ავტორი:

საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ პორტუგალიას 2:0 ამარცხებს

საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ პორტუგალიას 2:0 ამარცხებს

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 2:0 ამარცხებს. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად შემტევი მეტოქის გუნდი იყო, თუმცა ჩვენები თავს კარგად იცავდნენ.

პირველი ტაიმის შუაში ანგარიშის გახსნა გიორგი გაგუამ შეძლო. წიტაიშვილის მიერ ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლა არაუხოს მოუგო და ბიაის კარი დალაშქრა.

სტუმრებმა კარში პირველად მხოლოდ 43-ე წუთზე დაარტყეს, როდესაც სოუზას გასროლილი მეკარე კუტალაძემ მოიგერია. კომპენსირებულ დროში კი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთი საზონოვმა პორტუგალიელთა კარში შეაგდო.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი დღეს დაიწყო. ჩვენებმა პირველი მატჩი პორტუგალიელ ახალგაზრდებთან შეხვედრით დაიწყეს. მოგეხსენებათ, ჯგუფში ნიდერლანდებისა და ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრებებიც არიან.

ეროვნული ნაკრებიდან გუნდს 5 ფეხბურთელი შეუერთდა - მამარდაშვილი, აზაროვი, გოჩოლეიშვილი, გაგნიძე და დავითაშვილი.

წაიკითხეთ ასევე: