ავტორი:

"რატომ უნდა იყოს ელტონ ჯონის ჩამოყვანა პროპაგანდა, როდესაც ადამიანი არის მომღერალი და კონცერტი აქვს? - რატი ბრეგაძე

"რატომ უნდა იყოს ელტონ ჯონის ჩამოყვანა პროპაგანდა, როდესაც ადამიანი არის მომღერალი და კონცერტი აქვს? - რატი ბრეგაძე

ელტონ ჯონის რომელ წიგნზე საუბრობთ? არ მინახავს ეს წიგნები და შინაარსი ზუსტად არ ვიცი, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ "მაკდონალდის“ მიერ მომღერალ ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი, ბავშვებში ლგბტ პროპაგანდას ხელს უწყობს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, "მაკდონალდსის“ წიგნების შინაარსის შესახებ არ იცის.

"ელტონ ჯონის რომელ წიგნზე საუბრობთ? არ მინახავს ეს წიგნები და შინაარსი ზუსტად არ ვიცი...ელტონ ჯონის ჩამოყვანა არის, თუ არა პროპაგანდა? რატომ უნდა იყოს პროპაგანდა, როდესაც ადამიანი არის მომღერალი, ჩამოდის და კონცერტი აქვს, რა შუაშია პროპაგანდა... არ ვიცი "მაკდონალდსის" წიგნების შინაარსი“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იხილეთ ასევე: