მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიტუაცია რთულია... თავი შეიკავეთ ქალაქში გადაადგილებისგან" - მოსკოვის მერმა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადა
"სიტუაცია რთულია... თავი შეიკავეთ ქალაქში გადაადგილებისგან" - მოსკოვის მერმა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადა

მოს­კო­ვის მერ­მა, სერ­გეი სო­ბი­ა­ნინ­მა ახ­ლა­ხან Telegram-ზე გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ "მოს­კოვ­ში კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის რე­ჟი­მი გა­მო­ცხად­და" და ორ­შა­ბა­თი კი "რის­კე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად" არა­სა­მუ­შაო დღე იქ­ნე­ბა.

"სი­ტუ­ა­ცია რთუ­ლია“ - წერს სო­ბი­ა­ნი­ნი Telegram-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ქა­ლა­ქის მერ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, რომ ქუ­ჩებ­ში გას­ვლის­გან თავი შე­ი­კა­ვონ. მი­სი­ვე თქმით, სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რე­ბი მზად­ყოფ­ნა­ში არი­ან.

რო­გორც ჩანს, "ვაგ­ნე­რის" ჯა­რის­კა­ცე­ბი რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩრდი­ლო­ე­თით, დე­და­ქა­ლა­ქის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბენ.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ვაგ­ნე­რის" შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის კო­ლო­ნა მოს­კო­ვის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა. გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა ისი­ნი M4 მა­გის­ტრალ­ზე და­ა­ფიქ­სი­რა, რო­მე­ლიც ვო­რო­ნეჟ­სა და მოს­კოვს ლი­პეც­კის რე­გი­ო­ნის გავ­ლით აკავ­ში­რებს.

მოს­კო­ვის მი­სას­ვლე­ლებ­თან ბლოკპოს­ტე­ბის და თავ­დაც­ვი­თი პო­ზი­ცი­ე­ბის აგე­ბა დი­ლი­დან­ვე და­ი­წყეს. სიმ­ფე­რო­პო­ლის გზატ­კე­ცილ­ზე (М2 „ყი­რი­მი“) ქა­ლაქ სერ­პუ­ხო­ვის რა­ი­ონ­ში გა­და­კე­ტი­ლია ხიდი. ასე­ვე შე­ზღუ­დუ­ლია მოძ­რა­ო­ბა პა­რა­ლე­ლურ ტრა­სა­ზე М4 "დონი", რო­მელ­ზეც ვაგ­ნე­რის კო­ლო­ნა გა­და­ად­გილ­დე­ბა.

ვრცელ­დე­ბა ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­დაც ჩანს თუ რო­გორ ემ­ზა­დე­ბი­ან "ვაგ­ნე­რის და­სახ­ვედ­რად რუ­სე­თის დე­და­ქა­ლა­ქის მი­სად­გო­მებ­თან'

ქა­ლაქ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გამ­კაც­რე­ბუ­ლია, ქუ­ჩებ­ში ჯავ­შან­ტექ­ნი­კა ჩანს. მო­სახ­ლე­ო­ბის რე­აქ­ცია კი არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია.

G55
9

მოსკოვთან თუ მართლა მოხდა შეტაკება არანაირი სპექტაკლი არ არის.

თუ მოსკოვმაც ადვილად შეუშვა "ვაგნერი" მაშინ მართლა შეთანხმებულია და ხელისუფლების ცვლილება მოხდება, ანუ გადატრიალება. სამაგიეროდ ადვილად იკითხება რომ პრიგოჟინი პუტინს არ ერჩის და არ დაუწყებს დევნას. ხელს მხოლოდ შოიგუს და შტაბის უფროსს შეახოცავენ. ისინი გაიქცევიან სადმე ჩინეთში, ან ჩრდ. კორეაში. აი მერე კი მართლა დაიწყება ნამდვილი ომი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"სიტუაცია რთულია... თავი შეიკავეთ ქალაქში გადაადგილებისგან" - მოსკოვის მერმა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადა

"სიტუაცია რთულია... თავი შეიკავეთ ქალაქში გადაადგილებისგან" - მოსკოვის მერმა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადა

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა ახლახან Telegram-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ "მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა" და ორშაბათი კი "რისკების შესამცირებლად" არასამუშაო დღე იქნება.

"სიტუაცია რთულია“ - წერს სობიანინი Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ქუჩებში გასვლისგან თავი შეიკავონ. მისივე თქმით, საქალაქო სამსახურები მზადყოფნაში არიან.

როგორც ჩანს, "ვაგნერის" ჯარისკაცები რუსეთის ცენტრალური რეგიონებიდან ჩრდილოეთით, დედაქალაქის მიმართულებით მოძრაობენ.

ბოლო ინფორმაციით, "ვაგნერის" შეიარაღებული მანქანების კოლონა მოსკოვისკენ მიემართება. გადამღებმა ჯგუფმა ისინი M4 მაგისტრალზე დააფიქსირა, რომელიც ვორონეჟსა და მოსკოვს ლიპეცკის რეგიონის გავლით აკავშირებს.

მოსკოვის მისასვლელებთან ბლოკპოსტების და თავდაცვითი პოზიციების აგება დილიდანვე დაიწყეს. სიმფეროპოლის გზატკეცილზე (М2 „ყირიმი“) ქალაქ სერპუხოვის რაიონში გადაკეტილია ხიდი. ასევე შეზღუდულია მოძრაობა პარალელურ ტრასაზე М4 "დონი", რომელზეც ვაგნერის კოლონა გადაადგილდება.

ვრცელდება ფოტო სოციალურ ქსელში, სადაც ჩანს თუ როგორ ემზადებიან "ვაგნერის დასახვედრად რუსეთის დედაქალაქის მისადგომებთან'

ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, ქუჩებში ჯავშანტექნიკა ჩანს. მოსახლეობის რეაქცია კი არაერთგვაროვანია.