პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინა კვირას ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრს შევხვდი და ეს იყო მესიჯი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს!" - ვარჰეი
"წინა კვირას ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრს შევხვდი და ეს იყო მესიჯი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს!" - ვარჰეი

წინა კვი­რას ბრი­უ­სელ­ში პრე­მი­ერ-მი­ნისტრს [ღა­რი­ბაშ­ვილს] შევ­ხვდი და ეს იყო მე­სი­ჯი - თქვენ იცით, რა არის სა­ჭი­რო, ასე რომ, შე­ას­რუ­ლეთ ეს! - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კი­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კო­მი­სარ­მა ოლი­ვერ ვარ­ჰე­იმ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ჩემი გრძნო­ბა დღე­ვან­დე­ლი სა­უბ­რი­დან, ასე­ვე წინა სა­უბ­რე­ბი­დან, მა­გა­ლი­თად დე­კემ­ბერ­ში, არის ის, რომ ახლა [ევ­რო­კავ­ში­რის] საბ­ჭო­სი და წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მხრი­დან გულ­წრფე­ლი ჩარ­თუ­ლო­ბაა. და გა­ფარ­თო­ე­ბა არა მხო­ლოდ დღის წეს­რიგ­ში დაბ­რუნ­და, არა­მედ თე­მე­ბის ტოპ-სა­მე­ულ­ში შე­დის, გან­ხილ­ვე­ბის ლი­დე­რია. ასე რომ, დღე­ის­თვის თუ ვინ­მეს ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა სურს, ახლა არის მო­მენ­ტი და და­ი­ჭი­რეთ ის, გა­მო­ი­ყე­ნეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა. გა­მი­მარ­თლა, რომ წინა კვი­რას ბრი­უ­სელ­ში პრე­მი­ერ-მი­ნისტრს [ღა­რი­ბაშ­ვილს] შევ­ხვდი და ეს იყო მე­სი­ჯი - თქვენ იცით, რა არის სა­ჭი­რო, ასე რომ, შე­ას­რუ­ლეთ ეს! გა­ა­კე­თეთ, ვი­ნა­ი­დან ეს უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, ყვე­ლამ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ისარ­გებ­ლოს ამით. ჩვენ მზად ვართ და­გეხ­მა­როთ ამ მიზ­ნამ­დე მის­ვლა­ში, მაგ­რამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ყვე­ლას მიერ უნდა იქ­ნას დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი.ასე რომ, ჩემი რე­კო­მენ­და­ცია [სა­ქარ­თვე­ლოს] მთავ­რო­ბი­სად­მი არის ის, რომ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­აჩ­ქა­რონ სა­მუ­შაო, რათა ოქ­ტომ­ბერ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ან­გა­რი­ში გვქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ზე, უკ­რა­ი­ნა­ზე, მოლ­დო­ვა­ზე. ჩვენ მზად ვართ, რო­დე­საც საქ­მე გა­კე­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა,” - გა­ნა­ცხა­და ვარ­ჰე­იმ.

ვარ­ჰე­ის სა­ქარ­თვე­ლოს მო­უ­წო­დებს, გა­მო­ი­ყე­ნოს შან­სი.

"ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ჩემი მე­სი­ჯი ის იქ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა უკვე ძა­ლი­ან ინო­ვა­ცი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს მხრი­დან. რო­გორც მი­ნი­მუმ, ეს ასე აშ­კა­რა არ იყო. და ვფიქ­რობ, რომ ეს სიგ­ნა­ლი ნა­თე­ლი და ძლი­ე­რია, და იგი ჯერ კი­დევ ძა­ლა­შია, ასე რომ გა­მო­ი­ყე­ნეთ იგი. გა­მო­ი­ყე­ნეთ. სხვებს ნუ უყუ­რებთ, უყუ­რეთ იმას, თუ რისი გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლი­ათ თქვენ. და თუ ყვე­ლა­ფე­რი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ქვე­ყა­ნას შემ­დე­გი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­კო­მი­სარ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტიმო
7

ყოველდღე მეკარგება რწმენა ევროპელების

$
4

პრემიერმა თუ იცის ჩვენ არ ვიცით რა მოითხოვეთ და გაგვაგებინეთ, ცალ ფეხზე დადგომა თუ ჩახდა და უკანალის ჩვენება? ვაი თქვენს პატრონს უბედურს!

ავტორი:

"წინა კვირას ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრს შევხვდი და ეს იყო მესიჯი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს!" - ვარჰეი

"წინა კვირას ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრს შევხვდი და ეს იყო მესიჯი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს!" - ვარჰეი

წინა კვირას ბრიუსელში პრემიერ-მინისტრს [ღარიბაშვილს] შევხვდი და ეს იყო მესიჯი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს! - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩემი გრძნობა დღევანდელი საუბრიდან, ასევე წინა საუბრებიდან, მაგალითად დეკემბერში, არის ის, რომ ახლა [ევროკავშირის] საბჭოსი და წევრი სახელმწიფოების მხრიდან გულწრფელი ჩართულობაა. და გაფართოება არა მხოლოდ დღის წესრიგში დაბრუნდა, არამედ თემების ტოპ-სამეულში შედის, განხილვების ლიდერია. ასე რომ, დღეისთვის თუ ვინმეს ევროკავშირში შესვლა სურს, ახლა არის მომენტი და დაიჭირეთ ის, გამოიყენეთ შესაძლებლობა. გამიმართლა, რომ წინა კვირას ბრიუსელში პრემიერ-მინისტრს [ღარიბაშვილს] შევხვდი და ეს იყო მესიჯი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს! გააკეთეთ, ვინაიდან ეს უნიკალური შესაძლებლობაა, ყველამ მაქსიმალურად უნდა ისარგებლოს ამით. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ამ მიზნამდე მისვლაში, მაგრამ კრიტერიუმები ყველას მიერ უნდა იქნას დაკმაყოფილებული.ასე რომ, ჩემი რეკომენდაცია [საქართველოს] მთავრობისადმი არის ის, რომ ყველა მიმართულებით დააჩქარონ სამუშაო, რათა ოქტომბერში შესრულებული ანგარიში გვქონდეს საქართველოზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე. ჩვენ მზად ვართ, როდესაც საქმე გაკეთებული იქნება,” - განაცხადა ვარჰეიმ.

ვარჰეის საქართველოს მოუწოდებს, გამოიყენოს შანსი.

"ძალიან კარგად მესმის საზოგადოების განწყობა საქართველოში, მაგრამ ჩემი მესიჯი ის იქნება, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა უკვე ძალიან ინოვაციური გადაწყვეტილებაა ევროპული საბჭოს მხრიდან. როგორც მინიმუმ, ეს ასე აშკარა არ იყო. და ვფიქრობ, რომ ეს სიგნალი ნათელი და ძლიერია, და იგი ჯერ კიდევ ძალაშია, ასე რომ გამოიყენეთ იგი. გამოიყენეთ. სხვებს ნუ უყურებთ, უყურეთ იმას, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენ. და თუ ყველაფერი შესრულებული იქნება, ქვეყანას შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა ექნება", - განაცხადა ევროკომისარმა.