მცხეთასთან ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, კედელს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანა აფეთქდა.
როგორც AMBEBi.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.