მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯავშანტექნიკა ქუჩებში, სამხედრო ვერტმფრენები ჰაერში - რა ხდება როსტოვში პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ?
ჯავშანტექნიკა ქუჩებში, სამხედრო ვერტმფრენები ჰაერში -  რა ხდება როსტოვში პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ?

"ვაგ­ნე­რის” ლი­დე­რის ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ, როს­ტო­ვის ქუ­ჩებ­ში ჯავ­შან­ტექ­ნი­კა გა­მოჩ­ნდა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი Meduza და 161.ru, ასე­ვე რუ­სუ­ლი “ტე­ლეგ­რამ” არ­ხე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა 161.ru-ს წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, როს­ტო­ვის ოლ­ქში გეგ­მა “ცი­ხე­სი­მაგ­რე” გა­მო­ცხად­და.

"არის ბრძა­ნე­ბა სრულ საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში მო­ვიყ­ვა­ნოთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, "როსგვარ­დი­ის" სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა, ასე­ვე გა­ვაძ­ლი­ე­როთ პოს­ტე­ბი “ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კას­თან” და “დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კას­თან” სა­ზღვრებ­ზე” - წერს გა­მო­ცე­მა წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით.

გა­მო­ცე­მა ასე­ვე როს­ტო­ვის ქუ­ჩებ­ში ჯავ­შან­ტექ­ნი­კის ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს.

ტე­ლეგ­რა­მარხ "ნექ­სტას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, როს­ტო­ვის ჰა­ერ­ში გა­მოჩ­ნდნენ სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნე­ბიც.

"ვაგ­ნე­რის” ლი­დე­რის ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ძა­ლებ­მა "ვაგ­ნე­რის“ ბა­ნა­კე­ბი და­ბომ­ბეს.

მისი თქმით, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ სერ­გეი შო­უ­გუს­თან გა­სარ­კვე­ვად მი­დი­ან და "ეს სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა არაა“.

"შო­ი­გუ ამ წამს როს­ტო­ვი­დან გა­იქ­ცა. ლაჩ­რუ­ლად გა­იქ­ცა, რო­გორც ქა­ლა­ჩუ­ნა. იმის­თვის, რომ არ აესხნა, რა­ტომ ას­წია ვერ­ტმფრე­ნე­ბი ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის(ვაგ­ნე­რე­ლე­ბის) გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად, რა­ტომ ახორ­ცი­ე­ლებ­და სა­რა­კე­ტო დარ­ტყმებს. ეს ნა­ძი­რა­ლა შე­ჩე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა… ეს სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა არაა, ეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მარ­შია. ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბი არა­ნა­ი­რად არ უშ­ლის ხელს სამ­ხედ­რო­ებს. ჩვენ 25 ათა­სი ვართ და გა­სარ­კვე­ვად მივ­დი­ვართ, თუ რა­ტომ ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში გა­ურ­კვევ­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პრი­გო­ჟინ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმედია,
1

პრიგოჟინი უკრაინელებს მოიშველიებს, სხვანაირად განწირულია, თუ, რა თქმა უნდა, სამოქალაქო ომობანას არ თამაშობენ პუტინთან შეთანხმებით, რომ როგორმე ეს ომი დაამთავრონ... იგრძნეს, რომ ჩიხში შევიდნენ. 

zaza
1

ისემც უქნიათ 25 ათასი კი არა ყველა ღრუს სამხედროს დაუხოცია ერთმანეთი. აფხაზეთში და ცხინვალში მდგომების ჩათვლით.

 

ჩვენ მერე თუ არ დაგვეზარა, შეშფოთებას გამოვთქვავთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ჯავშანტექნიკა ქუჩებში, სამხედრო ვერტმფრენები ჰაერში - რა ხდება როსტოვში პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ?

ჯავშანტექნიკა ქუჩებში, სამხედრო ვერტმფრენები ჰაერში -  რა ხდება როსტოვში პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ?

"ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემები Meduza და 161.ru, ასევე რუსული “ტელეგრამ” არხები ავრცელებენ.

ადგილობრივი გამოცემა 161.ru-ს წყაროების ცნობით, როსტოვის ოლქში გეგმა “ციხესიმაგრე” გამოცხადდა.

"არის ბრძანება სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, "როსგვარდიის" სრული შემადგენლობა, ასევე გავაძლიეროთ პოსტები “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან” და “დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან” საზღვრებზე” - წერს გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემა ასევე როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკის ფოტოებს ავრცელებს.

ტელეგრამარხ "ნექსტას" ინფორმაციით, როსტოვის ჰაერში გამოჩნდნენ სამხედრო ვერტმფრენებიც.

"ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა "ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს.

მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოუგუსთან გასარკვევად მიდიან და "ეს სამხედრო გადატრიალება არაა“.

"შოიგუ ამ წამს როსტოვიდან გაიქცა. ლაჩრულად გაიქცა, როგორც ქალაჩუნა. იმისთვის, რომ არ აესხნა, რატომ ასწია ვერტმფრენები ჩვენი ბიჭების(ვაგნერელების) გასანადგურებლად, რატომ ახორციელებდა სარაკეტო დარტყმებს. ეს ნაძირალა შეჩერებული იქნება… ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია. ჩვენი ქმედებები არანაირად არ უშლის ხელს სამხედროებს. ჩვენ 25 ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ, თუ რატომ ხდება ქვეყანაში გაურკვევლობა“, - განაცხადა პრიგოჟინმა.

იხილეთ ასევე: