„ქართული მონეტების ოქროს კოლექციის“ შეძენა აქციის ფარგლებში კიდევ შესაძლებელია. ეს გახლავთ „პალიტრა L-ის“ უნიკალური პროექტი, რომელიც 24 განსხვავებულ მონეტას აერთიანებს და საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, „ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წიგნი იყო. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, წიგნზე ფასდაკლება გაგრძელდება და 174 ლარის ნაცვლად, 40 ლარად იქნება ხელმისაწვდომი. აქცია ტირაჟის სრულად ამოწურვამდე გაგრძელდება.
24 განსხვავებული მონეტა 24 ისტორიას მოიცავს. კოლექცია აერთიანებს მეტალში შესრულებულ მოვერცხლილ და მოოქროვილ მონეტებს, კონკრეტული მონეტების ამსახველ ტექსტსა და ვიზუალურ მასალას, როგორიცაა არტეფაქტი, ფრესკა და გამოსახულება. ასლები ეროვნულ მუზეუმში დაცული ორიგინალი მონეტების ყალიბების მიხედვით დამზადდა.
სწორედ ამიტომ პროექტს „ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ ხშირად აფასებენ როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის მატიანეს, რომელიც უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს. ამ მონეტებით მოყოლილი ისტორია არის საინტერესო გზა, რომ გაჰყვეთ საქართველოს სავაჭრო გზებს, იმ პერიოდს, როდესაც ფული იჭრებოდა. თითოეულ მონეტას ერთვის შესაბამისი ეპოქის მიმოხილვა. ალბომში შეხვდებით ეროვნულ მუზეუმში დაცულ, ეპოქების ამსახველი ექსპონატების ფოტოებსაც, რომლებიც ისტორიული სიზუსტით აღწერენ თითოეულ მონეტას.
R