ავტორი:

"თანამედროვე ფერმერის მომავალი უფრო კარგი იქნება, თანამედროვე ტენდენციებს თუ აუწყობს ფეხს“ – სოსო გიოშვილი

"თანამედროვე ფერმერის მომავალი უფრო კარგი იქნება, თანამედროვე ტენდენციებს თუ აუწყობს ფეხს“ – სოსო გიოშვილი

„ვენახები რომ იკაფებოდა, მაშინ ჩვენ ვაშენებდით“, – ამბობს ფერმერი სოსო გიოშვილი. ეს 1990-იანი წლებია და პერიოდი, როცა ის სოფლის მეურნეობაში ჩაერთო და აგრომეურნეობა მთავარ საქმიანობად გაიხადა. დღეს მის ვენახში საფერავისა და რქაწითლის ჯიშის ყურძენი ხარობს. სოსო უვლის მამაპაპისეულ ატმის ბაღებსაც, რომელიც უკვე 60-70 წლიან ისტორიას ითვლის.

„ერთი თუ სოფლის მეურნეობაში შევა ადამიანი, დაიწყებს ფერმერობას, ის უკან ვეღარ გამოვა, ვეღარ დაანებებს თავს. ყოველი დღე არის განსაკუთრებული, განსხვავებული და ერთმანეთზე უკეთესი“, – ამბობს ის.

სოსოს მიაჩნია, რომ ფერმერობაში აუცილებელია სიახლეების ათვისება. თანამედროვე ფერმერის მომავალი უფრო კარგი იქნება, თანამედროვე ტენდენციებს თუ აუწყობს ფეხს“, – ხაზს უსვამს ის. ამას თავად წარმატებით ახერხებს მის საიმედო პარტნიორ „აგროსფეროსთან“ ერთად.

სოსო გიოშვილზე მეტს „აგროსფეროს“ რუბრიკაში „თანამედროვე ფერმერი“ შეიტყობთ. ვიდეოსერია აერთიანებს ქართველი ფერმერების ისტორიებს და სხვადასხვა მეურნეობაზე მოგვითხრობს.

ნახე თანამედროვე ფერმერის, სოსო გიოშვილის ისტორია

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/Qt9lLFXoBtQ" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

NS