Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატიმრობა, ოჯახი და გზა პუტინამდე - ვინ არიან ევგენი პრიგოჟინის მილიონერი ცოლი და შვილები: ნაკლებად ცნობილი ამბები "სასტიკ მეამბოხეზე"
პატიმრობა, ოჯახი და გზა პუტინამდე - ვინ არიან ევგენი პრიგოჟინის მილიონერი ცოლი და შვილები: ნაკლებად ცნობილი ამბები "სასტიკ მეამბოხეზე"

ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი - კაცი, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის მთა­ვარ მე­ამ­ბო­ხედ იქცა, მე­დი­ის­თვის ახლა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ფი­გუ­რაა. რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია მეტ­სა­ხე­ლით "პუ­ტი­ნის მზა­რე­უ­ლი", სი­სას­ტი­კით ცნო­ბი­ლი კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის, "ვაგ­ნე­რის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

სტა­ტი­ა­ში მო­გიყ­ვე­ბით პრი­გო­ჟი­ნის ბი­ოგ­რა­ფი­ას და გზა­ზე, რო­მე­ლიც კრემ­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლად გა­ი­ა­რა.

  • ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი - ად­რე­უ­ლი წლე­ბი და გა­ნათ­ლე­ბა

ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი და­ი­ბა­და 1961 წლის 1 ივ­ნისს ლე­ნინ­გრად­ში (ახ­ლან­დე­ლი სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გი). დედა ექი­მი იყო, მამა ადრე და­ე­ღუ­პა, რის გა­მოც, მა­მი­ნაც­ვალ­მა გა­ზარ­და, რო­მე­ლიც თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლის ინ­სტრუქ­ტო­რი იყო. ამი­ტომ ევ­გე­ნი ბავ­შვო­ბი­დან თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და და­ამ­თავ­რა მა­შინ­დე­ლი ლე­ნინ­გრა­დის №62 სპორ­ტუ­ლი პრო­ფი­ლის სკო­ლა-ინ­ტერ­ნა­ტი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ჩა­ა­ბა­რა ლე­ნინ­გრა­დის ქი­მი­ურ-ფარ­მა­ცევ­ტულ ინ­სტი­ტუ­ტში, მაგ­რამ თა­ვად პრი­გო­ჟი­ნის თქმით, ინ­სტი­ტუ­ტი არ და­უმ­თავ­რე­ბია.

  • ოჯა­ხი და მი­ლი­ო­ნე­რი მე­უღ­ლე

ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის მე­უღ­ლე ლი­უ­ბოვ პრი­გო­ჟი­ნაა. ის 52 წლი­საა და პრო­ფე­სი­ით ქი­მი­კო­სია. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს - ვაჟი პა­ვე­ლი (და­ი­ბა­და 1998 წელს), ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი პო­ლი­ნა (და­ი­ბა­და 1992 წელს) და ვე­რო­ნი­კა (და­ი­ბა­და 2005 წელს).

ლი­უ­ბოვ პრი­გო­ჟი­ნა ფლობს მა­მულს გე­ლენ­ჯიკ­თან, სო­ფელ ყა­ბარ­დინ­კა­ში და მარ­თავს შპს "სო­ინ­ვესტს“, რო­მე­ლიც ფლობს 39 ათა­სი კვ.მ მი­წის ნაკ­ვეთს შავ ზღვას­თან ახ­ლოს.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ვაჟი, პა­ველ პრი­გო­ჟი­ნი, არის Sinopskaya Embankment-ზე მსხვი­ლი ბიზ­ნეს-ცენ­ტრის და კომ­პა­ნი­ე­ბის Lakhta Park და Lakhta Plaza-ს მფლო­ბე­ლი. თა­ვად პრი­გო­ჟი­ნის თქმით, მისი ვაჟი ჯარ­ში მსა­ხუ­რობ­და, იბ­რძო­და სი­რი­ა­ში და ახლა არის "ვაგ­ნე­რის" წევ­რი.

პო­ლი­ნა პრი­გო­ჟი­ნა დე­დას­თან ერ­თად, შო­კო­ლა­დის მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი და შპს Legion-ის ერ­თა­დერ­თი აქ­ცი­ო­ნე­რია, რო­მე­ლიც ფლობს პრინც ოლ­დენ­ბურსკის აგა­რაკს კა­მე­ნის კუნ­ძულ­ზე. ვე­რო­ნი­კა პრი­გო­ჟი­ნა არის შპს Red Stars-ის ერ­თა­დერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ფლობს სას­ტუმ­რო Red Stars-ს სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის ცენ­ტრში.

პრი­გო­ჟი­ნი, მისი მე­უღ­ლე, ვაჟი პა­ვე­ლი და ქა­ლიშ­ვი­ლი პო­ლი­ნა და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის მიერ სან­ქცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

  • პა­ტიმ­რო­ბა

1979 წელს, მა­შინ­დელ ლე­ნინ­გრად­ში პრი­გო­ჟი­ნი და­ა­პა­ტიმ­რეს და ორ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი მი­უ­სა­ჯეს ქურ­დო­ბის­თვის. 1981 წელს პრი­გო­ჟი­ნი კი­დევ ერთხელ და­ა­კა­ვეს ქურ­დო­ბის, თაღ­ლი­თო­ბი­სა და არას­რულ­წლოვ­ნის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და ყა­ჩა­ღო­ბა­ში ჩარ­თვის ბრალ­დე­ბით. ამ­ჯე­რად 13-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, მაგ­რამ 1988 წელს იგი შე­ი­წყა­ლეს და 1990 წელს და­ტო­ვა კო­ლო­ნია.

  • ბიზ­ნეს­მე­ნი და "პუ­ტი­ნის მზა­რე­უ­ლი"

ცი­ხის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, პრი­გო­ჟინ­მა და მის­მა მა­მი­ნაც­ვალ­მა ლე­ნინ­გრად­ში ჰოთ-დო­გე­ბის გა­ყიდ­ვის ქსე­ლი გახ­სნეს. ბიზ­ნე­სის ის­ტო­რია ასე გან­ვი­თარ­და:

1991 წლი­დან 1997 წლამ­დე პრი­გო­ჟი­ნი იყო კონ­ტრას­ტის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

1995 წელს ვა­სი­ლი­ევ­სკის კუნ­ძულ­ზე გახ­სნა Wine Club-ის ბარ-მა­ღა­ზია, 1996 წელს კი რეს­ტო­რა­ნი Old Customs სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში და კომ­პა­ნია "კონ­კორდ ქე­ი­თე­რინ­გი.“

1997 წელს პრი­გო­ჟინ­მა ახა­ლი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა, რო­მე­ლიც კრემ­ლის მა­ღა­ლი რან­გის სტუმ­რებს და პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. 2001 წელს, პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა გა­მარ­თა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჟაკ ში­რაკ­თან (საფ­რან­გე­თის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი) და ერთი წლის შემ­დეგ, აშშ-ის ექ­სპრე­ზი­დენტ ჯორჯ ბუშ­თან.

მე­დი­ის ცნო­ბით, 2003 წელს პუ­ტინ­მა და­ბა­დე­ბის დღე ამ რეს­ტო­რან­ში აღ­ნიშ­ნა და პრი­გო­ჟინ­მა პი­რა­დად მი­არ­თვა კერ­ძე­ბი პრე­ზი­დენტს.

2002 წლი­დან 2012 წლამ­დე პრი­გო­ჟინს ჰქონ­და ბლი­ნე­ბის კა­ფე­ე­ბის ქსე­ლი "Damn! Donald's", რის შემ­დე­გაც მას ჰქონ­და მო­ნო­პო­ლია მოს­კო­ვის სას­კო­ლო კვე­ბის ბა­ზარ­ზე.

2009 წელს გახ­სნა რეს­ტო­რა­ნი მთავ­რო­ბის სახ­ლში.

გარ­და ამი­სა, 2000-იან წლებ­ში მას სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სიც ქონ­და პე­ტერ­ბურ­გში.

ამ­ჟა­მად პრი­გო­ჟი­ნი არის "კონ­კორდ ჯგუ­ფის“ კომ­პა­ნი­ე­ბის მფლო­ბე­ლი და თა­ნამ­ფლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც მარ­თავს რეს­ტორ­ნე­ბის ქსელს მოს­კოვ­სა და სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში. 2010-იან წლებ­ში მის­მა კომ­პა­ნი­ებ­მა მო­ი­გეს ტენ­დერე­ბი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ყა­ზარ­მე­ბი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბის­თვის, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს რუ­სეთ­ში სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში და მათ მოვ­ლა­ში.

პრი­გო­ჟი­ნის კომ­პა­ნია Concorde-მა არა­ერ­თხელ მო­ა­წყო სამ­თავ­რო­ბო და საპ­რე­ზი­დენ­ტო ზე­ი­მი, მათ შო­რის 2012 წელს პუ­ტი­ნის ინა­უ­გუ­რა­ცია. თა­ვად პრი­გო­ჟი­ნი აცხა­დებს, რომ ის არ მი­ე­კუთ­ვნე­ბა პუ­ტი­ნის ახლო წრეს და არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო კრემლთან.

  • პრი­გო­ჟი­ნი - ტრო­ლე­ბის ქარ­ხა­ნა და მისი როლი

2013 წელს პრი­გო­ჟინ­მა შექ­მნა ინ­ტერ­ნე­ტის კვლე­ვის სა­ა­გენ­ტო, რო­მე­ლიც უფრო ცნო­ბი­ლია რო­გორც ტრო­ლე­ბის ქარ­ხა­ნა. მისი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა იყო სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ყალ­ბი ან­გა­რი­შე­ბის შექ­მნა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­კონ­ტრო­ლე­ბა, პოს­ტე­ბი­სა და კო­მენ­ტა­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა.

2017 წელს "მე­დია ქარ­ხა­ნა­ში“ შე­დი­ო­და ახა­ლი ამ­ბე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო (FAN) და რამ­დე­ნი­მე ონ­ლა­ინ პორ­ტა­ლი. 2018 წელს შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და­ა­და­ნა­შა­უ­ლა პრი­გო­ჟი­ნი და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვა­ში.

  • ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი - "ვაგ­ნე­რი", სამ­შობ­ლოს სამ­სა­ხუ­რი და აჯან­ყე­ბა

2015 წელს კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნერ­მა“ და­ი­წყო მო­ხა­ლი­სე­ე­ბის და­კომ­პლექ­ტე­ბა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის სი­რი­ა­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი უკ­რა­ი­ნის ლუ­განსკის და დო­ნეც­კის რე­გი­ო­ნებ­ში. და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, "ვაგ­ნე­რი“ ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში ლი­ბი­ა­ში, სუ­დან­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში, მო­ზამ­ბიკ­სა და მა­ლი­ში.

პრი­გო­ჟინ­მა თა­ვი­დან უარ­ყო კავ­ში­რი ვაგ­ნერ­თან, მაგ­რამ რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ აღი­ა­რა, რომ მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. 2022 წლის ზა­ფხულ­ში ვაგ­ნერ­მა და­ი­წყო პა­ტიმ­რე­ბის რეკ­რუ­ტი­რე­ბა უკ­რა­ი­ნის ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, პრი­გო­ჟი­ნი პი­რა­დად იყო ჩარ­თუ­ლი და მსჯავ­რდე­ბუ­ლებს შე­წყა­ლე­ბას ჰპირ­დე­ბო­და.

უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომში "ვაგ­ნე­რის“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის კრემ­ლმა პრი­გო­ჟი­ნი და­ა­ჯილ­დო­ვა ღირ­სე­ბის მე-4 ხა­რის­ხის ორ­დე­ნით და სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის 1-ლი და მე-2 ხა­რის­ხის მედ­ლე­ბით.

ბოლო პე­რი­ოდ­ში პრი­გო­ჟი­ნი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი იყო რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან. 2023 წლის 23 ივ­ნისს მან გა­ნა­ცხა­და, რომ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი "ვაგ­ნე­რის" პო­ზი­ცი­ებს და­ესხნენ თავს, რის შე­დე­გა­დაც "უამ­რა­ვი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა“.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო პრი­გო­ჟი­ნი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დარ­ტყმის ავ­ტო­რებს დას­ჯით და­ე­მუქ­რა. მან­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ „ვაგ­ნერ­მა“ სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თა, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით თქვა, რომ მის­მა სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ამ დო­ნის როს­ტო­ვის სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი და აე­როდ­რო­მი კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა. პრი­გო­ჟი­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბი გამო, რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოს­კოვ­ში სამ­ხედ­რო მზად­ყოფ­ნის ბრძა­ნე­ბა გა­ი­ცა, როს­ტო­ვის ქუ­ჩებ­ში კი ჯავ­შან­ტექ­ნი­კა გა­მოჩ­ნდა. ამას­თან, რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მის ცნო­ბით­ვე, რუ­სეთ­ში, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აჯან­ყე­ბის­კენ მო­წო­დე­ბის მუხ­ლით ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა.

რუ­სეთ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი. მან მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს „სამ­ხედ­რო ამ­ბო­ხი“ უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო ომის გან­მე­ო­რე­ბას არ და­უშ­ვე­ბენ.

დღის ბო­ლოს ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ვაგ­ნე­რი" მოს­კო­ვის­კენ გა­და­ად­გი­ლე­ბას წყვეტს და "სა­ვე­ლე ბა­ნა­კებ­ში" ბრუნ­დე­ბა. კრემლში კი გა­ნა­ცხა­დეს, რომ პრი­გო­ჟი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე შე­წყდე­ბა, ის ბე­ლა­რუს­ში წავა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველეს არ უნდა გაგვიკვირდეს:)))
0

რუსი ჯაბა იოსელიანია?:))) დაკრძალავენ აბა პანთეონში:))))

ქუთაისელი
51

აბივატელების გასაგონად (მეც აბივატელი ვარ); როგორ წარმოგიდგენიათ კერძო, სამხედრო, არაოფიციალური დაჯგუფება კრემლის გარეშე შეიქმნებოდა და იმოქმედებდა? ყაჩაღობაზე დაჭერილმა, 9-წელი პატიმრობა მოხდილმა მეთაურმა არ იცოდა, რომ ვერც მოსკოვს აიღებდა და ვერც სამხედრო მაღალჩინოსნებს გადაიბარებდა? სინამდვილეში, ამ აქტით რუსეთმა დასავლეთს დაანახა, რომ ერთიანია და ნუ ექნებათ შიგნიდან დაშლის იმედი. თვითონ დაინახა, ვინაა ამ სიტუაციაში მათი მომხრე (თურქეთი, ჩინეთი, აფრიკა, ლათინური ამერიკა და ა.შ), ნეიტრალური ( ამერიკა, დასავლეთ ევროპა, ავსტრალია, იაპონია და ა.შ.) და მოწინააღმდეგე (აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნები)

ავტორი:

პატიმრობა, ოჯახი და გზა პუტინამდე - ვინ არიან ევგენი პრიგოჟინის მილიონერი ცოლი და შვილები: ნაკლებად ცნობილი ამბები "სასტიკ მეამბოხეზე"

პატიმრობა, ოჯახი და გზა პუტინამდე - ვინ არიან ევგენი პრიგოჟინის მილიონერი ცოლი და შვილები: ნაკლებად ცნობილი ამბები "სასტიკ მეამბოხეზე"

ევგენი პრიგოჟინი - კაცი, რომელიც პუტინის რეჟიმის მთავარ მეამბოხედ იქცა, მედიისთვის ახლა ყველაზე საინტერესო ფიგურაა. რუსი ბიზნესმენი, რომელიც ცნობილია მეტსახელით "პუტინის მზარეული", სისასტიკით ცნობილი კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" დამფუძნებელია.

სტატიაში მოგიყვებით პრიგოჟინის ბიოგრაფიას და გზაზე, რომელიც კრემლამდე მისასვლელად გაიარა.

  • ევგენი პრიგოჟინი - ადრეული წლები და განათლება

ევგენი პრიგოჟინი დაიბადა 1961 წლის 1 ივნისს ლენინგრადში (ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი). დედა ექიმი იყო, მამა ადრე დაეღუპა, რის გამოც, მამინაცვალმა გაზარდა, რომელიც თხილამურებით სრიალის ინსტრუქტორი იყო. ამიტომ ევგენი ბავშვობიდან თხილამურებით სრიალით იყო დაკავებული და დაამთავრა მაშინდელი ლენინგრადის №62 სპორტული პროფილის სკოლა-ინტერნატი. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა ლენინგრადის ქიმიურ-ფარმაცევტულ ინსტიტუტში, მაგრამ თავად პრიგოჟინის თქმით, ინსტიტუტი არ დაუმთავრებია.

  • ოჯახი და მილიონერი მეუღლე

ევგენი პრიგოჟინის მეუღლე ლიუბოვ პრიგოჟინაა. ის 52 წლისაა და პროფესიით ქიმიკოსია. წყვილს სამი შვილი ჰყავს - ვაჟი პაველი (დაიბადა 1998 წელს), ქალიშვილები პოლინა (დაიბადა 1992 წელს) და ვერონიკა (დაიბადა 2005 წელს).

ლიუბოვ პრიგოჟინა ფლობს მამულს გელენჯიკთან, სოფელ ყაბარდინკაში და მართავს შპს "სოინვესტს“, რომელიც ფლობს 39 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთს შავ ზღვასთან ახლოს.

რუსული მედიის ცნობით, ვაჟი, პაველ პრიგოჟინი, არის Sinopskaya Embankment-ზე მსხვილი ბიზნეს-ცენტრის და კომპანიების Lakhta Park და Lakhta Plaza-ს მფლობელი. თავად პრიგოჟინის თქმით, მისი ვაჟი ჯარში მსახურობდა, იბრძოდა სირიაში და ახლა არის "ვაგნერის" წევრი.

პოლინა პრიგოჟინა დედასთან ერთად, შოკოლადის მუზეუმის თანამფლობელი და შპს Legion-ის ერთადერთი აქციონერია, რომელიც ფლობს პრინც ოლდენბურსკის აგარაკს კამენის კუნძულზე. ვერონიკა პრიგოჟინა არის შპს Red Stars-ის ერთადერთი დამფუძნებელი, რომელიც ფლობს სასტუმრო Red Stars-ს სანკტ-პეტერბურგის ცენტრში.

პრიგოჟინი, მისი მეუღლე, ვაჟი პაველი და ქალიშვილი პოლინა დასავლეთის ქვეყნების მიერ სანქცირებულები არიან.

  • პატიმრობა

1979 წელს, მაშინდელ ლენინგრადში პრიგოჟინი დააპატიმრეს და ორწელიწადნახევარი პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს ქურდობისთვის. 1981 წელს პრიგოჟინი კიდევ ერთხელ დააკავეს ქურდობის, თაღლითობისა და არასრულწლოვნის დანაშაულებრივ საქმიანობასა და ყაჩაღობაში ჩართვის ბრალდებით. ამჯერად 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ 1988 წელს იგი შეიწყალეს და 1990 წელს დატოვა კოლონია.

  • ბიზნესმენი და "პუტინის მზარეული"

ციხის დატოვების შემდეგ, პრიგოჟინმა და მისმა მამინაცვალმა ლენინგრადში ჰოთ-დოგების გაყიდვის ქსელი გახსნეს. ბიზნესის ისტორია ასე განვითარდა:

1991 წლიდან 1997 წლამდე პრიგოჟინი იყო კონტრასტის მაღაზიათა ქსელის ხელმძღვანელი.

1995 წელს ვასილიევსკის კუნძულზე გახსნა Wine Club-ის ბარ-მაღაზია, 1996 წელს კი რესტორანი Old Customs სანკტ-პეტერბურგში და კომპანია "კონკორდ ქეითერინგი.“

1997 წელს პრიგოჟინმა ახალი რესტორანი გახსნა, რომელიც კრემლის მაღალი რანგის სტუმრებს და პოლიტიკურ ელიტას ემსახურებოდა. 2001 წელს, პრეზიდენტმა პუტინმა გამართა მოლაპარაკებები ჟაკ შირაკთან (საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი) და ერთი წლის შემდეგ, აშშ-ის ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან.

მედიის ცნობით, 2003 წელს პუტინმა დაბადების დღე ამ რესტორანში აღნიშნა და პრიგოჟინმა პირადად მიართვა კერძები პრეზიდენტს.

2002 წლიდან 2012 წლამდე პრიგოჟინს ჰქონდა ბლინების კაფეების ქსელი "Damn! Donald's", რის შემდეგაც მას ჰქონდა მონოპოლია მოსკოვის სასკოლო კვების ბაზარზე.

2009 წელს გახსნა რესტორანი მთავრობის სახლში.

გარდა ამისა, 2000-იან წლებში მას სამშენებლო ბიზნესიც ქონდა პეტერბურგში.

ამჟამად პრიგოჟინი არის "კონკორდ ჯგუფის“ კომპანიების მფლობელი და თანამფლობელი, რომელიც მართავს რესტორნების ქსელს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში. 2010-იან წლებში მისმა კომპანიებმა მოიგეს ტენდერები თავდაცვის სამინისტროს ყაზარმებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების დასუფთავებისთვის, ასევე მონაწილეობა მიიღეს რუსეთში სამხედრო ობიექტების მშენებლობაში და მათ მოვლაში.

პრიგოჟინის კომპანია Concorde-მა არაერთხელ მოაწყო სამთავრობო და საპრეზიდენტო ზეიმი, მათ შორის 2012 წელს პუტინის ინაუგურაცია. თავად პრიგოჟინი აცხადებს, რომ ის არ მიეკუთვნება პუტინის ახლო წრეს და არაფერი აქვს საერთო კრემლთან.

  • პრიგოჟინი - ტროლების ქარხანა და მისი როლი

2013 წელს პრიგოჟინმა შექმნა ინტერნეტის კვლევის სააგენტო, რომელიც უფრო ცნობილია როგორც ტროლების ქარხანა. მისი მთავარი ამოცანა იყო სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშების შექმნა და საზოგადოებრივი აზრის გაკონტროლება, პოსტებისა და კომენტარების გამოქვეყნება.

2017 წელს "მედია ქარხანაში“ შედიოდა ახალი ამბების ფედერალური სააგენტო (FAN) და რამდენიმე ონლაინ პორტალი. 2018 წელს შეერთებულმა შტატებმა დაადანაშაულა პრიგოჟინი და მისი თანამშრომლები საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში.

  • ევგენი პრიგოჟინი - "ვაგნერი", სამშობლოს სამსახური და აჯანყება

2015 წელს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა“ დაიწყო მოხალისეების დაკომპლექტება სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის სირიაში, მოგვიანებით კი უკრაინის ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში. დასავლური მედიის ცნობით, "ვაგნერი“ ასევე მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ლიბიაში, სუდანში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მოზამბიკსა და მალიში.

პრიგოჟინმა თავიდან უარყო კავშირი ვაგნერთან, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ აღიარა, რომ მისი დამფუძნებელია. 2022 წლის ზაფხულში ვაგნერმა დაიწყო პატიმრების რეკრუტირება უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად, პრიგოჟინი პირადად იყო ჩართული და მსჯავრდებულებს შეწყალებას ჰპირდებოდა.

უკრაინის წინააღმდეგ ომში "ვაგნერის“ მონაწილეობისთვის კრემლმა პრიგოჟინი დააჯილდოვა ღირსების მე-4 ხარისხის ორდენით და სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის 1-ლი და მე-2 ხარისხის მედლებით.

ბოლო პერიოდში პრიგოჟინი დაპირისპირებული იყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. 2023 წლის 23 ივნისს მან განაცხადა, რომ რუსი სამხედროები "ვაგნერის" პოზიციებს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც "უამრავი ჯარისკაცი დაიღუპა“.

აღნიშნულის გამო პრიგოჟინი განხორციელებული დარტყმის ავტორებს დასჯით დაემუქრა. მანვე განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, ხოლო მოგვიანებით თქვა, რომ მისმა სამხედრო კომპანიამ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანა. პრიგოჟინის განცხადებები გამო, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, როსტოვის ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამასთან, რუსული გამოცემის ცნობითვე, რუსეთში, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

რუსეთში არსებულ ვითარებას უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მან მიმდინარე პროცესებს „სამხედრო ამბოხი“ უწოდა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო ომის განმეორებას არ დაუშვებენ.

დღის ბოლოს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "ვაგნერი" მოსკოვისკენ გადაადგილებას წყვეტს და "საველე ბანაკებში" ბრუნდება. კრემლში კი განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, ის ბელარუსში წავა.