მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს: "თუ ასე წარიმართა გამოძიება, არ გამოვრიცხავ, მეც დამაკავონ"
მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს: "თუ ასე წარიმართა გამოძიება, არ გამოვრიცხავ, მეც დამაკავონ"

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლიშ­ვი­ლის საქ­მის ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სერ­გო შუ­ბი­თი­ძე და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ambebi.ge- ს მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა აც­ნო­ბა.

"მის­მა მე­უღ­ლემ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბამ რა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ატ­რა არ ვიცი. მე არ გა­მოვ­რი­ცხავ, თუ ასე წა­რი­მარ­თა გა­მო­ძი­ე­ბა, მეც და­მა­კა­ვონ. მეც დამ­კი­თხეს ამ საქ­მე­ზე და მე რა­ვი­ცი ჩემ მი­მართ რას ჩა­იდ­ნენ" - გა­ნა­ცხა­და ambebi. ge-სთან მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, გა­სულ თვე­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის ყო­ფილ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, სერ­გო შუ­ბი­თი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის არ სჯე­რა. შუ­ბი­თი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბაა.

თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა შე­საძ­ლო ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მომ­ძი­ე­ბელ სერ­გო შუ­ბი­თი­ძის მიერ "არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა არ­ცერ­თი ისე­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, რომ­ლის შე­დე­გიც რა­ი­მე სა­ხის გავ­ლე­ნას მო­ახ­დენ­და პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნილ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე“.

ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, შუ­ბი­თი­ძე გა­მო­ძი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს გმს გან­ყო­ფი­ლე­ბის დე­ტექ­ტივ-გა­მომ­ძი­ებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მეზღაპრეებს
0

შენც უნდა მოგთხოვონ პასუხი ტყუილებისთვის, გვარამია და ელისო კილაძეც უნდა მოგაყოლონ. 

ნეტა
2

ნეტა რამდენი გადაუხადეს ნაცებმა ტელევიზიაში რომ ალაპარაკეს.ასეთი ხალხი რატომ უნდა იყოს გამომძიებლებლად.!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს: "თუ ასე წარიმართა გამოძიება, არ გამოვრიცხავ, მეც დამაკავონ"

მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს: "თუ ასე წარიმართა გამოძიება, არ გამოვრიცხავ, მეც დამაკავონ"

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს. ამის შესახებ ambebi.ge- ს მიხეილ რამიშვილმა აცნობა.

"მისმა მეუღლემ დამირეკა და მითხრა, რომ დააკავეს. გამოძიებამ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატრა არ ვიცი. მე არ გამოვრიცხავ, თუ ასე წარიმართა გამოძიება, მეც დამაკავონ. მეც დამკითხეს ამ საქმეზე და მე რავიცი ჩემ მიმართ რას ჩაიდნენ" - განაცხადა ambebi. ge-სთან მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, გასულ თვეში, ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა.

თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებელ სერგო შუბითიძის მიერ "არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე“.

ამასთანავე, როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, შუბითიძე გამოძიების პერიოდში ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას იკავებდა.

ასევე იხილეთ: