ავტორი:

"სირცხვილია მათთან წაგება, ვინმეს სახელი მაინც გსმენიათ?“ - პორტუგალიელები ნაკრების მარცხით შოკში არიან: გამოხმაურებები სოციალური ქსელიდან

"სირცხვილია მათთან წაგება, ვინმეს სახელი მაინც გსმენიათ?“ - პორტუგალიელები ნაკრების მარცხით შოკში არიან: გამოხმაურებები სოციალური ქსელიდან

ევროპის 21-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატი, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა საქართველოა, სენსაციით დაიწყო. ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ვიცე ჩემპიონის და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის, პორტუგალიის დამარცხება შეძლო, ანგარიშით - 2-0.

ქართველების გამარჯვება ყველასთვის მოულოდნელი იყო და გასაკვირი არ არის, რომ ამ ამბავს მსოფლიოს სპორტული გამოცემები ვრცელ სტატიებს უძღვნიან. ჩვენი ნაკრების თამაშს UEFA-ს ოფიციალურ საიტზე "შოკისმომგვრელს უწოდებენ.

  • "ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველომ შოკი მოახდინა ჯგუფურ ეტაპზე, სადებიუტო მატჩში გაიტანა ორი გოლი და დაამარცხა პორტუგალიის ნაკრები. თბილისში 25 000 გულშემატკივრის წინაშე ევროპის ჩემპიონატის სამგზის ფინალისტი დომინირებდა, მაგრამ უპირატესობა გოლებში არ გარდასახულა.“ - ვკითხულობთ უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე

გამარჯვებას შეჩვეული პორტუგალიის ნაკრების გულშემატკივარი განაწყენებულია და თავიანთ გუნდს აკრიტიკებენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი საქართველოს მიმართ საქებ სიტყვებსაც არ იშურებს და აღნიშნავენ, რომ მასპინძელთა გუნდმა ეს გამარჯვება დაიმსახურა.

“ისეთი დასაწყისი არ არის, როგორიც ჩვენ გვსურდა, მაგრამ ახლა მომდევნო მატჩზე ვართ კონცენტრირებულები“, - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

"საქართველოს ვერ უგებთ და გგონიათ, ესპანეთის და ბელგიის დამარცხება შეგიძლიათ?"

"რონალდუ ჯუნიორი მაინც დაიმატეთ“.

"არ არის რონალდუ, არ არის გამარჯვება“

"პატივისცემა საქართველოს, მათ დაიმსახურეს გამარჯვება“.

"სირცხვილია, ქართველი ფეხბურთელებიდან ვინმეს სახელი მაინც გსმენიათ?“

"ყველა ქართველი ფეხბურთელების სახელებს ვგუგლავთ“.

"ეს რა თაობაა, ვერ ვიჯერებ, რომ საქართველოსთან წააგეს“.

"ქართველები უფრო გუნდურად თამაშობდნენ და კოლექტიურად ჩვენზე ძლიერები იყვნენ", - წერენ პორტუგალიელები კომენტარებში.

ცნობისთვის, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩვენს ჯგუფში პორტუგალიის გარდა ბელგია და ნიდერლანდები არიან. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 24 ივნისს ბელგიის წინააღმდეგ გამართავს.

ნახეთ ასევე: