საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ელტონ ჯონზე კი არ ვამბობთ უარს, ელტონ ჯონი არაჩვეულებრივი შემოქმედია... ხვალ შეიძლება მეც წავიდე ელტონ ჯონის კონცერტზე" - კობახიძე
"ჩვენ ელტონ ჯონზე კი არ ვამბობთ უარს, ელტონ ჯონი არაჩვეულებრივი შემოქმედია... ხვალ შეიძლება მეც წავიდე ელტონ ჯონის კონცერტზე" - კობახიძე

ბავ­შვებ­ში LGBT პრო­პა­გან­და კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს, რომ ჩვენ ამას და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, LGBT პრო­პა­გან­დას ძა­ლი­ან ფარ­თო მხარ­და­ჭე­რა აქვს და იმე­დოვ­ნებს, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ არ იქ­ნე­ბა წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ასე­თი მო­თხოვ­ნა, რომ ბავ­შვებ­ში LGBT პრო­პა­გან­დას და­უ­ჭი­რონ მხა­რი.

„სტა­ტის­ტი­კა ვნა­ხეთ: ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, 18-დან 25 წლამ­დე მო­სახ­ლე­ო­ბის 20% არის LGBT პირი, საფ­რან­გეთ­ში - 22%, არი­ან ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც კი­დევ უფრო მა­ღა­ლია მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. თა­ვის დრო­ზე, ჩვენ გვიმ­ტკი­ცებ­დნენ, რომ პრო­პა­გან­დას გავ­ლე­ნა ვერ ექ­ნე­ბო­და ადა­მი­ა­ნის ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ტყუ­ი­ლია. პრო­პა­გან­დას, რა თქმა უნდა გავ­ლე­ნა აქვს ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვა­ზე, ამის და­დას­ტუ­რე­ბაა ის სტა­ტის­ტი­კა, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნდა. ეს რა თქმა უნდა, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. ჩვენ ხაზ­გას­მით უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ პრო­პა­გან­და კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც ამ პრო­პა­გან­დის ად­რე­სა­ტე­ბი არი­ან ბავ­შვე­ბი. ბავ­შვებ­ში LGBT პრო­პა­გან­და კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს, რომ ჩვენ ამას და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩო­ე­ბის ფარ­გლებ­ში. ჩვენ ვხე­დავთ, რომ სამ­წუ­ხა­როდ, LGBT პრო­პა­გან­დას ძა­ლი­ან ფარ­თო მხარ­და­ჭე­რა აქვს. იმე­დი გვაქვს, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ არ იქ­ნე­ბა წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ასე­თი მო­თხოვ­ნა, რომ ბავ­შვებ­ში LGBT პრო­პა­გან­დას და­ვუ­ჭი­როთ მხა­რი. ეს ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. ეს­ტო­ნეთ­ში გუ­შინ და­კა­ნონ­და ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბა და ამას მოჰ­ყვა ძა­ლი­ან ხმა­მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მხრი­დან“, - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

გარ­და ამი­სა, მან „მაკ­დო­ნალდსთან“ და­კავ­ში­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბუკ­ლე­ტებ­ში ბავ­შვებს LGBT პრო­პა­გან­და შე­ა­პა­რეს.

„ჩვენ ელ­ტონ ჯონ­ზე კი არ ვამ­ბობთ უარს, ელ­ტონ ჯონი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­მოქ­მე­დია, ხე­ლო­ვა­ნი, ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემთ, რო­გორც ხე­ლო­ვანს. ბრო­შუ­რა და კონ­ცერ­ტი რა შუ­ა­შია? ხვა­ლაც მო­ვუ­წო­დებ, რომ თუ სად­მე იქ­ნე­ბა კონ­ცერ­ტი, ამ კონ­ცერ­ტზე წა­ვიდ­ნენ. რა შუ­ა­შია ელ­ტონ ჯო­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­თან? სა­უ­ბა­რია, რომ ბუკ­ლე­ტებ­ში ბავ­შვებს შე­ა­პა­რეს LGBT პრო­პა­გან­და, კონ­კრე­ტუ­ლი ჩა­ნა­წე­რი იყო, რო­მე­ლიც LGBT პრო­პა­გან­დას შე­ი­ცავ­და. ხვალ შე­იძ­ლე­ბა მეც წა­ვი­დე ელ­ტონ ჯო­ნის კონ­ცერ­ტზე “, - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ZAZA
2

რა გვეელტონ ჯონება. ბლექსი არენას შენახვა რა გვიჯდება კითხეთ ბიძოს ეგონა ბერა გაავსებდა დარბაზს და იმას ფეხებზე კიდია ბლექსიც, საქართველოც და საერთოდ თავის ოჯახი და მასხარაობა აინტერესებს. რაც შეგვეხება ჩვენ გვიმუშავია და გვიშრომია იმ საზოგადოებისათვის ვისაც შეუძლია ელტონ ჯონის კონცერტზე დასწრება.. ფინანსებს ვგულისხმობ. მე პირადად ჭიათურა და ონკო ბავშვების ბედი მაწუხებს ნეტა თუ გააგზავნა სამკურნალო ჩვენმა ირაკლი პირველმა მეორეს ზუსტად მოუხდება ელტონ ჯონის კონცერტზე დასწრება აბა ატოცში ხომ არ წავა...იქ რა ესაქმება. 

თორნიკე
6

აი ვინ რაც უნდა ის თქვას. მთავრობის პოზიცია არის სწორი. მიუღებელია პროპაგანდა ბავშვებში. მართლაც და ყველამ ვინც აქ ოპერირებს მოერგოს ჩვენ საზოგადოებას და ნუ ცდილობს თავიანთი იდეებისა და მიდგომების თავს მოხვევას. ყველას აქვს თავისი ცხოვრება და ხოდა ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს. 

ავტორი:

"ჩვენ ელტონ ჯონზე კი არ ვამბობთ უარს, ელტონ ჯონი არაჩვეულებრივი შემოქმედია... ხვალ შეიძლება მეც წავიდე ელტონ ჯონის კონცერტზე" - კობახიძე

"ჩვენ ელტონ ჯონზე კი არ ვამბობთ უარს, ელტონ ჯონი არაჩვეულებრივი შემოქმედია... ხვალ შეიძლება მეც წავიდე ელტონ ჯონის კონცერტზე" - კობახიძე

ბავშვებში LGBT პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ ამას დავუპირისპირდეთ სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, LGBT პროპაგანდას ძალიან ფართო მხარდაჭერა აქვს და იმედოვნებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება წამოყენებული ასეთი მოთხოვნა, რომ ბავშვებში LGBT პროპაგანდას დაუჭირონ მხარი.

„სტატისტიკა ვნახეთ: ამერიკის შეერთებულ შტატებში, 18-დან 25 წლამდე მოსახლეობის 20% არის LGBT პირი, საფრანგეთში - 22%, არიან ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო მაღალია მაჩვენებელი. თავის დროზე, ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ პროპაგანდას გავლენა ვერ ექნებოდა ადამიანის ორიენტაციაზე. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილია. პროპაგანდას, რა თქმა უნდა გავლენა აქვს ადამიანების ქცევაზე, ამის დადასტურებაა ის სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა. ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ჩვენ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, მითუმეტეს, როდესაც ამ პროპაგანდის ადრესატები არიან ბავშვები. ბავშვებში LGBT პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ ამას დავუპირისპირდეთ სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, LGBT პროპაგანდას ძალიან ფართო მხარდაჭერა აქვს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება წამოყენებული ასეთი მოთხოვნა, რომ ბავშვებში LGBT პროპაგანდას დავუჭიროთ მხარი. ეს ჩვენთვის მიუღებელი იქნებოდა. ესტონეთში გუშინ დაკანონდა ერთსქესიანთა ქორწინება და ამას მოჰყვა ძალიან ხმამაღალი შეფასებები კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან“, - აღნიშნა კობახიძემ.

გარდა ამისა, მან „მაკდონალდსთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბუკლეტებში ბავშვებს LGBT პროპაგანდა შეაპარეს.

„ჩვენ ელტონ ჯონზე კი არ ვამბობთ უარს, ელტონ ჯონი არაჩვეულებრივი შემოქმედია, ხელოვანი, ძალიან დიდ პატივს ვცემთ, როგორც ხელოვანს. ბროშურა და კონცერტი რა შუაშია? ხვალაც მოვუწოდებ, რომ თუ სადმე იქნება კონცერტი, ამ კონცერტზე წავიდნენ. რა შუაშია ელტონ ჯონის შემოქმედება ამ ყველაფერთან? საუბარია, რომ ბუკლეტებში ბავშვებს შეაპარეს LGBT პროპაგანდა, კონკრეტული ჩანაწერი იყო, რომელიც LGBT პროპაგანდას შეიცავდა. ხვალ შეიძლება მეც წავიდე ელტონ ჯონის კონცერტზე “, - აღნიშნა კობახიძემ.

ასევე იხილეთ: