მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბელგიასთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბელგიასთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება

ევ­რო­პის 21 წლამ­დელ­თა ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე ტურ­ში სა­ქარ­თვე­ლო ბელ­გი­ას მას­პინ­ძლობს და პირ­ვე­ლი ტა­ი­მის შემ­დეგ აგებს ან­გა­რი­შით: 0:2.

ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა რა­მაზ სვა­ნა­ძემ ამ სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბით გა­იყ­ვა­ნა გუნ­დი მო­ე­დან­ზე:

  • მა­მარ­დაშ­ვი­ლი, ხვა­და­გი­ა­ნი, კა­ლან­და­ძე, გე­ლაშ­ვი­ლი, სა­ზო­ნო­ვი, და­ვი­თაშ­ვი­ლი, მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი, ლ. გაგ­ნი­ძე, აზა­რო­ვი, მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი, გა­გუა

თა­მა­ში ბელ­გი­ელ­თა უპი­რა­ტე­სო­ბით და­ი­წყო. მე-14 წუთ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­რის­კენ პირ­ვე­ლი­ვე დარ­ტყმა გო­ლით დას­რულ­და. ბურ­თი მა­მარ­დაშ­ვი­ლის კარ­ში დე კი­უ­პერ­მა გა­ი­ტა­ნა.

ქარ­თვე­ლებს მი­ღე­ბუ­ლი გო­ლის შემ­დეგ მე­ტად შე­უ­ტი­ეს მე­ტო­ქეს, თუმ­ცა ბელ­გია კონ­ტრშე­ტე­ვებ­ზე ძა­ლი­ან მწვა­ვედ თა­მა­შობ­და. ბელ­გი­ე­ლებ­მა 38-ე წუთ­ზე მო­რი­გი გოლი გა­ი­ტა­ნეს. ამ­ჯე­რად ქარ­თვე­ლე­ბის კარი რა­მა­ზა­ნიმ და­ლაშ­ქრა.

მო­გეხ­სნე­ბათ, 21 ივ­ნისს გახ­სნა 21 წლამ­დელ­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ფეხ­ბურთში, რომ­ლის მას­პინ­ძე­ლიც, რუ­მი­ნეთ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოც არის. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბი სწო­რედ მას­პინ­ძლის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ის წყა­ლო­ბით მოხ­ვდა ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, თუმ­ცა პირ­ვე­ლი­ვე თა­მაშ­ში გა­მოჩ­ნდა, რომ ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ას­პა­რე­ზო­ბენ ევ­რო­პა­ში რან­გით მე­ო­რე სა­ნაკ­რე­ბო ტურ­ნირ­ზე. ქარ­თვე­ლე­ბი ერთ-ერთ ურ­თუ­ლეს A ჯგუფ­ში მოხ­ვდნენ, ჩვენ­თან ერ­თად არი­ან: ბელ­გია, ნი­დერ­ლან­დე­ბი და პორ­ტუ­გა­ლია. სწო­რედ პორ­ტუ­გა­ლი­ის უძ­ლი­ე­რეს ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­და სა­ქარ­თვე­ლო პირ­ველ ტურ­ში და ან­გა­რი­შით 2:0 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაშა
0

და კვარა რამდენი წლისაა?

და
1

კვარა სად არის? რატომ არ ითამაშა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბელგიასთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბელგიასთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება

ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველო ბელგიას მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ აგებს ანგარიშით: 0:2.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ამ სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა გუნდი მოედანზე:

  • მამარდაშვილი, ხვადაგიანი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, დავითაშვილი, მექვაბიშვილი, ლ. გაგნიძე, აზაროვი, მოისწრაფიშვილი, გაგუა

თამაში ბელგიელთა უპირატესობით დაიწყო. მე-14 წუთზე საქართველოს ნაკრების კარისკენ პირველივე დარტყმა გოლით დასრულდა. ბურთი მამარდაშვილის კარში დე კიუპერმა გაიტანა.

ქართველებს მიღებული გოლის შემდეგ მეტად შეუტიეს მეტოქეს, თუმცა ბელგია კონტრშეტევებზე ძალიან მწვავედ თამაშობდა. ბელგიელებმა 38-ე წუთზე მორიგი გოლი გაიტანეს. ამჯერად ქართველების კარი რამაზანიმ დალაშქრა.

მოგეხსნებათ, 21 ივნისს გახსნა 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომლის მასპინძელიც, რუმინეთთან ერთად საქართველოც არის. ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები სწორედ მასპინძლისთვის მინიჭებული პრივილეგიის წყალობით მოხვდა ჩემპიონატზე, თუმცა პირველივე თამაშში გამოჩნდა, რომ ქართველი ფეხბურთელები დამსახურებულად ასპარეზობენ ევროპაში რანგით მეორე სანაკრებო ტურნირზე. ქართველები ერთ-ერთ ურთულეს A ჯგუფში მოხვდნენ, ჩვენთან ერთად არიან: ბელგია, ნიდერლანდები და პორტუგალია. სწორედ პორტუგალიის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდა საქართველო პირველ ტურში და ანგარიშით 2:0 სძლია.