სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკარგული "ტიტანის" კაპიტნის ცოლი "ტიტანიკის" ჩაძირვისას დაღუპული წყვილის შთამომავალია - შტრაუსების საუკუნის წინანდელი ტრაგედია და იდუმალი კავშირი დღევანდელობასთან
დაკარგული "ტიტანის" კაპიტნის ცოლი "ტიტანიკის" ჩაძირვისას დაღუპული წყვილის შთამომავალია -  შტრაუსების საუკუნის წინანდელი ტრაგედია და იდუმალი კავშირი დღევანდელობასთან

19 ივ­ნისს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კა­ნა­და­ში, ნი­უ­ფა­უნდლენ­დის სა­ნა­პი­როს­თან, "ტი­ტა­ნი­კის" ნამ­სხვრე­ვე­ბის სა­ნა­ხა­ვად ექ­სპე­დი­ცი­ა­ში წა­სუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი წყალ­ქვე­შა ნავი გა­უ­ჩი­ნარ­და.

ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა მოხ­და და რა­ტომ გა­წყდა კონ­ტაქ­ტი, ან რამ­დე­ნად ახ­ლოს იყო "ტი­ტა­ნიკ­თან". ცნო­ბი­ლი მხო­ლოდ ისაა, რომ ნავ­თან კონ­ტაქ­ტი ექ­სპე­დი­ცი­ის და­წყე­ბი­დან 1 სა­ა­თი­სა და 45 წუ­თის შემ­დეგ და­ი­კარ­გა.

"ტი­ტა­ნის" ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

სტო­კტონ და ვენ­დი რაში

ექ­სპე­დი­ცი­ას OceanGate-ი უწევ­და ოპე­რი­რე­ბას, რომ­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რიც სტო­კტონ რა­შია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ტი­ტანს" სტო­კტო­ნი თვი­თონ­ვე კა­პიტ­ნობ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ის და­კარ­გუ­ლებს შო­რი­საა.

სა­ინ­ტე­რე­სო კავ­ში­რე­ბია აღ­მო­ჩე­ნი­ლი სტო­კტო­ნის მე­უღ­ლეს, ვენ­დი რაშ­სა და 1912 წელს ჩა­ძი­რულ "ტი­ტა­ნიკ­ზე" და­ღუ­პულ­თა შო­რის.

ვენ­დი რაში "ტი­ტა­ნი­კის" ჩა­ძირ­ვის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი მაგ­ნა­ტე­ბის, ცოლ-ქმრის, ისი­დორ და იდა შტრა­უ­სე­ბის შვილ­თაშ­ვი­ლის შვი­ლია.

ისი­ნი "ტი­ტა­ნი­კის" პირ­ვე­ლი კლა­სის მგზავ­რე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, გემ­ზე უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ თა­ვად ვენ­დი რაშს სამ­ჯერ აქვს "ტი­ტა­ნი­კის" შე­სას­წავ­ლად წყალ­ქვე­შა ექ­სპე­დი­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

ვენ­დი OceanGate-ის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტო­რი და კომ­პა­ნი­ის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის საბ­ჭოს წევ­რია.

ისი­დორ და იდა შტრა­უ­სე­ბი

რა­შის წი­ნაპ­რე­ბი "ტი­ტა­ნი­კის" ჩა­ძირ­ვის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლე­ბი არი­ან თა­ვი­ან­თი ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რი­ი­თა და სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბით.

კა­ტას­ტრო­ფას გა­დარ­ჩე­ნი­ლი ხალ­ხის ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით, ისი­დორ შტრა­უს­მა უარი თქვა სა­მაშ­ვე­ლო ნავ­ში ჩაჯ­დო­მა­ზე, რად­გან ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი ჯერ კი­დევ ეძებ­დნენ ჩა­ძირ­ვის­თვის გან­წი­რუ­ლი ლა­ი­ნე­რი­დან გა­საქ­ცევ გზას.

თა­ვის მხრივ, იდა შტრა­უს­მა მე­უღ­ლის და­ტო­ვე­ბა­ზე უარი თქვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ხალ­ხმა და­ი­ნა­ხა, რო­გორ იდგა წყვი­ლი "ტი­ტა­ნი­კის" გემ­ბან­ზე ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი იმ დროს, როცა გემი იძი­რე­ბო­და.

შტრა­უ­სე­ბის ის­ტო­რია "ტი­ტა­ნი­კის" 1997 წლის ფილმში ჯე­იმს კა­მე­რონ­მა უკ­ვდავ­ყო. ფილ­მის კად­რებ­ში ხან­დაზ­მულ წყვილს ვხე­დავთ, რომ­ლე­ბიც ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლე­ბი წვა­ნან სა­წოლ­ში, პა­რა­ლე­ლუ­რად კი მათი კა­ბი­ნა წყლით ივ­სე­ბა.

ისი­დორ შტრა­უ­სის ცხე­და­რი ზღვა­ში "ტი­ტა­ნი­კის" ჩა­ძირ­ვი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის შემ­დეგ იპო­ვეს, იდას ნეშ­ტი კი, სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

წყა­რო: nytimes

ნა­ხეთ ასე­ვე:

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
2

საზოგადოების დიდი ნაწილი ჩვენზე ლიბერტიანული შემოტევის ოცი წლის თავზე ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალური ადამიანური გრძნობების და ადამიანების მიმართ პატივისცემის პერიოდს.ამას მათთვის ვწერ ვისაც გრძნობები ცხოველურ ინსტიქტებამდე აქვთ დასული,კერძოდ კარგით რა-ს.

კარგით, რა!
33

მათი სახლის მეზობლები, ვისი შთამომავლებია?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

დაკარგული "ტიტანის" კაპიტნის ცოლი "ტიტანიკის" ჩაძირვისას დაღუპული წყვილის შთამომავალია - შტრაუსების საუკუნის წინანდელი ტრაგედია და იდუმალი კავშირი დღევანდელობასთან

დაკარგული "ტიტანის" კაპიტნის ცოლი "ტიტანიკის" ჩაძირვისას დაღუპული წყვილის შთამომავალია -  შტრაუსების საუკუნის წინანდელი ტრაგედია და იდუმალი კავშირი დღევანდელობასთან

19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კანადაში, ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან, "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად ექსპედიციაში წასული ტურისტული წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა მოხდა და რატომ გაწყდა კონტაქტი, ან რამდენად ახლოს იყო "ტიტანიკთან". ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ნავთან კონტაქტი ექსპედიციის დაწყებიდან 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ დაიკარგა.

"ტიტანის" ძებნის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

სტოკტონ და ვენდი რაში

ექსპედიციას OceanGate-ი უწევდა ოპერირებას, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც სტოკტონ რაშია. აღსანიშნავია, რომ "ტიტანს" სტოკტონი თვითონვე კაპიტნობდა და შესაბამისად, ის დაკარგულებს შორისაა.

საინტერესო კავშირებია აღმოჩენილი სტოკტონის მეუღლეს, ვენდი რაშსა და 1912 წელს ჩაძირულ "ტიტანიკზე" დაღუპულთა შორის.

ვენდი რაში "ტიტანიკის" ჩაძირვის შედეგად დაღუპული მაგნატების, ცოლ-ქმრის, ისიდორ და იდა შტრაუსების შვილთაშვილის შვილია.

ისინი "ტიტანიკის" პირველი კლასის მგზავრები, შესაბამისად, გემზე უმდიდრესი ადამიანები იყვნენ. საინტერესოა, რომ თავად ვენდი რაშს სამჯერ აქვს "ტიტანიკის" შესასწავლად წყალქვეშა ექსპედიციაში მონაწილეობა მიღებული.

ვენდი OceanGate-ის კომუნიკაციების დირექტორი და კომპანიის საქველმოქმედო ფონდის საბჭოს წევრია.

ისიდორ და იდა შტრაუსები

რაშის წინაპრები "ტიტანიკის" ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა შორის ყველაზე ცნობილები არიან თავიანთი ტრაგიკული ისტორიითა და სიყვარულის ამბით.

კატასტროფას გადარჩენილი ხალხის ნაამბობის მიხედვით, ისიდორ შტრაუსმა უარი თქვა სამაშველო ნავში ჩაჯდომაზე, რადგან ქალები და ბავშვები ჯერ კიდევ ეძებდნენ ჩაძირვისთვის განწირული ლაინერიდან გასაქცევ გზას.

თავის მხრივ, იდა შტრაუსმა მეუღლის დატოვებაზე უარი თქვა. მოგვიანებით კი ხალხმა დაინახა, როგორ იდგა წყვილი "ტიტანიკის" გემბანზე ხელჩაკიდებული იმ დროს, როცა გემი იძირებოდა.

შტრაუსების ისტორია "ტიტანიკის" 1997 წლის ფილმში ჯეიმს კამერონმა უკვდავყო. ფილმის კადრებში ხანდაზმულ წყვილს ვხედავთ, რომლებიც ჩახუტებულები წვანან საწოლში, პარალელურად კი მათი კაბინა წყლით ივსება.

ისიდორ შტრაუსის ცხედარი ზღვაში "ტიტანიკის" ჩაძირვიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ იპოვეს, იდას ნეშტი კი, სამწუხაროდ, დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.

წყარო: nytimes

ნახეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა