში, ხოლო 16:48 სა­ათ­ზე უკვე ფო­ნი­ჭა­ლა­შია და მო­ე­მარ­თე­ბა თბი­ლი­სის­კენ, სა­დაც რჩე­ბა 23 ივ­ლი­სის 01:29 სა­ა­თამ­დე. შე­სა­ბა­მი­სად, იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც სერ­გო შუ­ბი­თი­ძე უთი­თებს ელ­გუ­ჯა აპუ­აშ­ვი­ლის მიერ ტე­ლე­ფო­ნის მი­ტა­ნას, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი არის შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის, ექ­სპერ­ტე­ბის და ად­ვო­კა­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ამო­ღე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი. თა­ვად სერ­გო შუ­ბი­თი­ძე კი ამდროს იმ­ყო­ფე­ბა თბი­ლის­ში.

ბრალ­დე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას ასე­ვე ისა­უბ­რა, რომ თით­ქოს­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ტე­ლე­ფონ­ში შე­ნა­ხუ­ლი იყო მხო­ლოდ 2020 წლის 18 ივ­ლი­სის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დის ინ­ფორ­მა­ცია, ხოლო მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია წაშ­ლი­ლი იყო.

აღ­ნიშ­ნულ გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გა­მო­ძი­ე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლოს აწ­ვდის ცრუ ჩვე­ნე­ბას, ვი­ნა­ი­დან, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი არ გახ­სნი­ლა ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში გა­დაგ­ზავ­ნამ­დე. შე­სა­ბა­მი­სად, არ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლა არც ერთი გა­მომ­ძი­ებ­ლის მიერ, მათ შო­რის - არც სერ­გო შუ­ბი­თი­ძის მიერ. ვი­ნა­ი­დან, არ იყო ცნო­ბი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ე.წ. ფას­კო­დი. სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­როს ექ­სპერ­ტებ­მა, მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით შეძ­ლეს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში შეღ­წე­ვა, რის შე­დე­გა­დაც ტე­ლე­ფონ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ამო­ღე­ბა მოხ­და. ამო­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ცალ­სა­ხად დას­ტურ­დე­ბა, რომ 2020 წლის 18 ივ­ლი­სამ­დე პე­რი­ო­დის ინ­ფორ­მა­ცია თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში არ­სე­ბობ­და.

გარ­და ამი­სა, ბრალ­დე­ბულ­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში და სა­სა­მარ­თლო­ში მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბი­სას გან­მარ­ტა, რომ მან თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­კი­თხა იმ კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სა­დაც და­საქ­მე­ბუ­ლი იყო თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი. მას წი­ნას­წარ გა­ნუ­სა­ზღვრეს ის კი­თხვე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა და­ეს­ვა მოწ­მე­ე­ბის­თვის. ბრალ­დე­ბუ­ლის გან­მარ­ტე­ბით, მან გა­მო­კი­თხა კომ­პა­ნი­ის 4-6 თა­ნამ­შრო­მე­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მი­დან ამო­ღე­ბულ იქნა კომ­პა­ნია "ზე­გის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­მო­კი­თხვის ოქ­მე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით დად­გინ­და, რომ არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ არის შედ­გე­ნი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ხე­ლახ­ლა გა­მო­ი­კი­თხა აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის ყვე­ლა, 45-ვე თა­ნამ­შრო­მე­ლი, რის შე­დე­გა­დაც კი­დევ ერთხელ დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულს არც ერთ მათ­გან­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია.

შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნულ ნა­წილ­შიც, და­კა­ვე­ბულ­მა, სა­სა­მარ­თლოს, მი­ა­წო­და ცრუ ინ­ფორ­მა­ცია.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნებთ, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის მო­თხოვ­ნით, 2020 წლის 29 ივ­ლისს, გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან 10 დღის შემ­დეგ, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად გა­და­ე­ცა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენტს. ამის შემ­დგომ ოჯახ­მა მო­ი­თხო­ვა საქ­მის გა­და­ცე­მა პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის, რაც ასე­ვე დაკ­მა­ყო­ფილ­და და 2020 წლის 17 აგ­ვის­ტოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გა­და­ე­ცა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მიერ ჩა­ტარ­და 1000-ზე მეტი სა­გა­მო­ძი­ე­ბო/საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, მათ შო­რის მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხა 600-ზე მეტი პირი, ჩა­ტარ­და ათე­უ­ლო­ბით ექ­სპერ­ტი­ზა. და­მუ­შავ­და და გა­ა­ნა­ლიზ­და ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი, რის შე­დე­გა­დაც დად­გინ­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტე­ბი, ასე­ვე და­მუ­შავ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი. აღ­დგა და შეს­წავ­ლი­ლი იქნა ყვე­ლა ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც შე­ნა­ხუ­ლი იყო თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ტე­ლე­ფონ­სა და კომ­პი­უ­ტერ­ში. სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ “facebook”-იდან და "Instagram“-იდან გა­მო­თხო­ვი­ლი იქნა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის “facebook და Instagram ან­გა­რი­შებ­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. გარ­და ამი­სა, ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, რის შე­დე­გა­დაც დად­გინ­და არამ­ხო­ლოდ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ბოლო დღე­ე­ბის ქრო­ნო­ლო­გია, არა­მედ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბოლო წლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი და ფაქ­ტე­ბი. სწო­რედ პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლივ­მა ანა­ლიზ­მა უტყუ­ა­რად და­ა­დას­ტუ­რა ის ფაქ­ტი, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ რა­ი­მე უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და მან სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბულს, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 1500 სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბი­დან, მის მიერ მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, ასე­ვე, მან თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გვამ­ზე და­ნიშ­ნა სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა, შე­ად­გი­ნა 11 ნი­მუ­შის აღე­ბის ოქმი, 2 ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვის ოქმი, 4 დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქმი და 2 ამო­ღე­ბის ოქმი. სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ხსე­ნე­ბულ პირს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში არ ჩა­უ­ტა­რე­ბია.

და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 370-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნე­ბა, რაც მოწ­მის მიერ ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მით მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლას გუ­ლის­ხმობს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე­ვე შე­ვახ­სე­ნებთ, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში ად­გი­ლი ჰქონ­და ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მიზ­ნით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტებს. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტზე ორი პი­რის მი­მართ და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლილე
3

ვიდეო კადრები ანახეს როგორ საიდან იღებენ ტელეფონს და ვის გადაეცა ამან ა იბოდიალა,მაგრამ რა წნას ალბათ რამე ვალი გადაუხადეს და კი უღირდა იმ ფულად ციხე

Rezi
6

ღირდა ის ფული რაც ამ იდიოტმა აიღო კეზერასგან რაც თავის თავს და ოჯახს უქნა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა მუხლით წარედგინება ბრალდება თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს - რას აცხადებს პროკურატურა

რა მუხლით წარედგინება ბრალდება თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს - რას აცხადებს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავა.

როგორც პროკურატურა განმარტავს, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ამასთან, გამოძიება აღნიშნავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა პერიოდში ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებს.

"2023 წლის 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის 3 წლის შემდეგ, დაკავებულმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებული გარკვეული გარემოებების შესახებ.

ინტერვიუს მიმდინარეობის დროს გაცხადებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება.

სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას ბრალდებულმა, ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაიმეორა, რაც არაერთ ტყუილს შეიცავდა და მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას.

ინტერვიუს მიმდინარეობისას, ისევე როგორც სასამართლოში დაკითხვის დროს, ბრალდებულმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის აღმოჩენის შემდგომ, საქმეზე გამოძიება უშუალოდ მან დაიწყო.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2020 წლის 19 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოში. მოცემული მომენტისთვის ბრალდებული პოლიციის ხსენებულ განყოფილებაში საერთოდ არ მუშაობდა და სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია, რომ გამოძიება დაიწყო არა ბრალდებულმა, არამედ გამომძიებელმა ჯიმშერ აფციაურმა.

ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის აღმოჩენის დღეს, დაახლოებით 16:00-16:30 დროის პერიოდში, სანამ შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდებოდა, მასთან გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ტელეფონი დაულუქავ მდგომარეობაში მოუტანა. ბრალდებულის მონათხრობით, თითქოს, ელგუჯა აპუაშვილმა მას ასევე გადასცა ლუქი და უთხრა, რომ ბრალდებულს უნდა დაელუქა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი. ბრალდებულის ჩვენებით, მობილური ტელეფონი იყო გაწმენდილ მდგომარეობაში, რომელიც მან დალუქა და ელგუჯა აპუაშვილს უკან გაატანა. მისივე განმარტებით, 2020 წლის 23 ან 24 ივლისს, მობილური ტელეფონის დათვალიერების მიზნით, გახსნა მის მიერვე დალუქული პაკეტი, რის თაობაზე შეადგინა შესაბამისი ოქმი.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 ივლისს, 13:35 საათიდან 19:20 საათამდე დროის მონაკვეთში, დათვალიერდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის ტერიტორია და თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან, სხვა ნივთებთან ერთად, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ამოიღეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი საგამოძიებო მოქმედებაში არ მონაწილეობდა. უფრო მეტიც, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას უწვეტად მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედების პროცესის ვიდეოგადაღება, ასევე განხორციელდა ადგილმდებარეობის და შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება. ვიდეოჩანაწერში ნათლად და მკაფიოდ ჩანს, რომ გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი არ მონაწილეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში.

