გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გონიოში, შავი ზღვის მიერ გამორიყული მკვდარი ცხოველი, დელფინია.
როგორც "ინტერპრესნიუს" სააგენტოში განუცხადეს, მსგავსი ფაქტი ზაფხულის სეზონზე ყოველწლიურად ხდება და ახალი არ არის.
გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ყოველ წელს მსგავსი ფაქტების გამომწვევი მიზეზი სხვა და სხვაა, რის გამოც წელიწადში ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება, ძირითადად კი ზაფხულში.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე სპეციალური ჯგუფი იმყოფებოდა, რომელმაც შავი ზღვის მიერ გამორიყული 1 დელფინი აღმოაჩინა. ამ დროისთვის, გამორიყული დელფინის დათვალიერება და გამომწვევი მიზეზების დადგენა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც მოქალქის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გამორიყა შავმა ზღვამ მკვდარი ცხოველი.
წაიკითხეთ ასევე: