პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელმოწერა სიკვდილზე და ექსპერიმენტული წყალქვეშა ნავი? - რაზე აწერინებდნენ ხელს ექსპედიციის მსურველებს: OceanGate-ის ყოფილი თანამშრომლის აღიარება და გაუჩინარების ვერსიები
ხელმოწერა სიკვდილზე და ექსპერიმენტული წყალქვეშა ნავი? - რაზე აწერინებდნენ ხელს ექსპედიციის მსურველებს: OceanGate-ის ყოფილი თანამშრომლის აღიარება და გაუჩინარების ვერსიები

წყალ­ქვე­შა ნავი “ტი­ტა­ნი“, რო­მელ­საც ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე, "ტი­ტა­ნი­კის" ნამ­სხვრე­ვე­ბის სა­ნა­ხა­ვად, ხუთი ადა­მი­ა­ნი გა­დაჰ­ყავ­და, უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა. აშშ-ს სა­ნა­პი­რო დაც­ვის შე­ფა­სე­ბით, ნავ­ში ამ დრო­ის­თვის ამო­წუ­რუ­ლი უნდა იყოს ჟანგბა­დის მა­რა­გი.

სამ­ძებ­რო და სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი კვლავ ეძე­ბენ და­კარ­გუ­ლებს.

და­კარ­გუ­ლი ეკი­პა­ჟის შე­მად­გენ­ლო­ბა­შია ბრი­ტა­ნე­ლი მი­ლი­არ­დე­რი ჰა­მიშ ჰარ­დინ­გი, პა­კის­ტა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი შაჰზა­და და­ვუ­დი და მისი ვაჟი, OceanGate Expeditions-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი სტო­კტონ რაში, და ფრან­გი წყალ­ქვე­შა პი­ლო­ტი პოლ-ანრი ნარ­გე­ო­ლე.

  • რა არის "ტი­ტა­ნი"?

"ტი­ტა­ნი“წყალ­ქვე­შა კვლე­ვი­თი მო­წყო­ბი­ლო­ბაა, რო­მელ­საც ფლობს და მარ­თავს OceanGate - ის კერ­ძო კომ­პა­ნია. ის გან­კუთ­ვნი­ლია ხუ­თამ­დე ადა­მი­ა­ნის გა­და­საყ­ვა­ნად, რო­მე­ლიც რო­გორც წესი, შედ­გე­ბა პი­ლო­ტი­სა და ეკი­პა­ჟის ოთხი წევ­რი­სა­გან. შექ­მნი­ლია 13,123 ფუ­ტის (4,000 მეტ­რის) სიღ­რმე­ში ჩა­სას­ვლე­ლად. ხო­მალ­დი 22 ფუ­ტის (6,7 მ) სიგ­რძი­საა და და­ახ­ლო­ე­ბით, 10 400 კი­ლოგ­რამს იწო­ნის.

იმი­სათ­ვის, რომ გა­უმკლავ­დეს ოკე­ა­ნის სიღ­რმე­ში ჩა­ძირ­ვის ძლი­ერ წნე­ვას, "ტი­ტანს" აქვს რე­ა­ლურ დრო­ში Hull Health Monitoring (RTM) სის­ტე­მე­ბი, რო­მე­ლიც OceanGate-ის გან­ცხა­დე­ბით, აა­ნა­ლი­ზებს „გემ­ზე წნე­ვის ცვლი­ლე­ბის ეფექ­ტებს".

წყალ­ქვე­შა მო­წყო­ბი­ლო­ბა გა­რე­დან და­ხუ­რუ­ლია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეკი­პა­ჟის წევ­რებს მისი შიგ­ნი­დან გახ­სნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ექ­ნე­ბათ. გა­ნა­თე­ბის მა­სი­ვის, ლა­ზე­რის და სო­ნა­რის სკა­ნე­რე­ბით, ასე­ვე გა­რე­დან და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი კა­მე­რე­ბის წყა­ლო­ბით მგზავ­რებს ოკე­ა­ნის ფსკე­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ექ­სპე­დი­ცია პირ­ვე­ლად 2021 წელს, ხოლო მე­ო­რედ 2022 წელს ჩა­ტარ­და.

  • რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო?

ჯერ ნა­ად­რე­ვია იმის თქმა, თუ რა შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო, თუმ­ცა ექ­სპერ­ტე­ბი "ტი­ტა­ნის" გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ანტზე სა­უბ­რო­ბენ. ეს მო­ი­ცავს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვას, ელექტრულ გა­უ­მარ­თა­ო­ბას, კორ­პუ­სის გა­ხეთ­ქვას, ან არა­ხელ­საყ­რე­ლი ამინ­დის გამო მის და­ზი­ა­ნე­ბას.

სტე­ფან უი­ლი­ამ­სი, სიდ­ნე­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ვე­ლე რო­ბო­ტი­კის ავ­სტრა­ლი­უ­რი ცენ­ტრის პრო­ფე­სო­რი ვა­რა­უ­დობს, რომ "ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რი არის ის, რომ მან წყლის წნე­ვას ვერ გა­უძ­ლო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ტი­ტა­ნის" კომ­პო­ზი­ტუ­რი კორ­პუ­სი აგე­ბუ­ლია იმის­თვის, რომ გა­უძ­ლოს ინ­ტენ­სი­ურ ღრმა ზღვის წნე­ვას, მისი კონ­სტრუქ­ცი­ის ნე­ბის­მი­ერ­მა დე­ფექ­ტმა შე­იძ­ლე­ბა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს მის მთლი­ა­ნო­ბას - ამ შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს აფეთ­ქე­ბის რის­კი“, უი­ლი­ამ­სი ასე­ვე ამ­ბობს, რომ პო­ტენ­ცი­უ­რად, ელექტრუ­ლი მოკ­ლე ჩარ­თვის გამო, შე­საძ­ლოა, ბორტზე ხან­ძა­რი გა­ჩე­ნი­ლი­ყო.

დამ­ხმა­რე გე­მებ­მა ნავ­თან კონ­ტაქ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თი­სა და 45 წუ­თის შემ­დეგ და­კარ­გეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხო­მალდს მხო­ლოდ ერთი, ჩარ­თვის/გა­მორ­თვის ღი­ლა­კი აქვს, რო­მელ­საც ზე­და­პირ­ზე მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხო­მალ­დის, Polar Prince-ის პი­ლო­ტი კონ­ტრო­ლი­ო­რის, ე.წ. ჯო­ის­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით მარ­თავს.

  • კონ­ტაქ­ტის და­კარ­გვის ად­რე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი

CBS News Sunday Morning-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი დე­ვიდ პოგი, რო­მელ­მაც ტი­ტა­ნით ადრე იმოგ­ზა­უ­რა, ამ­ბობს, რომ ნავს კონ­ტაქ­ტის და­კარ­გვის ინ­ცი­დენ­ტი ად­რეც ჰქონ­და - ბოლო მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს კონ­ტაქ­ტი 2,5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­კარ­გა. იმა­ვეს ამ­ბობს სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მე­დი­ე­ბის სცე­ნა­რის­ტი, მაიკ რე­ი­სი, რო­მელ­მაც ექ­სპე­დი­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­სულ წელს მი­ი­ღო.

წყალ­ქვე­შა ნავი ამ­გვა­რი პულ­ტით იმარ­თე­ბო­და

ექ­სპე­დი­ცი­ა­ში გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლად პოგს ხელი უნდა მო­ე­წე­რა დო­კუ­მენტზე, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მი იყო: "ეს ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ხო­მალ­დი არ არის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ან და­მოწ­მე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნოს მიერ და შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა, ემო­ცი­უ­რი ტრავ­მა, ან სიკ­ვდი­ლი“.

OceanGate-ის ვებ­სა­ი­ტის მტკი­ცე­ბით კი ექ­სპე­დი­ცი­ე­ბი ოკე­ა­ნი­სა და ატ­მოს­ფე­რუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის (NOAA) სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მი­თი­თე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, RMS Titanic-ის კვლე­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის­თვის ჩა­ტარ­და და ყვე­ლა­ფე­რი შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და იუ­ნეს­კოს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მი­თი­თე­ბებს წყალ­ქვე­შა მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

  • გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი

2018 წელს, OceanGate-მა თა­ნამ­შრომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. კომ­პა­ნია დე­ი­ვიდ ლოჩ­რიჯს Titan-ის შე­სა­ხებ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. თა­ნამ­შრო­მე­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ის სამ­სა­ხუ­რი­დან მხო­ლოდ იმი­ტომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რომ "ტი­ტა­ნის“ უსაფრ­თხო­ე­ბას და ხა­რისხს ეჭვქვეშ აყე­ნებ­და.

