"ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებებით როსტოვის სამხედრო ობიექტები, ასევე აეროდრომი, მათი კონტროლის ქვეშაა. აღნიშნულის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომელიც როსტოვის სამხედრო ოლქის შტაბის ეზოს ტერიტორიაზეა გადაღებული. მისივე თქმით, დაკავებულია შტაბის შენობა და სხვა სამხედრო ობიექტები. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.
პრიგოჟინმა განმარტა, რომ რუსული არმია, მათი კონტროლის მიუხედავად, ხელს არ შეუშლის, რომ უკრაინამ ომში საკუთარი მოვალეობები შეასრულოს.
"ჩვენი კონტროლის ქვეშაა როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი. საბრძოლო სამუშაოებისთვის საჭირო თვითმფრინავებსა და სასწრაფო დახმარების მანქანებს არანაირი პრობლემა არ ექმნებათ. აეროდრომზე კონტროლი ავიღეთ, რათა თავიდან აგვეცილებინა უკრაინული სამხედრო თვითმფრინავების თავდასხმა არა ჩვენზე, არამედ უკრაინელებზე, ”- განმარტა პრიგოჟინმა.
სამხედრო კომპანიის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ მისმა ძალებმა როსტოვი დაბლოკეს. პრიგოჟინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრა მოითხოვა.
ამ დროისთვის როსტოვის ქუჩებში ტანკებია, ქალაქის შესასვლელები და გასასვლელები კი გადაკეტილია.
წაიკითხეთ ასევე:
ესეთ სურათებს განგებ დებენ თუ ესეთი ბანძი სიფათისაა
უშიშროებამ უნდა იცოდეს თუ მეგობრობდა ვინმე ქართველი კრიმინალებიდან პ რ ი გ ო ჟ ი მ თ ა ნ