კონფლიქტები
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს საშინელი ირონიაა, ძვლებში ვიგრძენი რა შეიძლებოდა მომხდარიყო... კომპანიას დიდი ხანია აფრთხილებდნენ" - "ტიტანიკის" რეჟისორი ჯეიმს კამერონი "ტიტანის" შესახებ
"ეს საშინელი ირონიაა, ძვლებში ვიგრძენი რა შეიძლებოდა მომხდარიყო... კომპანიას დიდი ხანია აფრთხილებდნენ" - "ტიტანიკის" რეჟისორი ჯეიმს კამერონი "ტიტანის" შესახებ

აშშ-ის სა­ნა­პი­რო დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა 22 ივ­ნისს და­ა­დას­ტუ­რა, რომ წყალ­ქვე­შა ნავ­მა "ტი­ტან­მა" კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და და ბორტზე მყო­ფი ხუ­თი­ვე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ად­მი­რალ ჯონ მა­უ­გე­რის გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლოა, ცხედ­რე­ბი ვერ იპო­ვონ, რად­გან ოკე­ა­ნე­ში, კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლას, "წარ­მო­უდ­გენ­ლად მკაც­რი გა­რე­მოა".

ბრი­ფინ­გი­სას აშშ-ის სა­ნა­პი­რო დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ძი­ე­ბო არე­ალ­ში “ტი­ტა­ნის” ხუთი ნა­წი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ჯერ ად­რეა სა­უ­ბა­რი იმა­ზე, თუ რო­დის მოხ­და აფეთ­ქე­ბა. მათი თქმით, ჯერ კი­დევ ბევ­რი კი­თხვა არ­სე­ბობს იმა­ზე, თუ რო­გორ, რა­ტომ და რო­დის მოხ­და ეს კა­ტას­ტრო­ფა.

მე­დია ამ თე­მა­ზე კი­ნო­რე­ჟი­სორ ჯე­იმს კა­მე­რო­ნის კო­მენ­ტა­რით და­ინ­ტე­რეს­და (კა­მე­რონ­მა 1997 წელს ლე­გენ­და­რუ­ლი ფილ­მი "ტი­ტა­ნი­კი" გა­და­ი­ღო).

რო­გორც რე­ჟი­სორ­მა BBC-სთან თქვა, როცა შე­ი­ტყო, რომ ნავ­მა ნა­ვი­გა­ცი­აც და კო­მუ­ნი­კა­ცი­აც ერ­თდრო­უ­ლად და­კარ­გა, მა­შინ­ვე ეჭვი გა­უჩ­ნდა, რომ კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და.

"ძვლებ­ში ვიგ­რძე­ნი, რაც მოხ­და. მისი ელექტრო­ნი­კის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლის და GPS-ის სის­ტე­მის ჩა­ვარ­დნის შემ­დეგ, წყალ­ქვე­შა ნავი გაქ­რა. ეგ­რე­ვე ტე­ლე­ფო­ნი ავი­ღე და ზო­გი­ერთ ჩემს ნაც­ნობს და­ვუ­რე­კე, ისე­თებს, ვინც წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბის სა­კი­თხში გარ­კვე­უ­ლია.

და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ათ­ში შემ­დე­გი ფაქ­ტე­ბი გა­ვი­გე: ისი­ნი სიღ­რმე­ში ეშ­ვე­ბოდ­ნენ, 3800 მეტ­რის სიღ­რმის ფსკერ­ზე. კო­მუ­ნი­კა­ცია და ნა­ვი­გა­ცია, რა­ი­მე კა­ტას­ტრო­ფა რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, ისე არ და­ი­კარ­გე­ბო­და. პირ­ვე­ლი, რაც გა­ვი­ფიქ­რე, აფეთ­ქე­ბა იყო", - ამ­ბობს კა­მე­რო­ნი.

რე­ჟი­სორ­მა ასე­ვე თქვა, რომ სა­ში­ნე­ლი ირო­ნი­აა "ტი­ტა­ნის" და მისი ეკი­პა­ჟის ასე­თი გა­ნად­გუ­რე­ბა და მას ტი­ტა­ნი­კის ის­ტო­რი­ას ადა­რებს: "კი­დევ ერთი კა­ტას­ტრო­ფა გვაქვს, რო­მე­ლიც იმა­ვე გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბის პრინ­ციპ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. OceanGate გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი იყო საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ", - თქვა კა­მე­რონ­მა.

კა­მე­რონ­მა ისიც დას­ძი­ნა, რომ მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყალ­ქვე­შა მოგ­ზა­უ­რო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან კომ­პა­ნი­ამ წე­რი­ლიც მი­ი­ღო, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ის "კა­ტას­ტრო­ფის­კენ მი­მა­ვალ გზას ადგა".

კა­მე­რო­ნი პირ­ვე­ლი არაა, ვინც კომ­პა­ნი­ის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს. აშშ-ის სა­სა­მარ­თლოს დო­კუ­მენ­ტე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ Oceangate-ის სა­ზღვაო ოპე­რა­ცი­ე­ბის ყო­ფილ­მა დი­რექ­ტორ­მა წყალ­ქვე­შა ნა­ვის უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ტენ­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ 2018 წელს გა­მოთ­ქვა პრე­ტენ­ზია.

ცნო­ბის­თვის, 19 ივ­ნისს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია წყალ­ქვე­შა ნა­ვის, "ტი­ტა­ნის" გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ. ბორტზე ხუთი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და - ბრი­ტა­ნე­ლი მი­ლი­არ­დე­რი ჰა­მიშ ჰარ­დინ­გი, პა­კის­ტა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი შაჰზა­და და­ვუ­დი და მისი ვაჟი, OceanGate Expeditions-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი სტო­კტონ რაში და წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბის პი­ლო­ტი, მეც­ნი­ე­რი პოლ-ანრი ნარ­გე­ო­ლე. ისი­ნი 1912 წელს ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში ჩა­ძი­რუ­ლი გე­მის, "ტი­ტა­ნი­კის" ნამ­სხვრე­ვე­ბის სა­ნა­ხა­ვად, ექ­სპე­დი­ცი­ა­ში მი­დი­ოდ­ნენ. ექ­სპე­დი­ცი­ის­თვის ბორტზე მყოფ­მა თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა 250 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

22 ივ­ნისს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ნა­პი­რო დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ "ტი­ტან­მა" კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და და ბორტზე მყო­ფი ხუ­თი­ვე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

წყა­რო: BBC

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
1

ზოგადად 1912 წელს იმ სიტუაციაში გარდაცვლილთა გზის ჩაყოლა არაა გონივრული, ბედისწერას ასეთი რამეები არ უყვარს და არ სწყალობს!!!

დაფიქრებული
16

ასე გაურკვეველი მიზეზით გაუჩინარება და თანაც განცხადება იმისა რომ ცხედრების ამოღებაც შეუძლებელია და დიდი ალბათობით, ვერც(არც?) აპარატის ამოღება იქნება შესაძლებელი, ძალიან დიდი ალბათობით(შეთქმულების თეორია), ძალიან წააგავს სპეცსამსახურების ჩატარებულ სპეცოპერაციას. გავლის გარკვეული, ალბათ არც ისე ცოტა დრო, სანამ ვიღაც "ექს" არ ანთება "გულახდილობის სინდრომით" და სადმე ინტერვიუში განაცხადებს, ან დაწერს მემუარებს და ამ ფაქტსაც ახსნის. არარის გამორიცხული, ამ ფაქტს შემდგომში მოჰყვეს კვალის დაფარვის ან არევის მიზნით, რაიმე ძალისმიერი აქცია. მოკლედ ძალიან კარგი სცენარია დეტექტიური რომანისთვის ან სერიალისთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ეს საშინელი ირონიაა, ძვლებში ვიგრძენი რა შეიძლებოდა მომხდარიყო... კომპანიას დიდი ხანია აფრთხილებდნენ" - "ტიტანიკის" რეჟისორი ჯეიმს კამერონი "ტიტანის" შესახებ

"ეს საშინელი ირონიაა, ძვლებში ვიგრძენი რა შეიძლებოდა მომხდარიყო... კომპანიას დიდი ხანია აფრთხილებდნენ" - "ტიტანიკის" რეჟისორი ჯეიმს კამერონი "ტიტანის" შესახებ

აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა 22 ივნისს დაადასტურა, რომ წყალქვეშა ნავმა "ტიტანმა" კატასტროფა განიცადა და ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა. ადმირალ ჯონ მაუგერის განცხადებით, შესაძლოა, ცხედრები ვერ იპოვონ, რადგან ოკეანეში, კატასტროფის ადგილას, "წარმოუდგენლად მკაცრი გარემოა".

ბრიფინგისას აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საძიებო არეალში “ტიტანის” ხუთი ნაწილი აღმოაჩინეს და ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ როდის მოხდა აფეთქება. მათი თქმით, ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს იმაზე, თუ როგორ, რატომ და როდის მოხდა ეს კატასტროფა.

მედია ამ თემაზე კინორეჟისორ ჯეიმს კამერონის კომენტარით დაინტერესდა (კამერონმა 1997 წელს ლეგენდარული ფილმი "ტიტანიკი" გადაიღო).

როგორც რეჟისორმა BBC-სთან თქვა, როცა შეიტყო, რომ ნავმა ნავიგაციაც და კომუნიკაციაც ერთდროულად დაკარგა, მაშინვე ეჭვი გაუჩნდა, რომ კატასტროფა მოხდა.

"ძვლებში ვიგრძენი, რაც მოხდა. მისი ელექტრონიკის და კომუნიკაციის მწყობრიდან გამოსვლის და GPS-ის სისტემის ჩავარდნის შემდეგ, წყალქვეშა ნავი გაქრა. ეგრევე ტელეფონი ავიღე და ზოგიერთ ჩემს ნაცნობს დავურეკე, ისეთებს, ვინც წყალქვეშა ნავების საკითხში გარკვეულია.

დაახლოებით ერთ საათში შემდეგი ფაქტები გავიგე: ისინი სიღრმეში ეშვებოდნენ, 3800 მეტრის სიღრმის ფსკერზე. კომუნიკაცია და ნავიგაცია, რაიმე კატასტროფა რომ არ მომხდარიყო, ისე არ დაიკარგებოდა. პირველი, რაც გავიფიქრე, აფეთქება იყო", - ამბობს კამერონი.

რეჟისორმა ასევე თქვა, რომ საშინელი ირონიაა "ტიტანის" და მისი ეკიპაჟის ასეთი განადგურება და მას ტიტანიკის ისტორიას ადარებს: "კიდევ ერთი კატასტროფა გვაქვს, რომელიც იმავე გაუფრთხილებლობის პრინციპზეა დაფუძნებული. OceanGate გაფრთხილებული იყო საფრთხეების შესახებ", - თქვა კამერონმა.

კამერონმა ისიც დასძინა, რომ მისი ინფორმაციით, წყალქვეშა მოგზაურობით დაინტერესებული საზოგადოებისგან კომპანიამ წერილიც მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ ის "კატასტროფისკენ მიმავალ გზას ადგა".

კამერონი პირველი არაა, ვინც კომპანიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. აშშ-ის სასამართლოს დოკუმენტები აჩვენებს, რომ Oceangate-ის საზღვაო ოპერაციების ყოფილმა დირექტორმა წყალქვეშა ნავის უსაფრთხოების პოტენციური პრობლემების შესახებ ჯერ კიდევ 2018 წელს გამოთქვა პრეტენზია.

ცნობისთვის, 19 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია წყალქვეშა ნავის, "ტიტანის" გაუჩინარების შესახებ. ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა - ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი, OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში და წყალქვეშა ნავების პილოტი, მეცნიერი პოლ-ანრი ნარგეოლე. ისინი 1912 წელს ატლანტის ოკეანეში ჩაძირული გემის, "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად, ექსპედიციაში მიდიოდნენ. ექსპედიციისთვის ბორტზე მყოფმა თითოეულმა ადამიანმა 250 000 დოლარი გადაიხადა.

22 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახურმა დაადასტურა, რომ "ტიტანმა" კატასტროფა განიცადა და ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა.

ნახეთ ასევე:

წყარო: BBC

მოამზადა: ანა სიბოშვილმა