სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქროს ზოდები, ფულით სავსე ჩანთები, პასპორტები პრიგოჟინის ფოტოთი და სხვადასხვა სახელებით - რა იპოვეს "ვაგნერის" ხელმძღვანელის შტაბის ჩხრეკისას
ოქროს ზოდები, ფულით სავსე ჩანთები, პასპორტები პრიგოჟინის ფოტოთი და სხვადასხვა სახელებით - რა იპოვეს "ვაგნერის" ხელმძღვანელის შტაბის ჩხრეკისას

"ვაგ­ნე­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლის, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის შტა­ბის ჩხრე­კი­სას იპო­ვეს ოქ­როს ზო­დე­ბი, რამ­დე­ნი­მე პას­პორ­ტი პრი­გო­ჟი­ნის ფო­ტო­ე­ბით, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლე­ბით, ასე­ვე პრი­გო­ჟი­ნის სა­ხე­ლით და სხვა ადა­მი­ა­ნის ფო­ტო­თი.

ნა­პოვ­ნია დიდი რა­ო­დე­ნო­ბით "უც­ნო­ბი თეთ­რი ფხვნი­ლი", დო­ლა­რე­ბით სავ­სე ჩან­თე­ბი და ია­რა­ღე­ბი.

ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის გა­მო­ცე­მა Фонтанка-მ გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­საც თან ერ­თვო­და შე­სა­ბა­მი­სი ფო­ტო­ე­ბი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­მო­ცე­მამ ეს ამ­ბა­ვი წა­შა­ლა, თუმ­ცა წაშ­ლის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ იპო­ვეს ხუთი ოქ­როს ზოდი, რო­მელ­თა­გან თი­თო­ე­უ­ლი 1 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და. აღ­მო­ა­ჩი­ნეს ასე­ვე "უც­ნო­ბი თეთ­რი ფხვნი­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბა“.

ცნო­ბის­თვის, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­სა და რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შო­რის დიდი ხა­ნია და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო.

23 ივ­ნისს პრი­გო­ჟინ­მა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნისტრს სერ­გეი შო­ი­გუს "ვაგ­ნე­რის" და­ბომბვა­ში დას­დო ბრა­ლი, რის შემ­დე­გაც გა­ნა­ცხა­და, რომ მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად შო­ი­გუ­სა და ვა­ლე­რი გე­რა­სი­მო­ვის მო­სა­ძებ­ნად მი­დი­ო­და. ის მოს­კო­ვის მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ი­წევ­და. რუ­სულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ელი­ტამ პრი­გო­ჟი­ნის ქმე­დე­ბე­ბი ღა­ლა­ტად და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბად შე­ა­ფა­სა. მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრეს სის­ხლის სა­არ­თლის საქ­მე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრი­გო­ჟინ­თან მტე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბას ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო აწარ­მო­ებ­და. ლუ­კა­შენ­კოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, "ვაგ­ნე­რის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ლუ­კა­შენ­კოს წი­ნა­და­დე­ბას და­თან­ხმდა

"ამ მო­მენ­ტის­თვის მა­გი­და­ზეა სი­ტუ­ა­ცი­ის მოგ­ვა­რე­ბის მომ­გე­ბი­ა­ნი და მი­სა­ღე­ბი ვა­რი­ან­ტი, "ვაგ­ნე­რის“ კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის მებ­რძო­ლე­ბის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბით“, - ნათ­ქვა­მი იყო ლუ­კა­შენ­კოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში, თუმ­ცა უც­ნო­ბია, კონ­კრე­ტუ­ლად რაზე შე­თან­ხმდნენ მხა­რე­ე­ბი.

ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, გავ­რცელ­და პრი­გო­ჟი­ნის გან­ცხა­დე­ბაც:

“ვაგ­ნე­რის” კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის დაშ­ლა სურ­დათ. 23 ივ­ნისს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მარ­შზე გა­მო­ვე­დით. ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დე­ნი გა­ვი­ა­რეთ, რომ მოს­კო­ვამ­დე 200 კი­ლო­მეტრში ვართ. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ჩვე­ნი მებ­რძო­ლე­ბის სის­ხლის ერთი წვე­თის არ დავღვა­რეთ.ახლა ისე­თი მო­მენ­ტი დად­გა, რო­დე­საც სის­ხლი შე­საძ­ლოა და­იღ­ვა­როს. ამი­ტომ, ვი­ნა­ი­დან სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვეს­მის იმის­თვის, რომ რუ­სუ­ლი სის­ხლი და­იღ­ვრე­ბა ერთ-ერთი მხრი­დან, ჩვენ ვტრი­ალ­დე­ბით და სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ვე­ლე ბა­ნა­კებ­ში ვბრუნ­დე­ბით გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად,” - გა­ნა­ცხა­და პრი­გო­ჟინ­მა.

კრემ­ლის სპეს­პი­კე­რის, დი­მიტ­რი პეს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, "ვაგ­ნე­რის" ხელ­მძღვა­ნელ­ზე შე­წყა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და პრი­გო­ჟი­ნი ბე­ლა­რუს­ში გა­მეგ­ზავ­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაი
0

იარაღი უნახესოოოოოოოოო??????

ვაგნერის დამაარსებელს და მეთაურს იარაღი უნახესო. ფულიც ჰქონია, დადგმული იყოო და.ა.შ. - ჟურნალისტების ფანტაზიები ხელიდან ხელში გადადის.

თამაზი
7

მალე გამოჩნდება, დადგმულია თუ არა. თუ დადგმული იყო, მართლა არ შეეხებიან პრიგოჟინსა და ვაგნერელებს და თუ არ იყო პუწინთან შეთანხმებული, რუსების დაპირებას რა ფასი აქვს, ცოტა ხანში დაერევათ ვოვა და "ნაკროეტ ვსეხ მედნიმ ტაზამ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

ოქროს ზოდები, ფულით სავსე ჩანთები, პასპორტები პრიგოჟინის ფოტოთი და სხვადასხვა სახელებით - რა იპოვეს "ვაგნერის" ხელმძღვანელის შტაბის ჩხრეკისას

ოქროს ზოდები, ფულით სავსე ჩანთები, პასპორტები პრიგოჟინის ფოტოთი და სხვადასხვა სახელებით - რა იპოვეს "ვაგნერის" ხელმძღვანელის შტაბის ჩხრეკისას

"ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის შტაბის ჩხრეკისას იპოვეს ოქროს ზოდები, რამდენიმე პასპორტი პრიგოჟინის ფოტოებით, თუმცა სხვადასხვა სახელებით, ასევე პრიგოჟინის სახელით და სხვა ადამიანის ფოტოთი.

ნაპოვნია დიდი რაოდენობით "უცნობი თეთრი ფხვნილი", დოლარებით სავსე ჩანთები და იარაღები.

ინფორმაცია ამის შესახებ სანქტ-პეტერბურგის გამოცემა Фонтанка-მ გაავრცელა, რომელსაც თან ერთვოდა შესაბამისი ფოტოები.

მოგვიანებით, გამოცემამ ეს ამბავი წაშალა, თუმცა წაშლის მიზეზი უცნობია.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ იპოვეს ხუთი ოქროს ზოდი, რომელთაგან თითოეული 1 კილოგრამს იწონიდა. აღმოაჩინეს ასევე "უცნობი თეთრი ფხვნილის მნიშვნელოვანი რაოდენობა“.

ცნობისთვის, ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობა იყო.

23 ივნისს პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს "ვაგნერის" დაბომბვაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მებრძოლებთან ერთად შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის მოსაძებნად მიდიოდა. ის მოსკოვის მოსკოვის მიმართულებით მიიწევდა. რუსულმა პოლიტიკურმა ელიტამ პრიგოჟინის ქმედებები ღალატად და ხელისუფლების გადატრიალების მცდელობად შეაფასა. მის წინააღმდეგ აღძრეს სისხლის საართლის საქმე. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ პრიგოჟინთან მტელი დღის განმავლობაში მოლაპარაკებას ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აწარმოებდა. ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ცნობით, "ვაგნერის" დამფუძნებელი ლუკაშენკოს წინადადებას დათანხმდა

"ამ მომენტისთვის მაგიდაზეა სიტუაციის მოგვარების მომგებიანი და მისაღები ვარიანტი, "ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლებისთვის უსაფრთხოების გარანტიებით“, - ნათქვამი იყო ლუკაშენკოს ადმინისტრაციის განცხადებაში, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რაზე შეთანხმდნენ მხარეები.

ამ განცხადების შემდეგ, გავრცელდა პრიგოჟინის განცხადებაც:

“ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის დაშლა სურდათ. 23 ივნისს სამართლიანობის მარშზე გამოვედით. ერთი დღის განმავლობაში იმდენი გავიარეთ, რომ მოსკოვამდე 200 კილომეტრში ვართ. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ჩვენი მებრძოლების სისხლის ერთი წვეთის არ დავღვარეთ.ახლა ისეთი მომენტი დადგა, როდესაც სისხლი შესაძლოა დაიღვაროს. ამიტომ, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობა გვესმის იმისთვის, რომ რუსული სისხლი დაიღვრება ერთ-ერთი მხრიდან, ჩვენ ვტრიალდებით და საპირისპირო მიმართულებით საველე ბანაკებში ვბრუნდებით გეგმის შესაბამისად,” - განაცხადა პრიგოჟინმა.

კრემლის სპესპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, "ვაგნერის" ხელმძღვანელზე შეწყა სისხლის სამართლის საქმე და პრიგოჟინი ბელარუსში გამეგზავრება.