მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

თამაში უშეცდომოდ, 2 შანსი და 2 გოლი - პორტუგალია დამარცხებულია: საქართველო ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს სასწაულით იწყებს

თამაში უშეცდომოდ, 2 შანსი და 2 გოლი - პორტუგალია დამარცხებულია: საქართველო ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს სასწაულით იწყებს

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 დაამარცხა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ტაიმში შემტევი მეტოქის გუნდი იყო, თუმცა ჩვენები თავს კარგად იცავდნენ.

პირველი ტაიმის შუაში ანგარიშის გახსნა გიორგი გაგუამ შეძლო. წიტაიშვილის მიერ ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლა არაუხოს მოუგო და ბიაის კარი დალაშქრა.

სტუმრებმა კარში პირველად მხოლოდ 43-ე წუთზე დაარტყეს, როდესაც სოუზას გასროლილი მეკარე კუტალაძემ მოიგერია. კომპენსირებულ დროში კი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთი საზონოვმა პორტუგალიელთა კარში შეაგდო.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, აქაც შეხვედრა პორტუგალიელების უპირატესობით დაიწყო. ტაიმის დაწყებიდან 10 წუტში მათ უკვე ორი საგოლე მომენტი ჰქონდათ შექმნილი ქართველების კარში. შეიძლება ითქვას, რომ ბურთიოს ფლობა 70/30-ზე იყო, მეტოქის სასარგებლოდ, თუმცა საბედნიეროდ ჩვენებმა თავის დაცვა შეძლეს.

საბოლოოდ ანგარიში მეორე ტაიმში არ შეიცვალა და საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება გაიფორმა. საქართველოს ნაკრები დღევანდელი გამარჯვების შემდეგ A ჯგუფის ლიდერია.

უნდა აღნიშოს დღეს საქართველოს ნაკრებს უძლიერეს მეტოქესთან უწევდა შეხვედრა. პორტუგალიის ნაკრებს ბოლო ჩატარებული 40 თამაშიდან მოგებული აქვს 36 თამაში და მათი უმეტესობა დიდი ანგარიშით. აქვე უნდა ითქვას, რომ 6 წლის წინ პორტუგალიის ნაკრები ევროპის ვიცე ჩემპიონი გახდა.

წაიკითხეთ ასევე: