მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზემო ლარსზე ეკონომიკური ბლოკადის რღვევა ხორციელდება, რომელიც ევროპის ქვეყნებმა დაგვიწესეს" - რუსეთის საბაჟო სამსახური
"ზემო ლარსზე ეკონომიკური ბლოკადის რღვევა ხორციელდება, რომელიც ევროპის ქვეყნებმა დაგვიწესეს" - რუსეთის საბაჟო სამსახური

რუ­სეთ­მა და­სავ­ლე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი ბლო­კა­და გა­არ­ღვია. „რია ნო­ვოს­ტის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ბა­ჟო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა რუს­ლან და­ვი­დოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

"ზემო ლარსზე, ამ­ჟა­მად, ეკო­ნო­მი­კუ­რი ბლო­კა­დის რღვე­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­მა დაგ­ვი­წე­სეს. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია „ჩრდი­ლო­ეთ-სამ­ხრე­თის“ დე­რეფ­ნით 15 მი­ლი­ო­ნი ტონა ტვირ­თის გა­ტა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მან.

და­ვი­დო­ვის თქმით, გა­სულ წელს 5.5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის სა­ბა­ჟო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­გი­ონ­ში სა­ბა­ჟოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი 5,6 მი­ლი­ო­ნი ტონა ტვირ­თი და­ა­მუ­შა­ვეს, ხოლო მიმ­დი­ნა­რე წლის იმა­ვე პე­რი­ოდ­ში - უკვე 7,8 მი­ლი­ო­ნი ტონა.

„ვფიქ­რობ, რომ წელს ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში 15 მი­ლი­ო­ნი ტონა ბრუნ­ვას გა­და­ვა­ჭარ­ბებთ. მხო­ლოდ ზემო ლარსში გვაქვს სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვის 20 პრო­ცენტზე მეტი ზრდა, - გა­ნა­ცხა­და სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა.

სა­ბა­ჟო სამ­სა­ხურ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 15 ივ­ნისს სატ­ვირ­თო ტრან­სპორ­ტის­თვის და­მა­ტე­ბი­თი კონ­ტრო­ლის ხა­ზე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა­ზე, ყო­ველ­დღი­უ­რად, სა­შუ­ა­ლოდ, და­ახ­ლო­ე­ბით, 1,2 ათა­სი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა გა­დის, ხოლო რე­კონ­სტრუქ­ცი­ამ­დე - ათას­ზე ნაკ­ლე­ბი გა­დი­ო­და.

და­ვი­დო­ვი დღეს ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ზემო ლარ­სის სა­გუ­შა­გოს ეწ­ვია. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახლა ზემო ლარსზე 39 ზო­ლია: 12 სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბის­თვის, ორი ავ­ტო­ბუ­სე­ბის­თვის, ერთი სა­რე­ზერ­ვო და 24 მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
2

დეგნანმა თუ გაიგო მოგიგზავნით ჯაფარიძეს და მერე ნახეთ ეკონომიკური რღვევა ))))

აფერისტობა # 1
19

ა,ბატონო თავისი პირით აღიარეს რაშისტებმა,,,,,,ტვ-იმედი ტყუილად იფიცება პრემიერის მზეს,რომ ლარსიდან არაფერი შესდით,,,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ზემო ლარსზე ეკონომიკური ბლოკადის რღვევა ხორციელდება, რომელიც ევროპის ქვეყნებმა დაგვიწესეს" - რუსეთის საბაჟო სამსახური

"ზემო ლარსზე ეკონომიკური ბლოკადის რღვევა ხორციელდება, რომელიც ევროპის ქვეყნებმა დაგვიწესეს" - რუსეთის საბაჟო სამსახური

რუსეთმა დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადა გაარღვია. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან დავიდოვმა განაცხადა.

"ზემო ლარსზე, ამჟამად, ეკონომიკური ბლოკადის რღვევა ხორციელდება, რომელიც ევროპის ქვეყნებმა დაგვიწესეს. ჩვენ შეგვიძლია „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნით 15 მილიონი ტონა ტვირთის გატარება“, - განაცხადა მან.

დავიდოვის თქმით, გასულ წელს 5.5 თვის განმავლობაში, ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო ადმინისტრაციის რეგიონში საბაჟოს თანამშრომლებმა ორივე მიმართულებით მიმავალი 5,6 მილიონი ტონა ტვირთი დაამუშავეს, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში - უკვე 7,8 მილიონი ტონა.

„ვფიქრობ, რომ წელს ჩრდილოეთ კავკასიაში 15 მილიონი ტონა ბრუნვას გადავაჭარბებთ. მხოლოდ ზემო ლარსში გვაქვს სავაჭრო ბრუნვის 20 პროცენტზე მეტი ზრდა, - განაცხადა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.

საბაჟო სამსახურში განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის 15 ივნისს სატვირთო ტრანსპორტისთვის დამატებითი კონტროლის ხაზების ამოქმედების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთაზე, ყოველდღიურად, საშუალოდ, დაახლოებით, 1,2 ათასი სატვირთო მანქანა გადის, ხოლო რეკონსტრუქციამდე - ათასზე ნაკლები გადიოდა.

დავიდოვი დღეს ჩრდილოეთ ოსეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ზემო ლარსის საგუშაგოს ეწვია. უწყების ინფორმაციით, ახლა ზემო ლარსზე 39 ზოლია: 12 სატვირთო მანქანებისთვის, ორი ავტობუსებისთვის, ერთი სარეზერვო და 24 მსუბუქი ავტომობილებისთვის.