ავტორი:

"რუსეთში შესაძლოა ინტერნეტის შეზღუდვები დაიწყოს" - რას წერს რუსული მედია?

"რუსეთში შესაძლოა ინტერნეტის შეზღუდვები დაიწყოს" - რას წერს რუსული მედია?

რუსეთში შესაძლოა ინტერნეტის შეზღუდვები დაიწყოს, - ამის შესახებ რუსული გამოცემა РБК წერს.

როგორც გამოცემას რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში (“როსპოტრებნადზორი”) განუცხადეს, ინტერნეტ-რესურსების მუშაობაში შეზღუდვები შესაძლოა იმ რეგიონებში დაწესდეს, სადაც კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი არის შემოღებული.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ მესენჯერ “ტელეგრამის” მუშაობა უკვე იზღუდება.

ცნობისთვის, ახლა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოღებულია მოსკოვში, მოსკოვის ოლქსა და ვორონეჟის ოლქში.