მოსკოვის მისასვლელებთან ბლოკპოსტების და თავდაცვითი პოზიციების აგება დაიწყეს. სიმფეროპოლის გზატკეცილზე (М2 „ყირიმი“) ქალაქ სერპუხოვის რაიონში გადაკეტილია ხიდი. ასევე შეზღუდულია მოძრაობა პარალელურ ტრასაზე М4 "დონი", რომელზეც ვაგნერის კოლონა გადაადგილდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ხიდი ქვიშით სავსე თვითმცლელებითა და წყლით სავსე სარწყავი მანქანებით არის გადაკეტილი.
"სერპუხოვში ათასობით სამხედროა მობილიზებული, ისინი თავდაცვითი საშუალებებით: ტყვიამფრქვევებით, ნაღმმტყორცნებით არიან შეიარაღებულები. ხიდს იცავენ", - წერენ ადგილობრივები.
ასევე ნაწილობრივ გადაკეტილია ტრასა „ურალი“, რომელიც მოსკოვიდან სამხრეთით რიაზანზე გადის.
"მდგომარეობა მოსკოვში: სამხედრო ტექნიკა, პოლიცია და კომუნალური ავტომობილები ქალაქის შესასვლელთან. ასევე გამოჩნდა სამხედრო ვერტმფრენები", - წერს გამოცემა „ოსტოროჟნო მოსკვა“.
წაიკითხეთ ასევე: