პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილმა დაძლია დემენცია, რომელიც მანამდე ითვლებოდა დაუძლეველ დაავადებად. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სრული ფარსი იყო" - კობახიძე
"სააკაშვილმა დაძლია დემენცია, რომელიც მანამდე ითვლებოდა დაუძლეველ დაავადებად. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სრული ფარსი იყო" - კობახიძე

სა­ა­კაშ­ვილ­მა დაძ­ლია დე­მენ­ცია, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ით­ვლე­ბო­და და­უძ­ლე­ველ და­ა­ვა­დე­ბად. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ სრუ­ლი ფარ­სი იყო, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში შე­საძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბას.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ გან­მარ­ტა, ბოლო 600 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი თა­ვის დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ახ­დი­ნა და სა­კუ­თა­რი თავი კი­დევ ერთხელ, რო­გორც მა­ტყუ­ა­რამ წარ­მო­ა­ჩი­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე მი­იჩ­ნევს, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კა­ზე გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს.

"პირ­და­პირ გვა­ტყუ­ებ­დნენ, თან - ვინ, გა­იხ­სე­ნეთ. მთე­ლი ოპო­ზი­ცია რომ იყო ჩარ­თუ­ლი, გა­სა­გე­ბია, "ენ­ჯე­ო­ე­ბი“ რომ იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი, ესეც გა­სა­გე­ბია, ოპო­ზი­ცი­ის ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბიც რომ იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი, ესეც გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ამ ფარსში ჩარ­თუ­ლი იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ერ­ქვა, მისი ექი­მე­ბი - ადა­მი­ა­ნებს ექი­მე­ბი ერ­ქვათ და პირ­და­პირ იტყუ­ე­ბოდ­ნენ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე, უცხო­ე­ლე­ბი. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში მოხ­ვდა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ნა­წე­რი და ა.შ. ეს რა თქმა უნდა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ძა­ლი­ან დიდი ტყუ­ი­ლი იყო და ამ ტყუ­ილ­ში შეგ­ნე­ბუ­ლად იყო თი­თო­ე­უ­ლი ეს სუ­ბი­ექ­ტი ჩარ­თუ­ლი, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. მათ რომ ღირ­სე­ბა ჰქონ­დეთ, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბო­დიშს მო­უხ­დიდ­ნენ იმის­თვის, რომ ამ ტყუ­ილ­ში და ფარსში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი. თუმ­ცა, ვხე­დავთ, რომ არა­ვი­თა­რი ბო­დი­ში მათ­გან არ ის­მის, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ მთლი­ა­ნად პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბით იყო ნა­კარ­ნა­ხე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩარ­თვას, ვე­რა­ვი­თა­რი - ვერც ასე­თი, ვერც ისე­თი გავ­ლე­ნა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვას ვერ ექ­ნე­ბა. მათ შო­რის, იმის გამო, რომ მან გან­სა­კუთ­რე­ბით, ამ ბოლო 600 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ახ­დი­ნა სა­კუ­თა­რი თა­ვის დის­კრე­დი­ტა­ცია, მან სა­კუ­თა­რი თავი წარ­მო­ა­ჩი­ნა კი­დევ ერთხელ, რო­გორც მა­ტყუ­ა­რამ, ეს ისე­დაც იცო­და მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ, მაგ­რამ ასე­თი ტყუ­ი­ლი აკად­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ამის შემ­დეგ შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ მის­მა პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბამ პო­ლი­ტი­კა­ზე რამე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
1

ეს კაცი ბრუნდება პოლიტიკაში?

ლილი
0

აბა ეგ ყოფილა მსოფლიოს მერვე საოცრება და დემენციანების იმედი!! სასწრაფოდ გააგზავნეთ ლაბორატორიაში გამოსაკვლევად 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"სააკაშვილმა დაძლია დემენცია, რომელიც მანამდე ითვლებოდა დაუძლეველ დაავადებად. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სრული ფარსი იყო" - კობახიძე

"სააკაშვილმა დაძლია დემენცია, რომელიც მანამდე ითვლებოდა დაუძლეველ დაავადებად. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სრული ფარსი იყო" - კობახიძე

სააკაშვილმა დაძლია დემენცია, რომელიც მანამდე ითვლებოდა დაუძლეველ დაავადებად. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სრული ფარსი იყო, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას.

როგორც კობახიძემ განმარტა, ბოლო 600 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა და საკუთარი თავი კიდევ ერთხელ, როგორც მატყუარამ წარმოაჩინა. შესაბამისად, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს.

"პირდაპირ გვატყუებდნენ, თან - ვინ, გაიხსენეთ. მთელი ოპოზიცია რომ იყო ჩართული, გასაგებია, "ენჯეოები“ რომ იყვნენ ჩართული, ესეც გასაგებია, ოპოზიციის ტელევიზიებიც რომ იყვნენ ჩართული, ესეც გასაგებია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ფარსში ჩართული იყო ადამიანი, რომელსაც სახალხო დამცველი ერქვა, მისი ექიმები - ადამიანებს ექიმები ერქვათ და პირდაპირ იტყუებოდნენ ამ თემასთან დაკავშირებით, ასევე, უცხოელები. ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდა ამასთან დაკავშირებით ჩანაწერი და ა.შ. ეს რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ძალიან დიდი ტყუილი იყო და ამ ტყუილში შეგნებულად იყო თითოეული ეს სუბიექტი ჩართული, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მათ რომ ღირსება ჰქონდეთ, ქართულ საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით ბოდიშს მოუხდიდნენ იმისთვის, რომ ამ ტყუილში და ფარსში იყვნენ ჩართული. თუმცა, ვხედავთ, რომ არავითარი ბოდიში მათგან არ ისმის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მთლიანად პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახები.

რაც შეეხება პოლიტიკაში სააკაშვილის ჩართვას, ვერავითარი - ვერც ასეთი, ვერც ისეთი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვას ვერ ექნება. მათ შორის, იმის გამო, რომ მან განსაკუთრებით, ამ ბოლო 600 დღის განმავლობაში მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია, მან საკუთარი თავი წარმოაჩინა კიდევ ერთხელ, როგორც მატყუარამ, ეს ისედაც იცოდა მოსახლეობის უმრავლესობამ, მაგრამ ასეთი ტყუილი აკადრა საზოგადოებას. ამის შემდეგ შეუძლებელია, რომ მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ პოლიტიკაზე რამე გავლენა მოახდინოს“, - განაცხადა კობახიძემ.