სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა მხარე, კინოს ხათრით, შევთანხმდით, რომ შეიქმნას სამუშაო რეჟიმი" - რეჟისორი გიორგი კაჭარავა თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ
"ყველა მხარე, კინოს ხათრით, შევთანხმდით, რომ შეიქმნას სამუშაო რეჟიმი" - რეჟისორი გიორგი კაჭარავა თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ

ყვე­ლა მხა­რე, კი­ნოს ხათ­რით, შევ­თან­ხმდით იმა­ზე, რომ შე­იქ­მნას სა­მუ­შაო რე­ჟი­მი, ყვე­ლა წარ­მო­ად­გენს პრო­ექ­ტებს, - ამის შე­სა­ხებ რე­ჟი­სორ­მა, გი­ორ­გი კა­ჭა­რა­ვამ კი­ნოს სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრ, თეა წუ­ლუ­კი­ან­თან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რე­ჟი­სო­რის თქმით, დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის დღის წეს­რიგ­ში არ ყო­ფი­ლა კი­ნო­ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის არ­ჩე­ვის სა­კი­თხი.

„სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა გა­ნი­ხი­ლა. ყვე­ლა მხა­რე, კი­ნოს ხათ­რით, შევ­თან­ხმდით იმა­ზე, რომ შე­იქ­მნას სა­მუ­შაო რე­ჟი­მი, ყვე­ლა წარ­მო­ად­გენს პრო­ექ­ტებს.

თუ ვინ იქ­ნე­ბა კი­ნო­ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, სა­ერ­თოდ არ დგას დღის წეს­რიგ­ში. კი­ნო­ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­ზე კი არ არის სა­უ­ბა­რი, ლა­პა­რა­კია იმა­ზე თუ ვინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს(მარ­თვას), ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი თუ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი. ჩემი წი­ნა­და­დე­ბით ორი დი­რექ­ტო­რი უნდა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ჭა­რა­ვამ.

კი­თხვა­ზე, თუ რო­დის და­ი­წყე­ბა კი­ნო­ცენ­ტრში რე­ფორ­მა, კა­ჭა­რა­ვა პა­სუ­ხობს, რომ მი­ნისტრს ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი უთ­ქვამს.

„რე­ფორ­მე­ბი ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა, მაგ­რამ მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­რე­ფორ­მო ჯგუ­ფი იქ­ნე­ბა. მთა­ვა­რია ერთი რამ, რომ მი­ნისტრს კა­ნო­ნი არ და­ურ­ღვე­ვია, მას აქვს კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა პირ­და­პირ და­ნიშ­ნოს. ბო­ლოს დაგ­ვე­თან­ხმა, რომ კან­დი­და­ტუ­რე­ბი დაგ­ვე­სა­ხე­ლე­ბი­ნა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ჭა­რა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დღეს გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი კი­ნოს სფე­როს 50-მდე წარ­მო­მად­გე­ნელს შეხ­ვდე­ბო­და. მა­თი­ვე თქმით, შეხ­ვედ­რა გა­უმჭვირ­ვა­ლედ და­ი­გეგ­მა და მათ ამის შე­სა­ხებ სა­მი­ნის­ტროს­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბა არ მი­უ­ღი­ათ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტტტ
0

ახალი პრიგოჟინი.დდდდდ

mimino
10

იცოდეთ, რომ წულუკიანი გადაგაგდებთ...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ყველა მხარე, კინოს ხათრით, შევთანხმდით, რომ შეიქმნას სამუშაო რეჟიმი" - რეჟისორი გიორგი კაჭარავა თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ

"ყველა მხარე, კინოს ხათრით, შევთანხმდით, რომ შეიქმნას სამუშაო რეჟიმი" - რეჟისორი გიორგი კაჭარავა თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ

ყველა მხარე, კინოს ხათრით, შევთანხმდით იმაზე, რომ შეიქმნას სამუშაო რეჟიმი, ყველა წარმოადგენს პროექტებს, - ამის შესახებ რეჟისორმა, გიორგი კაჭარავამ კინოს სფეროს წარმომადგენლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ, თეა წულუკიანთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რეჟისორის თქმით, დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგში არ ყოფილა კინოცენტრის დირექტორის არჩევის საკითხი.

„საკითხები, რომელიც წამოყენებული იყო ყველა განიხილა. ყველა მხარე, კინოს ხათრით, შევთანხმდით იმაზე, რომ შეიქმნას სამუშაო რეჟიმი, ყველა წარმოადგენს პროექტებს.

თუ ვინ იქნება კინოცენტრის დირექტორი, საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. კინოცენტრის დირექტორზე კი არ არის საუბარი, ლაპარაკია იმაზე თუ ვინ განახორციელებს(მართვას), ადმინისტრაციული სამსახური თუ შემოქმედებითი. ჩემი წინადადებით ორი დირექტორი უნდა იყოს“, - განაცხადა კაჭარავამ.

კითხვაზე, თუ როდის დაიწყება კინოცენტრში რეფორმა, კაჭარავა პასუხობს, რომ მინისტრს ამის შესახებ არაფერი უთქვამს.

„რეფორმები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ მინისტრმა განაცხადა, რომ სარეფორმო ჯგუფი იქნება. მთავარია ერთი რამ, რომ მინისტრს კანონი არ დაურღვევია, მას აქვს კანონიერი უფლება პირდაპირ დანიშნოს. ბოლოს დაგვეთანხმა, რომ კანდიდატურები დაგვესახელებინა“, - განაცხადა კაჭარავამ.

ცნობისთვის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი კინოს სფეროს 50-მდე წარმომადგენელს შეხვდებოდა. მათივე თქმით, შეხვედრა გაუმჭვირვალედ დაიგეგმა და მათ ამის შესახებ სამინისტროსგან ოფიციალური ცნობა არ მიუღიათ.