მი­სი­ვე თქმით, ხო­მალ­დი 4000 მეტ­რის სიღ­რმე­ში ჩა­სას­ვლე­ლად მზად არ იყო.

ლოჩ­რი­ჯი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მგზავ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ექ­სპე­დი­ცი­ა­ში თან­ხა გა­და­ი­ხა­დეს, უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არ იყ­ვნენ.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია: ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ნა­პი­რო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, "ტი­ტა­ნის" ბორტზე მყო­ფი ხუ­თი­ვე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. წა­ი­კი­თხეთ ვრცლად....

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
n.m.
1

აი, მესმის ექსკურსია!

ვახტანგი -71
3

ამ წყალ­ქვე­შა მო­წყო­ბი­ლო­ბას ბატისკაფი (bathyscaphe) ჰქვია, რომელიც წარმოადგენს თვითმავალ წყალქვეშა აპარატს და გამოიყენება ძალიან დიდ სიღრმეზე (კილომეტრობით) ოკეანოგრაფიული და სხვა კვლევების ჩატარებისათვის.

გამოქვეყნებული ინფორმაციებიდან იკვეთება, რომ ბატისკაფმა კატასტროფა განიცადა არა 3 800 მეტრ სირღმეზე, სადაც ჩაძირულია „ტიტანიკი“, არამედ სულ რაღაც 500 მეტრ სიღრმეზე (თუმცა ამ სიღრმეზეც კოლოსალურად დიდი წნევაა)!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ხელმოწერა სიკვდილზე და ექსპერიმენტული წყალქვეშა ნავი? - რაზე აწერინებდნენ ხელს ექსპედიციის მსურველებს: OceanGate-ის ყოფილი თანამშრომლის აღიარება და გაუჩინარების ვერსიები

ხელმოწერა სიკვდილზე და ექსპერიმენტული წყალქვეშა ნავი? - რაზე აწერინებდნენ ხელს ექსპედიციის მსურველებს: OceanGate-ის ყოფილი თანამშრომლის აღიარება და გაუჩინარების ვერსიები

წყალქვეშა ნავი “ტიტანი“, რომელსაც ატლანტის ოკეანის ფსკერზე, "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად, ხუთი ადამიანი გადაჰყავდა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. აშშ-ს სანაპირო დაცვის შეფასებით, ნავში ამ დროისთვის ამოწურული უნდა იყოს ჟანგბადის მარაგი.

სამძებრო და სამაშველო ჯგუფები კვლავ ეძებენ დაკარგულებს.

დაკარგული ეკიპაჟის შემადგენლობაშია ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი, OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში, და ფრანგი წყალქვეშა პილოტი პოლ-ანრი ნარგეოლე.

  • რა არის "ტიტანი"?

"ტიტანი“წყალქვეშა კვლევითი მოწყობილობაა, რომელსაც ფლობს და მართავს OceanGate - ის კერძო კომპანია. ის განკუთვნილია ხუთამდე ადამიანის გადასაყვანად, რომელიც როგორც წესი, შედგება პილოტისა და ეკიპაჟის ოთხი წევრისაგან. შექმნილია 13,123 ფუტის (4,000 მეტრის) სიღრმეში ჩასასვლელად. ხომალდი 22 ფუტის (6,7 მ) სიგრძისაა და დაახლოებით, 10 400 კილოგრამს იწონის.

იმისათვის, რომ გაუმკლავდეს ოკეანის სიღრმეში ჩაძირვის ძლიერ წნევას, "ტიტანს" აქვს რეალურ დროში Hull Health Monitoring (RTM) სისტემები, რომელიც OceanGate-ის განცხადებით, აანალიზებს „გემზე წნევის ცვლილების ეფექტებს".

წყალქვეშა მოწყობილობა გარედან დახურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკიპაჟის წევრებს მისი შიგნიდან გახსნის საშუალება არ ექნებათ. განათების მასივის, ლაზერის და სონარის სკანერებით, ასევე გარედან დამონტაჟებული კამერების წყალობით მგზავრებს ოკეანის ფსკერის დათვალიერება შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ ექსპედიცია პირველად 2021 წელს, ხოლო მეორედ 2022 წელს ჩატარდა.

  • რა შეიძლება მომხდარიყო?

ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თუმცა ექსპერტები "ტიტანის" გაუჩინარების რამდენიმე ვარიანტზე საუბრობენ. ეს მოიცავს ელექტროენერგიის გათიშვას, ელექტრულ გაუმართაობას, კორპუსის გახეთქვას, ან არახელსაყრელი ამინდის გამო მის დაზიანებას.

სტეფან უილიამსი, სიდნეის უნივერსიტეტის საველე რობოტიკის ავსტრალიური ცენტრის პროფესორი ვარაუდობს, რომ "ყველაზე ცუდი სცენარი არის ის, რომ მან წყლის წნევას ვერ გაუძლო. მიუხედავად იმისა, რომ "ტიტანის" კომპოზიტური კორპუსი აგებულია იმისთვის, რომ გაუძლოს ინტენსიურ ღრმა ზღვის წნევას, მისი კონსტრუქციის ნებისმიერმა დეფექტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მის მთლიანობას - ამ შემთხვევაში არსებობს აფეთქების რისკი“, უილიამსი ასევე ამბობს, რომ პოტენციურად, ელექტრული მოკლე ჩართვის გამო, შესაძლოა, ბორტზე ხანძარი გაჩენილიყო.

დამხმარე გემებმა ნავთან კონტაქტი დაახლოებით 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ დაკარგეს.

აღსანიშნავია, რომ ხომალდს მხოლოდ ერთი, ჩართვის/გამორთვის ღილაკი აქვს, რომელსაც ზედაპირზე მასთან დაკავშირებული ხომალდის, Polar Prince-ის პილოტი კონტროლიორის, ე.წ. ჯოისტიკის გამოყენებით მართავს.

  • კონტაქტის დაკარგვის ადრეული შემთხვევები

CBS News Sunday Morning-ის კორესპონდენტი დევიდ პოგი, რომელმაც ტიტანით ადრე იმოგზაურა, ამბობს, რომ ნავს კონტაქტის დაკარგვის ინციდენტი ადრეც ჰქონდა - ბოლო მოგზაურობის დროს კონტაქტი 2,5 საათის განმავლობაში დაიკარგა. იმავეს ამბობს სატელევიზიო კომედიების სცენარისტი, მაიკ რეისი, რომელმაც ექსპედიციაში მონაწილეობა გასულ წელს მიიღო.

წყალქვეშა ნავი ამგვარი პულტით იმართებოდა

ექსპედიციაში გასაწევრიანებლად პოგს ხელი უნდა მოეწერა დოკუმენტზე, რომელშიც ნათქვამი იყო: "ეს ექსპერიმენტული ხომალდი არ არის დამტკიცებული ან დამოწმებული რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს მიერ და შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დაზიანება, ემოციური ტრავმა, ან სიკვდილი“.

OceanGate-ის ვებსაიტის მტკიცებით კი ექსპედიციები ოკეანისა და ატმოსფერული ადმინისტრაციის (NOAA) სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად, RMS Titanic-ის კვლევისა და გადარჩენისთვის ჩატარდა და ყველაფერი შეესაბამებოდა იუნესკოს სახელმძღვანელო მითითებებს წყალქვეშა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების შესანარჩუნებლად.

  • გათავისუფლებული თანამშრომელი

2018 წელს, OceanGate-მა თანამშრომლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. კომპანია დეივიდ ლოჩრიჯს Titan-ის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებდა. თანამშრომელი ამტკიცებდა, რომ ის სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ "ტიტანის“ უსაფრთხოებას და ხარისხს ეჭვქვეშ აყენებდა.

მისივე თქმით, ხომალდი 4000 მეტრის სიღრმეში ჩასასვლელად მზად არ იყო.

ლოჩრიჯი ამტკიცებდა, რომ მგზავრები, რომლებმაც ექსპედიციაში თანხა გადაიხადეს, უსაფრთხოების ნორმების შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ.

განახლებული ინფორმაცია: ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახურის განცხადებით, "ტიტანის" ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა. წაიკითხეთ ვრცლად....

ნახეთ ასევე: