პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავინ გაბედოს ლევანიკოს სახელის ხსენება და ვინმესთან გაიგივება" - რას წერს ლევან კბილაშვილის დედა
"არავინ გაბედოს ლევანიკოს სახელის ხსენება და ვინმესთან გაიგივება" - რას წერს ლევან კბილაშვილის დედა

მომ­ღე­რალ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის მოს­კოვ­ში სიმ­ღე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სკან­დალს მისი კო­ლე­გა, მომ­ღე­რა­ლი ნინი შერ­მა­დი­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ამ კონ­ტექ­სტში ნი­ნიმ გარ­დაც­ვლი­ლი ლე­ვან კბი­ლაშ­ვი­ლი ახ­სე­ნა. შერ­მა­დი­ნი წერ­და:

"ჩემი ლე­ვა­ნო კბი­ლაშ­ვი­ლი, ღმერ­თმა აცხო­ნოს მისი სული! თა­ვი­სი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რით რომ ატი­რებ­და რუ­სებს და ათაყ­ვა­ნებ­და სა­ქარ­თვე­ლოს, ისიც ვატ­რი­ა­ლოთ საფ­ლავ­ში? მო­ღა­ლა­ტე იყო?! თუ გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს აძა­ხე­ბი­ნებ­და რუ­სებს" - აღ­ნიშ­ნავ­და ნინი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან პოს­ტი წა­შა­ლა.

თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ლე­ვან კბი­ლაშ­ვი­ლის დე­დამ, მე­ლი­ტა ფურ­ცე­ლა­ძემ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"არა­ვინ არ გა­ბე­დოს ლე­ვა­ნი­კოს სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა. ლე­ვა­ნი­კო არ­სად არ გა­პა­რუ­ლა, ლე­ვა­ნი წა­ვი­და ….წა­ვი­და და ხმა­მაღ­ლა, ყვე­ლას გა­სა­გო­ნად თქვა - “ვიმ­ღე­რე იმი­ტომ, რომ ჩემი სა­ქარ­თვე­ლო მინ­დო­და მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა” -ო. ხოდა, აჩ­ვე­ნა.

ამ ხუთი წლის მან­ძილ­ზე მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცო­და მისი რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ერთი სიტ­ვა არ დას­ცდე­ნია არა­ვის აუ­გად.

სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში, სხვა­დას­ხვა სცე­ნა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით ხელ­ში, ქარ­თულ სიმ­ღე­რას ას­რუ­ლებ­და და ყვე­ლას და­ა­ნა­ხა მან თა­ვი­სი სა­ქარ­თვე­ლო.

და­ა­ნა­ხა თან ისე, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ დიდ­ხანს, ძა­ლი­ან დიდ­ხანს ემახ­სოვ­რე­ბათ. ამი­ტომ მე, მისი დედა, ხმა­მაღ­ლა, თა­ვა­წე­უ­ლი და ამა­ყი ვამ­ბობ, ლე­ვან კბი­ლაშ­ვი­ლი იყო, არის და იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ღირ­სე­უ­ლად ატა­რა ყველ­გან თა­ვი­სი და სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სა­ხე­ლი და და­ამ­ტკი­ცა, თუ რო­გო­რი უნდა იყოს სამ­შობ­ლოს და პრინ­ცი­პე­ბის მქო­ნე პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნი.კი­დევ ერთხელ.

ყვე­ლას გა­სა­გო­ნად ვი­მე­ო­რებ, მე­ო­რედ არა­ვინ გა­ბე­დოს ლე­ვა­ნის სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა და ვინ­მეს­თან გა­ი­გი­ვე­ბა.ის ლე­ვან კბი­ლაშ­ვი­ლია.

ლე­ვა­ნი, რო­მე­ლიც ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში თა­ვის სა­ხელ­სა და ღირ­სე­ბას რუ­დუ­ნე­ბით უფრთხილ­დე­ბო­და", - წერს მე­ლი­ტა ფურ­ცე­ლა­ძე

ცნო­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ მოს­კოვ­ში ქარ­თველ­მა მომ­ღერ­ლებ­მა, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში იმ­ღე­რეს. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად, "სამ­შობ­ლო" შე­ას­რუ­ლა ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ, დათო ხუ­ჯა­ძემ, ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძემ და მიშო სუ­ლუ­ხი­ამ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბის მოს­კო­ვურ წვე­უ­ლე­ბა­ზე სიმ­ღე­რამ კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი კი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე იყო, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ, ამე­რი­კულ აი­დოლ­ში გა­მო­დი­ო­და და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რო­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კრი­ტი­კას ნუ­ცამ პოს­ტით უპა­სუ­ხა და ბო­დი­ში მო­ი­ხა­და. ნუ­ცას თქმით, ის მოს­კოვ­ში უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Murada
0

Კიდევ ერთხელ ვიზიარებ, ლევანის გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას. Თქვენ შვილზე ცუდს არავინ ამბობს, ჩემო დაიკო. Იგი ყველასი იყო, მთელი საქართველოსი. Ყველას გვიყვარდა. 