რაც შეეხება იმას, რომ თითქოსდა ელგუჯა აპუაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი ბრალდებულს მიუტანა დაულუქავ მდგომარეობაში, გასუფთავებული და მასზე არ აღინიშნებოდა არანაირი ლაქა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტო და ვიდეომასალით დასტურდება, რომ ავტომანქანიდან ამოღებული მობილური ტელეფონი, შესაბამისი პროცედურის დაცვით, შემთხვევის ადგილზევე დაილუქა: ტელეფონი დასვრილი იყო გვამიდან გამოჟონილი სითხით და მატლებით, რის გამოც ექსპერტების მიერ სპეციალურ მაგიდაზე არსებულ თაბახის ფურცელზე მოთავსების შემდგომ, შეხვეულ იქნა დოლბანდში და დაილუქა სპეციალურ პაკეტში.

იმავე დალუქული სპეციალური პაკეტით, ისე, რომ არ მომხდარა მისი გახსნა, 2020 წლის 23 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი, მასზე არსებული კვალის ნიმუშების აღების მიზნით, არა ბრალდებულის, არამედ სხვა გამომძიებლის მიერ იგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. აღნიშნული დეპარტამენტის 2020 წლის 24 ივლისის წერილით ირკვევა, რომ გამომძიებელს თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი, დალუქული სახით, სამ სხვა პაკეტთან, მათ შორის - მობილური ტელეფონიდან აღებულ ე.წ. "შემკვრივებულ მასასთან“ ერთად უბრუნდება. დალუქული მობილური ტელეფონი, იმავე დღეს, იგზავნება ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საექსპერტო კვლევისთვის, საიდანაც, ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, საგამოძიებო ორგანოს უბრუნდება 2020 წლის 12 აგვისტოს. 2020 წლის 22 ივლისიდან 12 აგვისტომდე პერიოდში, დალუქული მობილური ტელეფონის გახსნა არცერთი გამომძიებლების მიერ არ მომხდარა.

ჩატარებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ექსპერტი, რომელმაც 2020 წლის 23 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან ნიმუშები აიღო. ექსპერტმა გამოკითხვისას განმარტა, რომ გამომძიებლის მიერ წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულება - მობილური ტელეფონი იყო დალუქული შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის სპეციალურ პაკეტში და მისი მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ექსპერტის ჩვენებით, ნივთმტკიცების გახსნისას აღმოჩნდა, რომ მობილური ტელეფონი ჭრელი ფერის დამცავით მოთავსებული იყო თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში, შეხვეული იყო სამედიცინო დოლბანდში, ნივთმტკიცების პაკეტში იყო მატლები. ექსპერტის ჩვენება სრულ თანხვედრაშია საექსპერტო დასკვნის ფოტოილუსტრაციასთან, საიდანაც დასტურდება, რომ ექსპერტთან მობილური ტელეფონი მივიდა შემთხვევის ადგილზე მისი დალუქვისას არსებული მდგომარეობით და შუალედში ლუქის გახსნას ადგილი არ ჰქონია - შემთხვევის ადგილზე გამოყენებული სპეცპაკეტის გახსნის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა მისი პირვალდენი მდგომარეობის აღდგენა. ასევე, აღსანიშანვია, რომ ბრალდებულის მიერ ინტერვიუს დროს ხსენებული ლუქის გამოყენება, სპეცპაკეტის შემთხვევაში საერთოდ არ ხდება - სპეცპაკეტი განკუთვნილია ნივთების დასალუქად და ცალკე ლუქის დაწებებას/დაკვრას არ საჭიროებს.

შესაბამისად, უტყუარად დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დაილუქა შემთხვევის ადგილზე და ამავე, დალუქულ მდგომაროებაში, მეორე დღეს, 23 ივლისს, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, ხოლო შემდგომ - ლ. სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საიდანაც დაბრუნდა 2020 წლის 12 აგვისტოს. ამდენად, ცალსახაა, რომ 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი, დაულუქავ მდგომარეობაში, ბრალდებულთან ვერ მოხვდებოდა და ის მომდევნო დღეებში ტელეფონს ვერ დაათვალიერებდა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2020 წლის 22 ივლისს, 16:46 საათამდე ბრალდებული იმყოფება რუსთავში, ხოლო 16:48 საათზე უკვე ფონიჭალაშია და მოემართება თბილისისკენ, სადაც რჩება 23 ივლისის 01:29 საათამდე. შესაბამისად, იმ პერიოდში, როდესაც სერგო შუბითიძე უთითებს ელგუჯა აპუაშვილის მიერ ტელეფონის მიტანას, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი არის შემთხვევის ადგილას და გამომძიებლების, ექსპერტების და ადვოკატის მონაწილეობით ხორციელდება მობილური ტელეფონის ამოღების პროცედურები. თავად სერგო შუბითიძე კი ამდროს იმყოფება თბილისში.

ბრალდებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას ასევე ისაუბრა, რომ თითქოსდა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონში შენახული იყო მხოლოდ 2020 წლის 18 ივლისის შემდგომი პერიოდის ინფორმაცია, ხოლო მანამდე არსებული ინფორმაცია წაშლილი იყო.

აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებითაც გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სასამართლოს აწვდის ცრუ ჩვენებას, ვინაიდან, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი არ გახსნილა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაგზავნამდე. შესაბამისად, არ დათვალიერებულა არც ერთი გამომძიებლის მიერ, მათ შორის - არც სერგო შუბითიძის მიერ. ვინაიდან, არ იყო ცნობილი თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ე.წ. ფასკოდი. სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა, მხოლოდ სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეძლეს მობილური ტელეფონის მეხსიერებაში შეღწევა, რის შედეგადაც ტელეფონში არსებული ინფორმაციის ამოღება მოხდა. ამოღებული ინფორმაციით ცალსახად დასტურდება, რომ 2020 წლის 18 ივლისამდე პერიოდის ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონში არსებობდა.

გარდა ამისა, ბრალდებულმა სატელევიზიო ინტერვიუში და სასამართლოში მიცემული ჩვენებისას განმარტა, რომ მან თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოკითხა იმ კომპანიის თანამშრომლები, სადაც დასაქმებული იყო თამარ ბაჩალიაშვილი. მას წინასწარ განუსაზღვრეს ის კითხვები, რომლებიც უნდა დაესვა მოწმეებისთვის. ბრალდებულის განმარტებით, მან გამოკითხა კომპანიის 4-6 თანამშრომელი.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმიდან ამოღებულ იქნა კომპანია "ზეგის“ თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, რომელთა მიხედვით დადგინდა, რომ არცერთი მათგანი არ არის შედგენილი ბრალდებულის მიერ. მიუხედავად ამისა, გამოძიების ფარგლებში ხელახლა გამოიკითხა აღნიშნული კომპანიის ყველა, 45-ვე თანამშრომელი, რის შედეგადაც კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ ბრალდებულს არც ერთ მათგანთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილშიც, დაკავებულმა, სასამართლოს, მიაწოდა ცრუ ინფორმაცია.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნით, 2020 წლის 29 ივლისს, გამოძიების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს. ამის შემდგომ ოჯახმა მოითხოვა საქმის გადაცემა პროკურატურისთვის, რაც ასევე დაკმაყოფილდა და 2020 წლის 17 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმე გადაეცა თბილისის პროკურატურას.

საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, პროკურატურის გამომძიებლების მიერ ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი, ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა. დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეო ჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა სატელეფონო ზარები. აღდგა და შესწავლილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენახული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში. სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით სოციალურ ქსელ “facebook”-იდან და "Instagram“-იდან გამოთხოვილი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის “facebook და Instagram ანგარიშებთან“ დაკავშირებული სრული ინფორმაცია. გარდა ამისა, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ბოლო დღეების ქრონოლოგია, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ბოლო წლების გარემოებები და ფაქტები. სწორედ პროკურატურის გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლივმა ანალიზმა უტყუარად დაადასტურა ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

რაც შეეხება დაკავებულს, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული დაახლოებით 1500 საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებიდან, მის მიერ მოწმის სახით გამოკითხულია სამედიცინო ექსპერტი და გამომძიებელი, ასევე, მან თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, შეადგინა 11 ნიმუშის აღების ოქმი, 2 ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, 4 დათვალიერების ოქმი და 2 ამოღების ოქმი. სხვა საგამოძიებო მოქმედებები ხსენებულ პირს თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეში არ ჩაუტარებია.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინება, რაც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა პერიოდში ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებს. მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ: