ავტორი:

"ეს სამხედრო აჯანყებაა! სრულად ვუჭერ მხარს ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის თითოეულ სიტყვას! ჩვენ მზად ვართ!" - კადიროვის განცხადება

"ეს სამხედრო აჯანყებაა! სრულად ვუჭერ მხარს ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის თითოეულ სიტყვას! ჩვენ მზად ვართ!" - კადიროვის განცხადება

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ევგენი პრიგოჟინს "მოღალატედ" მოიხსენიებს. მისი თქმით, ომის დროს პირადი წყენა გვერდზე უნდა გადაიდოს. ასევე აღნიშნა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში თავდაცვის სამინისტროს მებრძოლები უკვე გაემგზავრნენ იქ, სადაც ვითარება დაძაბულია.

"მეგობრებო, ღამე რთული გამოდგა და ამ საზიზღარ ღალატთან დაკავშირებით ჩემი პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მომეცა.

ყველაფერი, რაც ხდება,"ზურგში დანა“ და ნამდვილი სამხედრო ამბოხია!

მე არაერთხელ მითქვამს, რომ ომში პირადი წყენის დრო არ არის. ჩვენს უკან მდგომი ხალხი უნდა გვეიმედებოდეს. წარმოიდგინეთ, როგორ გრძნობენ თავს ახლა სანგრებში მყოფი ბიჭები, რომელთა წინაშე მტერი დგას, მათ ზურგს უკან კი მოღალატეები. ჩვენ ვსაუბრობთ სტაბილურობაზე, სახელმწიფოს ერთიანობასა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლიანი შედეგები. ცოტა ზარალი გვაქვს СВО-ში? კიდევ უნდა შევქმნათ პრობლემები ქვეყნის შიგნით?

ჩვენ გვყავს ხალხის მიერ არჩეული უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც ყველა სტრატეგზე უკეთ იცნობს ვითარებას. ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა სრულიად სამართლიანად აღნიშნა ერისადმი მიმართვაში - ეს სამხედრო აჯანყებაა! ასეთ ქმედებებს არანაირი გამართლება არ აქვს! მე სრულად ვუჭერ მხარს ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინის თითოეულ სიტყვას!

მივმართავ მებრძოლებს - სამშობლოს პატრიოტებს. არ დაემორჩილოთ პროვოკაციებს. რაც არ დაგპირდნენ, ასეთ მომენტში სახელმწიფოს უსაფრთხოება და რუსული საზოგადოების ერთიანობა უპირველეს ყოვლისა! ნახეთ, როგორ სარგებლობენ ჩვენი დასავლელი მტრები ამ სიტუაციით. რამდენი ტყუილი, რამდენი ცრუ მიმართვა, რომელიც აშინებს ჩვენს მოქალაქეებს და ქმნის დესტაბილიზაციის საშიშროებას - და ეს არის პრიგოჟინის ღალატის მოსალოდნელი შედეგი.

ის, რაც ახლა ხდება, არ არის ულტიმატუმი თავდაცვის სამინისტროს წინაშე. ეს არის სახელმწიფოს გამოწვევა და ამ გამოწვევის წინააღმდეგ აუცილებელია ეროვნული ლიდერის ირგვლივ გაერთიანება: სამხედროები, უსაფრთხოების ძალები, გუბერნატორები და მშვიდობიანი მოსახლეობა.

ჩეჩნეთის რესპუბლიკაში თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის გვარდიის მებრძოლები დაძაბულობის ზონებში უკვე გაემგზავრნენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ რუსეთის ერთიანობა და დავიცვათ მისი სახელმწიფოებრიობა!

აჯანყება უნდა ჩაეხშოს და თუ ამას მკაცრი ზომები სჭირდება, მაშინ ჩვენ მზად ვართ!“ - ნათქვამია განცხადებაში.