რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თვითმფრინავი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა. ინფორმაცია UNIAN-ის ტელეგრამ არხზე ვრცელდება.
გამოცემის ცნობითვე, პარალელურად მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში რამდენიმე საქმიანი თვითმფრინავი მიფრინავს, რომელშიც სავარაუდოდ რუსული ელიტა ზის.
ამავე დროს, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი სავარაუდოდ „კრემლში მუშაობს“.
ცნობილია, რომ მოსკოვის მისასვლელებთან ბლოკპოსტების და თავდაცვითი პოზიციების აგება დაიწყეს. სიმფეროპოლის გზატკეცილზე (М2 „ყირიმი“) ქალაქ სერპუხოვის რაიონში გადაკეტილია ხიდი. ასევე შეზღუდულია მოძრაობა პარალელურ ტრასაზე М4 "დონი", რომელზეც ვაგნერის კოლონა გადაადგილდება.
მათივე ცნობით, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ხიდი ქვიშით სავსე თვითმცლელებითა და წყლით სავსე სარწყავი მანქანებით არის გადაკეტილი.
"სერპუხოვში ათასობით სამხედროა მობილიზებული, ისინი თავდაცვითი საშუალებებით: ტყვიამფრქვევებით, ნაღმმტყორცნებით არიან შეიარაღებულები. ხიდს იცავენ", - წერენ ადგილობრივები. ასევე ნაწილობრივ გადაკეტილია ტრასა „ურალი“, რომელიც მოსკოვიდან სამხრეთით რიაზანზე გადის.
"მდგომარეობა მოსკოვში: სამხედრო ტექნიკა, პოლიცია და კომუნალური ავტომობილები ქალაქის შესასვლელთან. ასევე გამოჩნდა სამხედრო ვერტმფრენები", - წერს გამოცემა „ოსტოროჟნო მოსკვა“.
წაიკითხეთ ასევე: