სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა და მასთან კომუნიკაცია არ მქონია - რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილს და უჩა მამაცაშვილს, ნაცნობობა დანაშაული არ არის" - თურნავა
"რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა და მასთან კომუნიკაცია არ მქონია - რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილს და უჩა მამაცაშვილს, ნაცნობობა დანაშაული არ არის" - თურნავა

მე, რო­გორც ყო­ფი­ლი ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიც­ნობ თით­ქმის ყვე­ლა ბიზ­ნეს­მენს, მათ შო­რის მსხვილ ბიზ­ნეს­მე­ნებ­საც. ეს ნამ­დვი­ლად არ არის სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ ვინ­მემ მი­კერ­ძო­ე­ბა­ში და­მა­და­ნა­შა­უ­ლოს, - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, ნა­თია თურ­ნა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

ნა­თია თურ­ნა­ვამ, კი­თხვა­ზე, თა­ნამ­შრომ­ლობს თუ არა ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან, ან მას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან, ვანო ჩხარ­ტიშ­ვილ­თან და უჩა მა­მა­ცაშ­ვილ­თან, პა­სუ­ხობს, რომ არა­ნა­ი­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პრინ­ციპს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.

მი­სი­ვე თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არ უნა­ხავს მას შემ­დეგ, რაც მან პო­ლი­ტი­კა და­ტო­ვა.

"მეს­მის თქვე­ნი კი­თხვის მო­ტი­ვა­ცია, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პრინ­ციპს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. ყვე­ლა ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო და ყვე­ლა შეძ­ლებთ, იმ­სჯე­ლოთ, ჩვენ ვართ ობი­ექ­ტუ­რე­ბი თუ მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი. მე არ ვარ მარ­ტო ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მე­ნე­ჯმენ­ტში, მთლი­ა­ნი გუნ­დი რჩე­ბა და ას­რუ­ლებს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას, ვი­ნა­წი­ლებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კვლა­ვაც ვიქ­ნე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად გამჭვირ­ვა­ლე და არ გექ­ნე­ბათ სა­ფუძ­ვე­ლი, რომ რა­ი­მე ეჭ­ვე­ბი გა­მოთ­ქვათ.

გინ­დათ, გაგ­ცეთ პა­სუ­ხი, რა­ი­მე საქ­მი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მაქვს თუ არა დღეს აღ­ნიშ­ნულ პი­რებ­თან? ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კა და­ტო­ვა და წა­ვი­და, პი­რა­დად მე მას­თან არა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია არ მქო­ნია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც ჩემს ყო­ფილ კო­ლე­გებს. რაც შე­ე­ხე­ბა ვანო ჩხარ­ტიშ­ვილს, უჩა მა­მა­ცაშ­ვილს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვიც­ნობ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ჩემი ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი იყო. მე და უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი სა­პარტნი­ო­რო ფონდში ვი­ყა­ვით კო­ლე­გე­ბი და ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაც­ნო­ბო­ბა და­ნა­შა­უ­ლი არ არის. რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს, მქონ­და თუ არა რა­ი­მე საქ­მი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მას შემ­დეგ, რაც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს წევ­რი გავ­ხდი, ვერ მექ­ნე­ბო­და, რად­გან არა­აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი წევ­რი გახ­ლდით და ზო­გა­დად, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მო­მა­ვალ­ში ვინ­მეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა თუ მექ­ნე­ბა, მათ შო­რის მსხვილ ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან, თქვენ­თვის ნაც­ნობ სა­ხე­ლებ­თან და გვა­რებ­თან, ეს მოხ­დე­ბა სა­ჯა­როდ და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია თურ­ნა­ვამ.

გოგა
5

წარმატებები🎉🇬🇪

ავტორი:

"რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა და მასთან კომუნიკაცია არ მქონია - რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილს და უჩა მამაცაშვილს, ნაცნობობა დანაშაული არ არის" - თურნავა

"რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა და მასთან კომუნიკაცია არ მქონია - რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილს და უჩა მამაცაშვილს, ნაცნობობა დანაშაული არ არის" - თურნავა

მე, როგორც ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, საქართველოში ვიცნობ თითქმის ყველა ბიზნესმენს, მათ შორის მსხვილ ბიზნესმენებსაც. ეს ნამდვილად არ არის საფუძველი იმისა, რომ ვინმემ მიკერძოებაში დამადანაშაულოს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავამ, კითხვაზე, თანამშრომლობს თუ არა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, ან მასთან დაახლოებულ ბიზნესმენებთან, ვანო ჩხარტიშვილთან და უჩა მამაცაშვილთან, პასუხობს, რომ არანაირი თანამშრომლობა, რომელიც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება, არ განხორციელებულა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არ უნახავს მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკა დატოვა.

"მესმის თქვენი კითხვის მოტივაცია, მაგრამ არანაირი თანამშრომლობა, რომელიც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება, არ განხორციელებულა. ყველა ჩემი გადაწყვეტილება იქნება საჯარო და ყველა შეძლებთ, იმსჯელოთ, ჩვენ ვართ ობიექტურები თუ მიკერძოებული. მე არ ვარ მარტო ეროვნული ბანკის მენეჯმენტში, მთლიანი გუნდი რჩება და ასრულებს თავის მოვალეობას, ვინაწილებთ პასუხისმგებლობებს. აქედან გამომდინარე, კვლავაც ვიქნებით მაქსიმალურად გამჭვირვალე და არ გექნებათ საფუძველი, რომ რაიმე ეჭვები გამოთქვათ.

გინდათ, გაგცეთ პასუხი, რაიმე საქმიანი თანამშრომლობა მაქვს თუ არა დღეს აღნიშნულ პირებთან? ბიძინა ივანიშვილზე შემიძლია გითხრათ, რომ რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა და წავიდა, პირადად მე მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. დარწმუნებული ვარ, არც ჩემს ყოფილ კოლეგებს. რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილს, უჩა მამაცაშვილს, რასაკვირველია, ვიცნობ. ერთ-ერთი მათგანი ჩემი ყოფილი მინისტრი იყო. მე და უჩა მამაცაშვილი საპარტნიორო ფონდში ვიყავით კოლეგები და ვფიქრობ, საქართველოში ნაცნობობა დანაშაული არ არის. რაც შეეხება საკითხს, მქონდა თუ არა რაიმე საქმიანი თანამშრომლობა მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გავხდი, ვერ მექნებოდა, რადგან არააღმასრულებელი წევრი გახლდით და ზოგადად, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების მიღებაში არ ვმონაწილეობდი. მომავალში ვინმესთან თანამშრომლობა თუ მექნება, მათ შორის მსხვილ ბიზნესმენებთან, თქვენთვის ნაცნობ სახელებთან და გვარებთან, ეს მოხდება საჯაროდ და კანონმდებლობის ფარგლებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.