საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუკაშენკო შუამავლად - ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრიგოჟინი ბელარუსის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ შეჩერდა
ლუკაშენკო შუამავლად - ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრიგოჟინი ბელარუსის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ შეჩერდა

ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­მარ­თა "ვაგ­ნე­რის" ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­თან, რომ­ლის დრო­საც პრი­გო­ჟი­ნი ჯა­რე­ბის შე­ჩე­რე­ბას და „სი­ტუ­ა­ცი­ის დე­ეს­კა­ლა­ცი­ას“ და­თან­ხმდა. ამის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო არხი „Rossiya 24“ იტყო­ბი­ნე­ბა.

"პრი­გო­ჟინ­მა მი­ი­ღო ლუ­კა­შენ­კოს წი­ნა­და­დე­ბა ვაგ­ნე­რის გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა და­ძა­ბუ­ლო­ბის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის­თვის“, - ამ­ბობს "Rossiya 24“ ლუ­კა­შენ­კოს პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით.

მა­თი­ვე თქმით, სა­უ­ბა­რი პუ­ტინ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო.

ცოტა ხნის წინ თა­ვად პრი­გო­ჟინ­მაც და­ა­დას­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მოს­კო­ვის­კენ სვლას აჩე­რებს და უკ­რა­ი­ნა­ში ბრუნ­დე­ბა.

"ვაგ­ნე­რის” კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის დაშ­ლა სურ­დათ. 23 ივ­ნისს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მარ­შზე გა­მო­ვე­დით. ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დე­ნი გა­ვი­ა­რეთ, რომ მოს­კო­ვამ­დე 200 კი­ლო­მეტრში ვართ. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ჩვე­ნი მებ­რძო­ლე­ბის სის­ხლის ერთი წვე­თის არ დავღვა­რეთ.ახლა ისე­თი მო­მენ­ტი დად­გა, რო­დე­საც სის­ხლი შე­საძ­ლოა და­იღ­ვა­როს.

ამი­ტომ, ვი­ნა­ი­დან სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვეს­მის იმის­თვის, რომ რუ­სუ­ლი სის­ხლი და­იღ­ვრე­ბა ერთ-ერთი მხრი­დან, ჩვენ ვტრი­ალ­დე­ბით და სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ვე­ლე ბა­ნა­კებ­ში ვბრუნ­დე­ბით გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად,” - გა­ნა­ცხა­და პრი­გო­ჟინ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

ბელორუსიაში ბირთვულ იარაღს ჩააბარებენ მაგ ნაგიჟარ კაცს!

ჯიუტი
0

...მშვიდობის ნობელის პრემია აბა ჰე და აბა ჰოო!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ლუკაშენკო შუამავლად - ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრიგოჟინი ბელარუსის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ შეჩერდა

ლუკაშენკო შუამავლად - ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრიგოჟინი ბელარუსის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ შეჩერდა

ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა "ვაგნერის" ჯგუფის ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინთან, რომლის დროსაც პრიგოჟინი ჯარების შეჩერებას და „სიტუაციის დეესკალაციას“ დათანხმდა. ამის შესახებ საინფორმაციო არხი „Rossiya 24“ იტყობინება.

"პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება ვაგნერის გადაადგილების შეჩერების შესახებ რუსეთის ტერიტორიაზე და შემდგომი ნაბიჯების გადადგმა დაძაბულობის დეესკალაციისთვის“, - ამბობს "Rossiya 24“ ლუკაშენკოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

მათივე თქმით, საუბარი პუტინთან შეთანხმებული იყო.

ცოტა ხნის წინ თავად პრიგოჟინმაც დაადასტურა ინფორმაცია, რომ მოსკოვისკენ სვლას აჩერებს და უკრაინაში ბრუნდება.

"ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის დაშლა სურდათ. 23 ივნისს სამართლიანობის მარშზე გამოვედით. ერთი დღის განმავლობაში იმდენი გავიარეთ, რომ მოსკოვამდე 200 კილომეტრში ვართ. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ჩვენი მებრძოლების სისხლის ერთი წვეთის არ დავღვარეთ.ახლა ისეთი მომენტი დადგა, როდესაც სისხლი შესაძლოა დაიღვაროს.

ამიტომ, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობა გვესმის იმისთვის, რომ რუსული სისხლი დაიღვრება ერთ-ერთი მხრიდან, ჩვენ ვტრიალდებით და საპირისპირო მიმართულებით საველე ბანაკებში ვბრუნდებით გეგმის შესაბამისად,” - განაცხადა პრიგოჟინმა.

წაიკითხეთ ასევე: