ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს პრიგოჟინისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების შეხვედრა, მათ შორის არიან შოიგუს მოადგილე ევკუროვი და გენერალი ვლადიმერ ალექსეევი. ვიდეო სავარაუდოდ გადაღებულია როსტოვში მდებარე სამხედრო შტაბ-ბინაში.
ისინი მოუწოდებენ პრიგოჟინს, გაიყვანოს როსტოვიდან "ვაგნერის" დანაყოფები, რაზეც უარს იღებენ. "ვაგნერის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ არ აპირებს ევკუროვთან და ალექსეევთან საუბარს და შოიგუსთან შეხვედრას ითხოვს.
პრიგოჟინი: რამდენს გვესვრიან, იმდენს ჩამოვაგდებთ.
ევკუროვი: ჩამოაგდეთ?
პრიგოჟინი: ჩამოვაგდეთ, მესამე უკვე. და ყველას ჩამოვაგდებთ, თუ გააგრძელებთ გამოგზავნას, იმიტომ რომ მშვიდობიან მოქალაქეებს ურტყამთ. სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ანადგურებთ. ცოტა ხნის წინ გაანადგურეთ ავტობუსი, სადაც ხალხი იყო. ნამუსი საერთოდ არ გაქვთ.
ევკუროვი: პირველ რიგში, ეს პირველად მესმის და მეორე რიგში, არ გინდა გამწავება ახლა.
პრიგოჟინი: შენობით საუბარზე რატომ გადახვედით? ვინ ხართ ასეთი, რომ შენობით მომმართავდეთ?
ევკუროვი: არ გესაუბრებით შენობით, მე ვამბობ, რომ ნუ ამწვავებთ. ვისაუბროთ იმაზე თუ რა ხდება და რა გავაკეთოთ.
პრიგოჟინი: კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ჩვენ გვინდა გენშტაბის ხელმძღვანელი და შოიგუ.
ალექსეევი: წაიყვანეთ კაცო, გენშტაბის ხელმძღვანელი.
პრიგოჟინი: სანამ ისინი არ გვეყოლება, როსტოვში ვბლოკავთ და მივდივართ მოსკოვზე.
ევკუროვი: გთხოვთ, რომ თქვენი ბიჭები აქედან გაიყვანოთ.
პრიგოჟინი: არავითარ შემთხვევაში. ბიჭები აქ იქნებიან.
ალექსეევი: ახლა ყველაზე მეტად ის მწყინს, რომ კიევში ზეიმია.
პრიგოჟინი: სადაა ზეიმი.
ალექსეევი: კიევში.
პრიგოჟინი: არაფერია საშიში, კიევში ზეიმი მაშინაა, როდესაც თქვენ „კრასნი ლიმანს,“ იზიუმს და ა.შ. ტოვებთ ხოლმე. აი, მაშინ კვირაობით ზეიმია კიევში. ჩვენ კი არსად არ გავრბივართ. მოვედით იმიტომ რომ ამ ქვეყნის შერცხვენა დასრულდეს.
პრიგოჟინს ძალიან ცუდი მოელის ძალიან მალე,აი ნახავთ..მაგისთანა მოღალატეები ცუდად ამთავრებენ
ეგ ზღაპრები ბებიათქვენს მოუყევით ძილის წინ - კაცზე ვითომ ძებნაა გამოცხადებული, ეს კიდე ვინც "ეძებს"იმათ გენერლებს ხვდება და საუბრის ჩანაწერს მთელ მსოფლიოს ასმენინებს. ტაშიიიიიი