ავტორი:

მოსკოვში, ძალოვან უწყებებში მზადყოფნა გამოცხადდა, აწყობენ საგუშაგოებს - რას წერს BBC-ი

მოსკოვში, ძალოვან უწყებებში მზადყოფნა გამოცხადდა, აწყობენ საგუშაგოებს - რას წერს BBC-ი

მოსკოვში, ძალოვან უწყებებში მზადყოფნა გამოცხადდა. FSB და უსაფრთხოების სხვა სამსახურები მზადყოფნაში არიან. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური წყაროზე დაყრდნობით წერს.

მათივე ცნობით, ამ ინფორმაციას უდასტურებთ წყარო სამხედრო წრეებში, რომელიც ასევე მოსკოვის სამხედრო გარნიზონში განგაშის შესახებ იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, "ეფესბე" სპეციალური სწრაფი რეაგირების რაზმების მხარდაჭერით, დონის გზატკეცილზე საგუშაგოებს აწყობს.

საგუშაგოებზე მორიგეებს ევალებათ საფრთხის შემთხვევაში ცეცხლის გახსნა. ტექნიკა მზადყოფნაშია, მაგრამ სამხედრო დანაყოფებს მისი გაყვანის ბრძანება ჯერ არ მიუღიათ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერები, სადაც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა "ვაგნერი" დაბომბეს, შედეგად ჯარისკაცები დაიღუპნენ. პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისრს, სერგეი შოიგუსა და თავდაცვის ძალებს შურისძიებით დაემუქრა.

კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, საქმის კურსშია ვლადიმერ პუტინი და მიღებულია შესაბამისი ზომები

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთში საუბრობენ "მოსალონელ ტერაქტებზე უკრიანელი დივერსანტების მონაწილეობით".