მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაგნერის" ჯგუფი მოსკოვისკენ მიემართება" - რა ინფორმაციას ავრცელებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო?
"ვაგნერის" ჯგუფი მოსკოვისკენ მიემართება" - რა ინფორმაციას ავრცელებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო?

ბოლო რამ­დე­ნი­მე წუთ­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­გან ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, "ვაგ­ნე­რის“ ზო­გი­ერ­თი შე­ნა­ერ­თი, ვო­რო­ნე­ჟის ოლ­ქის გავ­ლით, მოს­კო­ვის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სუ­ლი ჯა­რის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ახლა უკვე „ვაგ­ნე­რის“ მხა­რე­საა.

"მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სე­თის ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ერ­თგუ­ლე­ბა მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა“ - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის ჯარ­მა უკვე მი­ი­ღო სა­ჭი­რო ბრძა­ნე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ამ­ბო­ხის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ნე­იტ­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ. ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და.

„ვინც შეგ­ნე­ბუ­ლად მო­ღა­ლა­ტე­ო­ბის გზას და­ად­გა, კა­ნო­ნის და ხალ­ხის წი­ნა­შე პა­სუხს აგებს“, - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა.

ამას­თან, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, და­მა­ტე­ბი­თი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ხა­სი­ა­თის ზო­მე­ბი მი­ი­ღე­ბა მოს­კოვ­ში, მოს­კო­ვის ოლ­ქში და სხვა რე­გი­ო­ნებ­ში. ასე­ვე, რო­გორც პუ­ტინ­მა აღ­ნიშ­ნა, მი­ი­ღე­ბა ზო­მე­ბი დო­ნის როს­ტოვ­ში სი­ტუ­ა­ცი­ის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბის­თვის, სა­დაც მი­სი­ვე თქმით, ვი­თა­რე­ბა მძი­მე რჩე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, დაბ­ლო­კი­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო მარ­თვის ორ­გა­ნო­ე­ბის მუ­შა­ო­ბა.

„სი­ტუ­ა­ცია დო­ნის როს­ტოვ­ში მძი­მე რჩე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, დაბ­ლო­კი­ლია მარ­თვის ორ­გა­ნო­ე­ბის მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა ზომა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ako
0

არ მგონია ქალაქი დატოვონ, ეგრევე ავიაცია გაანადგურებს

რეალისტი
5

ჩემი დიდი სურვილია, ისე დაემხოს რუსეთი, რომ ფეხზე წამოდგომა ვეღარ შეძლოს, მერე დავიბრუნებთ ტერიტორიებს მშვიდობიანად, შეწყდება ომი უკრაინაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"ვაგნერის" ჯგუფი მოსკოვისკენ მიემართება" - რა ინფორმაციას ავრცელებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო?

"ვაგნერის" ჯგუფი მოსკოვისკენ მიემართება" - რა ინფორმაციას ავრცელებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო?

ბოლო რამდენიმე წუთში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსგან ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, "ვაგნერის“ ზოგიერთი შენაერთი, ვორონეჟის ოლქის გავლით, მოსკოვისკენ მიემართება. მათივე ინფორმაციით, რუსული ჯარის გარკვეული ნაწილი ახლა უკვე „ვაგნერის“ მხარესაა.

"მოახლოებული საათების განმავლობაში, რუსეთის უსაფრთხოების ძალების და განსაკუთრებით რუსეთის ეროვნული გვარდიის ერთგულება მოვლენების განვითარებაში მნიშვნელოვანი იქნება“ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის ჯარმა უკვე მიიღო საჭირო ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის შესახებ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ვინც შეგნებულად მოღალატეობის გზას დაადგა, კანონის და ხალხის წინაშე პასუხს აგებს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, დამატებითი ანტიტერორისტული ხასიათის ზომები მიიღება მოსკოვში, მოსკოვის ოლქში და სხვა რეგიონებში. ასევე, როგორც პუტინმა აღნიშნა, მიიღება ზომები დონის როსტოვში სიტუაციის დასტაბილურებისთვის, სადაც მისივე თქმით, ვითარება მძიმე რჩება, ფაქტობრივად, დაბლოკილია სამოქალაქო და სამხედრო მართვის ორგანოების მუშაობა.

„სიტუაცია დონის როსტოვში მძიმე რჩება, ფაქტობრივად, დაბლოკილია მართვის ორგანოების მუშაობა, მაგრამ ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა დასტაბილურდეს“, - განაცხადა პუტინმა.

წაიკითხეთ ასევე: