მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუს ოკუპანტებს დიდ "ქვაბში" მოქცევის საშიშროება შეიძლება დაემუქროთ - რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ხიდს, რომელსაც უკრაინელებმა გუშინ დაარტყეს
რუს ოკუპანტებს დიდ "ქვაბში" მოქცევის საშიშროება შეიძლება დაემუქროთ - რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ხიდს, რომელსაც უკრაინელებმა გუშინ დაარტყეს

ფო­ტო­ზე: ჩონ­გა­რის ახა­ლი და ძვე­ლი ხი­დე­ბი - უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის უზუს­ტე­სი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმა ახა­ლი ხი­დის ცენ­ტრში გან­ხორ­ცი­ელ­და...

  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

22 ივ­ნისს, გამ­თე­ნი­ი­სას, ჩონ­გა­რის სა­მან­ქა­ნო ხიდს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მიერ ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმ­სა და ხეს­რო­ნის ოლქს დიდი სი­ზუს­ტით მოხ­ვდა რა­კე­ტა და ხი­დის სა­ვალ ნა­წილ­ში სამი მეტ­რის სიგ­რძის "ღრმუ­ლი" გა­ა­ჩი­ნა...

  • ჩონ­გა­რის სა­მან­ქა­ნო ხიდი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის გაშ­ვე­ბულ­მა რა­კე­ტამ სა­ი­უ­ვე­ლი­რო სი­ზუს­ტით და­ა­ზი­ა­ნა... ფრონ­ტის ხა­ზი­დან იქამ­დე მი­ნი­მა­ლუ­რი მან­ძი­ლი 130 კმ-ს შე­ად­გენს, 84 კმ-ზე მფრე­ნი ჰა­ი­მარ­სის“ რა­კე­ტა ვერ მის­წვდე­ბო­და, სა­მა­გი­ე­როდ, ეს შე­იძ­ლე­ბა Storm Shadow -ს ფრთო­სან რა­კე­ტას ჩა­ე­დი­ნა“...

ჩონ­გა­რის ხიდი სწო­რედ ის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის სატ­რან­სპორ­ტო კო­მუ­ნი­კა­ცი­აა, რომ­ლის აფეთ­ქე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ვერ შეძ­ლეს 2022 წლის 24 თე­ბერ­ვლის დი­ლას, რის გა­მოც მა­ნამ­დე ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი­დან რუ­სე­თის სა­ბა­ტა­ლი­ო­ნე-ტაქ­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი დიდი სის­წრა­ფით შე­იჭრ­ნენ უკ­რა­ი­ნის მა­ტე­რი­კულ ნა­წილ­ში - ზა­პო­რო­ჟი­ეს ოლ­ქში და თით­ქმის უბ­რძოლ­ვე­ლად და­ი­პყრეს მე­ლი­ტო­პო­ლი და ბერ­დი­ანსკი და ზურ­გი­დან მი­ად­გნენ მა­რი­უ­პოლს - ანუ რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა უკ­რა­ი­ნას აზო­ვის ზღვა­ზე გა­სას­ვლე­ლი გა­და­უ­კე­ტეს, სა­მა­გი­ე­როდ, თა­ვის­თვის გახ­სნეს სახ­მე­ლე­თო დე­რე­ფა­ნი როს­ტო­ვის ოლ­ქი­დან ანექ­სი­რე­ბულ ყი­რი­მამ­დე...

პუ­ტი­ნის ჩაფ­ლა­ვე­ბულ ბლიცკ­რი­გის ოპე­რა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც კი­ე­ვის სამ დღე­ში და­პყრო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, ეს ერ­თა­დერ­თი წარ­მა­ტე­ბა გახ­ლდათ, რის მძი­მე შე­დე­გებს უკ­რა­ი­ნა ახლა იმ­კის, რად­გან ოკუ­პი­რე­ბულ ზა­პო­რო­ჟი­ე­სა და ხერ­სო­ნის ოლ­ქებ­ში რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა ძლი­ე­რი, ეშე­ლო­ნი­რე­ბუ­ლი თავ­დაც­ვი­თი ზღუ­დე­ე­ბი აა­გეს, რო­მელ­თა გა­და­ლახ­ვა ბევრ სირ­თუ­ლეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ამი­ტო­მაც ჩონ­გა­რის ხი­დე­ბის მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნას რუსი ოკუ­პან­ტე­ბის თავ­დაც­ვი­თი ზღუ­დე­ე­ბის ღრმა ზურ­გში, რო­გორც წმინ­და სამ­ხედ­რო, ისე - პო­ლი­ტი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბაც მი­ე­ნი­ჭე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე, რაც მდი­ნა­რე დნეპრზე, ხერ­სონ­თან, ან­ტო­ნო­ვის სა­მან­ქა­ნო ხი­დის "ჰა­ი­მარ­სე­ბით" ზუს­ტად "დახ­ვრე­ტი­სას" ხდე­ბო­და.

მა­შინ, გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, დნეპ­რის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე და მათ შო­რის - თა­ვად ქა­ლაქ ხერ­სონ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი 30 ათა­სი­ა­ნი რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ფარ­თო დი­ნე­ბის დნეპ­რის ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე მხო­ლოდ სამი ხიდი გა­და­დი­ო­და - ან­ტო­ნო­ვის სა­მან­ქა­ნო, სარ­კი­ნიგ­ზო და კა­ხოვ­კის ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის კაშ­ხალ­ზე გა­მა­ვა­ლი გზა. გა­აგ­ძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რუს ოკუპანტებს დიდ "ქვაბში" მოქცევის საშიშროება შეიძლება დაემუქროთ - რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ხიდს, რომელსაც უკრაინელებმა გუშინ დაარტყეს

რუს ოკუპანტებს დიდ "ქვაბში" მოქცევის საშიშროება შეიძლება დაემუქროთ - რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ხიდს, რომელსაც უკრაინელებმა გუშინ დაარტყეს

ფოტოზე: ჩონგარის ახალი და ძველი ხიდები - უკრაინელების უზუსტესი სარაკეტო დარტყმა ახალი ხიდის ცენტრში განხორციელდა...

  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

22 ივნისს, გამთენიისას, ჩონგარის სამანქანო ხიდს, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და ხესრონის ოლქს დიდი სიზუსტით მოხვდა რაკეტა და ხიდის სავალ ნაწილში სამი მეტრის სიგრძის "ღრმული" გააჩინა...

  • ჩონგარის სამანქანო ხიდი უკრაინელების გაშვებულმა რაკეტამ საიუველირო სიზუსტით დააზიანა... ფრონტის ხაზიდან იქამდე მინიმალური მანძილი 130 კმ-ს შეადგენს, 84 კმ-ზე მფრენი ჰაიმარსის“ რაკეტა ვერ მისწვდებოდა, სამაგიეროდ, ეს შეიძლება Storm Shadow -ს ფრთოსან რაკეტას ჩაედინა“...

ჩონგარის ხიდი სწორედ ის სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო კომუნიკაციაა, რომლის აფეთქება უკრაინელებმა ვერ შეძლეს 2022 წლის 24 თებერვლის დილას, რის გამოც მანამდე ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან რუსეთის საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფები დიდი სისწრაფით შეიჭრნენ უკრაინის მატერიკულ ნაწილში - ზაპოროჟიეს ოლქში და თითქმის უბრძოლველად დაიპყრეს მელიტოპოლი და ბერდიანსკი და ზურგიდან მიადგნენ მარიუპოლს - ანუ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას აზოვის ზღვაზე გასასვლელი გადაუკეტეს, სამაგიეროდ, თავისთვის გახსნეს სახმელეთო დერეფანი როსტოვის ოლქიდან ანექსირებულ ყირიმამდე...

პუტინის ჩაფლავებულ ბლიცკრიგის ოპერაციაში, რომელიც კიევის სამ დღეში დაპყრობას ითვალისწინებდა, ეს ერთადერთი წარმატება გახლდათ, რის მძიმე შედეგებს უკრაინა ახლა იმკის, რადგან ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში რუსმა ოკუპანტებმა ძლიერი, ეშელონირებული თავდაცვითი ზღუდეები ააგეს, რომელთა გადალახვა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული.

ამიტომაც ჩონგარის ხიდების მწყობრიდან გამოყვანას რუსი ოკუპანტების თავდაცვითი ზღუდეების ღრმა ზურგში, როგორც წმინდა სამხედრო, ისე - პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც მიენიჭება, დაახლოებით ისეთივე, რაც მდინარე დნეპრზე, ხერსონთან, ანტონოვის სამანქანო ხიდის "ჰაიმარსებით" ზუსტად "დახვრეტისას" ხდებოდა.

მაშინ, გასული წლის შემოდგომაზე, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე და მათ შორის - თავად ქალაქ ხერსონში განთავსებული 30 ათასიანი რუსული საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობა სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან ფართო დინების დნეპრის ამ მონაკვეთზე მხოლოდ სამი ხიდი გადადიოდა - ანტონოვის სამანქანო, სარკინიგზო და კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე გამავალი გზა. გააგძელეთ კითხვა