ვოოტ
4

როგორც ვატყობ, ძირითადი აქცენტები იმაზე კეთდება, რომ რუსეთში იმღერეს... მაგრამ ვის უმღერეს, ეს ნაკლებად აქტუალურია... პირიქით, ეს ერთგვარად თავის მართლების საშუალებადაც აქციეს, - ვიღაცას კი არა, სახელოვან ქურდს, მის ოჯახსა და სტუმრებს უმღერესო... აი, სადა გვაქვს დედა ნატირები... მერე დაიჭერენ ცხრამეტრიან დროშებს და ევროპა გვინდაო... პერლოვკაში ( ქერის ბურღულია ერთგვარი) გადაზელილი მჟავე კომბოსტოს სირბურგერი არ გინდათ?!...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"არავინ გაბედოს ლევანიკოს სახელის ხსენება და ვინმესთან გაიგივება" - რას წერს ლევან კბილაშვილის დედა

"არავინ გაბედოს ლევანიკოს სახელის ხსენება და ვინმესთან გაიგივება" - რას წერს ლევან კბილაშვილის დედა

მომღერალ ნუცა ბუზალაძის მოსკოვში სიმღერასთან დაკავშირებულ სკანდალს მისი კოლეგა, მომღერალი ნინი შერმადინი გამოეხმაურა. ამ კონტექსტში ნინიმ გარდაცვლილი ლევან კბილაშვილი ახსენა. შერმადინი წერდა:

"ჩემი ლევანო კბილაშვილი, ღმერთმა აცხონოს მისი სული! თავისი ქართული სიმღერით რომ ატირებდა რუსებს და ათაყვანებდა საქართველოს, ისიც ვატრიალოთ საფლავში? მოღალატე იყო?! თუ გაუმარჯოს საქართველოს აძახებინებდა რუსებს" - აღნიშნავდა ნინი. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა.

თემასთან დაკავშირებით, ლევან კბილაშვილის დედამ, მელიტა ფურცელაძემ პოსტი გამოაქვეყნა:

"არავინ არ გაბედოს ლევანიკოს სახელის ხსენება. ლევანიკო არსად არ გაპარულა, ლევანი წავიდა ….წავიდა და ხმამაღლა, ყველას გასაგონად თქვა - “ვიმღერე იმიტომ, რომ ჩემი საქართველო მინდოდა მეჩვენებინა” -ო. ხოდა, აჩვენა.

ამ ხუთი წლის მანძილზე მთელმა საქართველომ იცოდა მისი რუსეთში მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ ერთი სიტვა არ დასცდენია არავის აუგად.

სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა სცენაზე, საქართველოს დროშით ხელში, ქართულ სიმღერას ასრულებდა და ყველას დაანახა მან თავისი საქართველო.

დაანახა თან ისე, რომ დარწმუნებული ვარ დიდხანს, ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ. ამიტომ მე, მისი დედა, ხმამაღლა, თავაწეული და ამაყი ვამბობ, ლევან კბილაშვილი იყო, არის და იქნება ადამიანი, რომელმაც ღირსეულად ატარა ყველგან თავისი და საკუთარი ქვეყნის სახელი და დაამტკიცა, თუ როგორი უნდა იყოს სამშობლოს და პრინციპების მქონე პატრიოტი ადამიანი.კიდევ ერთხელ.

ყველას გასაგონად ვიმეორებ, მეორედ არავინ გაბედოს ლევანის სახელის ხსენება და ვინმესთან გაიგივება.ის ლევან კბილაშვილია.

ლევანი, რომელიც ყველგან და ყველაფერში თავის სახელსა და ღირსებას რუდუნებით უფრთხილდებოდა", - წერს მელიტა ფურცელაძე

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოსკოვში ქართველმა მომღერლებმა, ერთ-ერთ რესტორანში იმღერეს. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოში მცხოვრები ქართველი შემსრულებლები. სოსო პავლიაშვილთან ერთად, "სამშობლო" შეასრულა ნუცა ბუზალაძემ, დათო ხუჯაძემ, ხვიჩა მაღლაკელიძემ და მიშო სულუხიამ.

საზოგადოებაში ქართველების მოსკოვურ წვეულებაზე სიმღერამ კრიტიკა დაიმსახურა. განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი კი ნუცა ბუზალაძე იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ, ამერიკულ აიდოლში გამოდიოდა და მთელი საქართველო გულშემატკივროდა.

მოგვიანებით, კრიტიკას ნუცამ პოსტით უპასუხა და ბოდიში მოიხადა. ნუცას თქმით, ის მოსკოვში უახლოესი მეგობრის დაბადების დღეზე იყო.