პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"90-იანების შემდეგ პირველად გავიგონე ტანკების გუგუნი მოსკოვის ქუჩებში... ვიღას ახსოვს უკრაინა" - რუსეთი პანიკამ მოიცვა: რას ამბობენ ადგილობრივები?
"90-იანების შემდეგ პირველად გავიგონე ტანკების გუგუნი მოსკოვის ქუჩებში... ვიღას ახსოვს უკრაინა" - რუსეთი პანიკამ მოიცვა: რას ამბობენ ადგილობრივები?

რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი მუ­ქა­რის შემ­დეგ, კერ­ძო სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა "ვაგ­ნე­რის" ხელ­მძღვა­ნელს, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­სა და რუ­სე­თის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ინ­სტი­ტუტს "როსგვარ­დი­ას" შო­რის პირ­ვე­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­ტა­კე­ბაც მოხ­და. რუ­სუ­ლი ან­ტიკ­რემ­ლის­ტუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს მოს­კო­ვი-როს­ტო­ვის ტრა­სა­ზე, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს კა­ზა­ჩი ლა­გე­რი­ას­თან და­უ­პი­რის­პირ­დნენ, "ვაგ­ნერ­მა" "როსგვარ­დია" უკუ­აქ­ცია, თუმ­ცა რო­გორც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მხა­რე ამ­ბობს, დრო­ე­ბით, რად­გან ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აჯან­ყე­ბის მო­წყო­ბის ბრალ­დე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა.

პრი­გო­ჟინ­სა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, შო­ი­გუ­სა და მის გე­ნე­რა­ლი­ტეტ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, უკ­რა­ი­ნის ომის პა­რა­ლე­ლუ­რად და­ი­წყო და ამის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ დაგ­ვი­წე­რია. 23 ივ­ნისს, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, პრი­გო­ჟინ­მა გა­ავ­რცე­ლა მი­მარ­თვა, რო­მელ­შიც ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს "ვაგ­ნე­რის" ბა­ნა­კებ­ზე სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. ტე­ლეგ­რამ არხზე "პრი­გო­ჟი­ნის პრეს­სამ­სა­ხუ­რის" აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი გაჩ­ნდა.

"მოგ­ვა­ტყუ­ეს და ცდი­ლობ­დნენ სა­კუ­თა­რი სახ­ლე­ბის დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა წა­ერ­თმი­ათ. მზად ვი­ყა­ვით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან დათ­მო­ბებ­ზე წავ­სუ­ლი­ყა­ვით, გა­მო­სა­ვა­ლი გვე­პო­ვა, თუ რო­გორ გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა ქვეყ­ნის დაც­ვა. მაგ­რამ ეს ნა­ძი­რა­ლე­ბი არ გა­ჩერ­დნენ... მე­ტიც, რო­დე­საც და­ი­ნა­ხეს, რომ მა­ინც არ გავ­ტყდით (ის ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სიმ­ცი­რეს გუ­ლის­ხმობს, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­ვე კვი­რაა გე­ნე­რა­ლურ შტაბს სთხოვს) ჩვენს ბა­ნა­კებ­ზე, სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. გვაქვს დიდი მსხვერ­პლი, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ან მეტი და­ღუ­პუ­ლი...

როს­ტო­ვი ახლა

ამი­ტომ, სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბის მი­ღე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. ბო­რო­ტე­ბა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მო­აქვს, უნდა შე­ვა­ჩე­როთ. ვი­თხოვ, არა­ვის გა­უ­წი­ოთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. ყვე­ლა ვინც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გაგ­ვი­წევს, ამას საფრ­თხედ მი­ვი­ღებთ!" - თქვა პრგო­ჟინ­მა.

პუ­ტი­ნის მარ­ჯვე­ნა ხე­ლის თქმით, მის გან­კარ­გუ­ლე­ბის ქვეშ 25 ათა­სი მებ­რძო­ლია და ყვე­ლა მსურ­ველს, მათ შო­რის რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მი­ის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს, შე­უძ­ლი­ათ, შე­უ­ერ­თდნენ მათ.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სა­პა­სუ­ხოდ აცხა­დებს, რომ პრი­გო­ჟი­ნის სა­ხე­ლით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა გზავ­ნი­ლი და ვი­დე­ო­მა­სა­ლა "ვაგ­ნე­რის" ბა­ნა­კებ­ზე დარ­ტყმის შე­სა­ხებ, მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ულ პრო­ვო­კა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს.

  • ამის შემ­დეგ, ინ­ტერ­ნეტ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად ვრცელ­დე­ბო­და ცნო­ბე­ბი, თუ რა ხდე­ბო­და რუ­სეთ­ში - "როსგვარ­დი­ა­სა" და "ეფეს­ბე­ში" სამ­ხედ­რო გან­გა­შის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და.

"როსგვარ­დი­ამ" სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბის და­სა­ცა­ვად, და­მა­ტე­ბით ძა­ლე­ბის გა­და­ის­რო­ლა.

პე­რი­ო­დუ­ლად ვრცელ­დე­ბო­და პრი­გო­ჟი­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, თუ რო­გორ უმა­ლავ­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო პუ­ტინს, ბრძო­ლის ხაზ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას.

ჯავ­შან­ტექ­ნი­კა მოს­კოვ­ში

გვი­ან ღამე, არ­მი­ის გე­ნე­რალ­მა სუ­რო­ვი­კინ­მა, რო­მე­ლიც ია­რა­ღით ხელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­გან­გე­ბო ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც სამ­ხედ­რო­ებს, მათ შო­რის "ვაგ­ნე­რე­ლებს" სთხოვ­და, არ აჰ­ყო­ლოდ­ნენ პრი­გო­ჟი­ნის მო­წო­დე­ბებს და ყვე­ლაფ­რის მოგ­ვა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს ჰქონ­დათ.

"ჩვენ ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ვი­ო­მეთ, ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვეთ, ერ­თად გავ­რის­კეთ. ჩვენ ერთი სის­ხლის ვართ, მე­ომ­რე­ბი ვართ. მო­გი­წო­დებთ შე­წყვი­ტოთ" - ამ­ბობ­და სუ­რო­ვი­კი­ნი მი­მარ­თვა­ში.

თუმ­ცა, პა­რა­ლე­ლუ­რად, ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა ბრი­გა­დის ყა­ზარ­მე­ბი­დან გა­მოს­ვლა­სა და პრი­გო­ჟი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ზე უარი თქვეს.

რუსი მო­სახ­ლე­ო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ის­ტე­რი­უ­ლად ეხ­მა­უ­რე­ბი­ან მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, მათ ნა­წილს 90-იანი წლე­ბი ახ­სენ­დე­ბო­და, რო­დე­საც მოს­კო­ვის ქუ­ჩებ­ში ტან­კე­ბი და­დი­ოდ­ნენ... გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს რუ­სე­თი რუ­სუ­ლი გუ­გლი­სა და დარ­ჩე­ნი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის დაბ­ლოკ­ვას აპი­რებ­და.

"იმ ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი 90-ია­ნე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად გა­ვი­გო­ნე ტან­კე­ბის გუ­გუ­ნი მოს­კო­ვის ქუ­ჩებ­ში. ამა­საც მო­ვეს­წა­რით?.. შემ­დე­გი რა იქ­ნე­ბა? თქვეს, რომ სრო­ლე­ბის ხმა ის­მო­და. ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, ახლა ხვდე­ბით რა საფრ­თხე მო­აქვს ბო­როტ­მოქ­მე­დის კალ­თის ქვეშ შე­ფა­რე­ბას და პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის მი­ნი­ჭე­ბას?.. ესეც თქვე­ნი "მარ­ჯვე­ნა ხელი" - წერს სვეტ­ლა­ნა კა­ნევ­სკა.

"არ მჯე­რა, რომ ამ ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში პუ­ტი­ნი არ იყო, თუ ასეა, ის მარ­თლა და­ბერ­და და იმა­ზე უა­რესს უნდა ვე­ლო­დოთ, ვიდ­რე სან­ქცი­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იყო. რუსი რუსს ტყვი­ას ეს­ვრის? უა­რე­სი რა შეგ­ვიძ­ლია წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ? მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი, ცოტა ხნით გავ­რი­დე­ბო­დი აქა­უ­რო­ბას, მაგ­რამ სად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით? პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში ცხვირს გვიბ­ზუ­ე­ბენ, ევ­რო­პა და­კე­ტი­ლია... ვფიქ­რობ, ამ ვი­თა­რე­ბა­ში სახ­ლის და­ტო­ვე­ბაც არ არის მარ­თე­ბუ­ლი" - მი­აჩ­ნია ტა­ტი­ა­ნა პალ­კი­ნას.

"ომი და სის­ხლისღვრა არ გვინ­და, არაფ­რის გამო. ეს რომ არ გვინ­დო­და, იმი­ტომ ვით­მენ­დით ამ­დენ უსა­მარ­თლო­ბას, "ეფეს­ბეს" თავ­დას­ხმებს, ომს, მის შე­დე­გებს... პუ­ტინ­მა იმ­დე­ნად ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო ქვე­ყა­ნა, თა­ვი­სი პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი კას­ტით, პრი­გო­ჟი­ნი, კა­დი­რო­ვი და მათ­ნა­ი­რი ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი პი­რე­ბით, რომ ეს გარ­და­უ­ვა­ლი იყო. თუ პრი­გო­ჟი­ნის გავ­ლე­ნე­ბი სამ­ხედ­რო­ებ­სა და მო­ხა­ლი­სე­ებ­ში უფრო შორს არ არის წა­სუ­ლი, იმე­დია, მას და­ა­კა­ვე­ბენ. ვი­ღას ახ­სოვს უკ­რა­ი­ნა, დე­ნა­ცი­ფი­კა­ცია... ახლა მხო­ლოდ თვით­გა­დარ­ჩე­ნა­ზე ფიქ­რო­ბენ", - წერს კონ­სტან­ტინ ტუ­ჩინ­სკი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 65 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმედა
12

რუსეთმეებო წადით პუტინს დაეხმარეთ.

ლაშა
14

მართალია ჯერ ბევრი საქმე აქვს პრიგოჟინს გასაკეთებელი. მანამდე მაიტერესებს რუსეთის უძლეველობის სექტანტები სადახართ, ხომ მშვიდობა გაქვთ?

ავტორი:

"90-იანების შემდეგ პირველად გავიგონე ტანკების გუგუნი მოსკოვის ქუჩებში... ვიღას ახსოვს უკრაინა" - რუსეთი პანიკამ მოიცვა: რას ამბობენ ადგილობრივები?

"90-იანების შემდეგ პირველად გავიგონე ტანკების გუგუნი მოსკოვის ქუჩებში... ვიღას ახსოვს უკრაინა" - რუსეთი პანიკამ მოიცვა: რას ამბობენ ადგილობრივები?

რამდენიმეთვიანი მუქარის შემდეგ, კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის სახელისუფლებო ინსტიტუტს "როსგვარდიას" შორის პირველი შეიარაღებული შეტაკებაც მოხდა. რუსული ანტიკრემლისტური მედიის ცნობით, შეიარაღებული ნაწილები ერთმანეთს მოსკოვი-როსტოვის ტრასაზე, დასახლებულ პუნქტს კაზაჩი ლაგერიასთან დაუპირისპირდნენ, "ვაგნერმა" "როსგვარდია" უკუაქცია, თუმცა როგორც სახელისუფლებო მხარე ამბობს, დროებით, რადგან ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ, შეიარაღებული აჯანყების მოწყობის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

პრიგოჟინსა და თავდაცვის სამინისტროს, შოიგუსა და მის გენერალიტეტთან დაპირისპირება, უკრაინის ომის პარალელურად დაიწყო და ამის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია. 23 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, პრიგოჟინმა გაავრცელა მიმართვა, რომელშიც ის თავდაცვის სამინისტროს "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებდა. ტელეგრამ არხზე "პრიგოჟინის პრესსამსახურის" აუდიოჩანაწერი გაჩნდა.

"მოგვატყუეს და ცდილობდნენ საკუთარი სახლების დაცვის შესაძლებლობა წაერთმიათ. მზად ვიყავით თავდაცვის სამინისტროსთან დათმობებზე წავსულიყავით, გამოსავალი გვეპოვა, თუ როგორ გაგვეგრძელებინა ქვეყნის დაცვა. მაგრამ ეს ნაძირალები არ გაჩერდნენ... მეტიც, როდესაც დაინახეს, რომ მაინც არ გავტყდით (ის იარაღისა და საბრძოლო მასალის სიმცირეს გულისხმობს, რომელსაც რამდენივე კვირაა გენერალურ შტაბს სთხოვს) ჩვენს ბანაკებზე, სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს. გვაქვს დიდი მსხვერპლი, რამდენიმე ათეული ან მეტი დაღუპული...

როსტოვი ახლა

ამიტომ, საპასუხო ზომების მიღება გადავწყვიტეთ. ბოროტება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს, უნდა შევაჩეროთ. ვითხოვ, არავის გაუწიოთ წინააღმდეგობა. ყველა ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს, ამას საფრთხედ მივიღებთ!" - თქვა პრგოჟინმა.

პუტინის მარჯვენა ხელის თქმით, მის განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ყველა მსურველს, მათ შორის რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს, შეუძლიათ, შეუერთდნენ მათ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საპასუხოდ აცხადებს, რომ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა გზავნილი და ვიდეომასალა "ვაგნერის" ბანაკებზე დარტყმის შესახებ, მხოლოდ ინფორმაციულ პროვოკაციას წარმოადგენს.

  • ამის შემდეგ, ინტერნეტში ინტენსიურად ვრცელდებოდა ცნობები, თუ რა ხდებოდა რუსეთში - "როსგვარდიასა" და "ეფესბეში" სამხედრო განგაშის მდგომარეობა გამოცხადდა.

"როსგვარდიამ" სამთავრობო შენობების დასაცავად, დამატებით ძალების გადაისროლა.

პერიოდულად ვრცელდებოდა პრიგოჟინის მიერ გავრცელებული ინფორმაციები, თუ როგორ უმალავდა თავდაცვის სამინისტრო პუტინს, ბრძოლის ხაზზე არსებულ ვითარებას.

ჯავშანტექნიკა მოსკოვში

გვიან ღამე, არმიის გენერალმა სუროვიკინმა, რომელიც იარაღით ხელში იმყოფებოდა, საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც სამხედროებს, მათ შორის "ვაგნერელებს" სთხოვდა, არ აჰყოლოდნენ პრიგოჟინის მოწოდებებს და ყველაფრის მოგვარების შესაძლებლობა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ჰქონდათ.

"ჩვენ ამ დროის განმავლობაში ერთად ვიომეთ, ერთად გავიმარჯვეთ, ერთად გავრისკეთ. ჩვენ ერთი სისხლის ვართ, მეომრები ვართ. მოგიწოდებთ შეწყვიტოთ" - ამბობდა სუროვიკინი მიმართვაში.

თუმცა, პარალელურად, ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ რუსი სამხედროების დიდმა ნაწილმა ბრიგადის ყაზარმებიდან გამოსვლასა და პრიგოჟინის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი თქვეს.

რუსი მოსახლეობა სოციალურ ქსელში ისტერიულად ეხმაურებიან მიმდინარე პროცესებს, მათ ნაწილს 90-იანი წლები ახსენდებოდა, როდესაც მოსკოვის ქუჩებში ტანკები დადიოდნენ... გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსეთი რუსული გუგლისა და დარჩენილი სოციალური ქსელების დაბლოკვას აპირებდა.

"იმ ავადსახსენებელი 90-იანების შემდეგ, პირველად გავიგონე ტანკების გუგუნი მოსკოვის ქუჩებში. ამასაც მოვესწარით?.. შემდეგი რა იქნება? თქვეს, რომ სროლების ხმა ისმოდა. ბატონო პრეზიდენტო, ახლა ხვდებით რა საფრთხე მოაქვს ბოროტმოქმედის კალთის ქვეშ შეფარებას და პრივილეგიების მინიჭებას?.. ესეც თქვენი "მარჯვენა ხელი" - წერს სვეტლანა კანევსკა.

"არ მჯერა, რომ ამ ყველაფრის საქმის კურსში პუტინი არ იყო, თუ ასეა, ის მართლა დაბერდა და იმაზე უარესს უნდა ველოდოთ, ვიდრე სანქციებით გამოწვეული პრობლემები იყო. რუსი რუსს ტყვიას ესვრის? უარესი რა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ? მეუბნებოდნენ ჩემი ახლობლები, ცოტა ხნით გავრიდებოდი აქაურობას, მაგრამ სად უნდა წავსულიყავით? პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ცხვირს გვიბზუებენ, ევროპა დაკეტილია... ვფიქრობ, ამ ვითარებაში სახლის დატოვებაც არ არის მართებული" - მიაჩნია ტატიანა პალკინას.

"ომი და სისხლისღვრა არ გვინდა, არაფრის გამო. ეს რომ არ გვინდოდა, იმიტომ ვითმენდით ამდენ უსამართლობას, "ეფესბეს" თავდასხმებს, ომს, მის შედეგებს... პუტინმა იმდენად ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა, თავისი პრივილეგირებული კასტით, პრიგოჟინი, კადიროვი და მათნაირი ყველაფერზე წამსვლელი პირებით, რომ ეს გარდაუვალი იყო. თუ პრიგოჟინის გავლენები სამხედროებსა და მოხალისეებში უფრო შორს არ არის წასული, იმედია, მას დააკავებენ. ვიღას ახსოვს უკრაინა, დენაციფიკაცია... ახლა მხოლოდ თვითგადარჩენაზე ფიქრობენ", - წერს კონსტანტინ ტუჩინსკი.

წაიკითხეთ ასევე: