პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიბლიური წვიმა" გლაზგოში და მოედნის თანამშრომლები საწმენდი ჯოხებით - რას წერს მედია და როგორ ეხმიანებიან შოტლანდიელები სიურეალისტურ მატჩს
"ბიბლიური წვიმა" გლაზგოში და მოედნის თანამშრომლები საწმენდი ჯოხებით - რას წერს მედია და როგორ ეხმიანებიან შოტლანდიელები სიურეალისტურ მატჩს

"ევრო 2024-ის" საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მატ­ჩი 20 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა სტუმ­რად, შოტ­ლან­დი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თა. ჩვენ­მა გუნ­დმა თა­მა­ში ან­გა­რი­შით 0-2 დათ­მო, თუმ­ცა სა­ფეხ­ბურ­თო სა­ღა­მო ისე­თი სი­უ­რე­ა­ლის­ტუ­რი გა­მოდ­გა, რომ წა­გე­ბუ­ლი თა­მა­ში უმე­ტე­სო­ბას ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა დარ­ჩა. შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი არის აქ­ცენ­ტი ვინ­მემ არ მი­მარ­თოს იმ გა­რე­მო­ზე, სა­დაც სპორ­ტსმე­ნებს თა­მა­ში მო­უ­წი­ათ.

მატ­ჩი გლაზ­გო­ში, Hampden Park-ზე გა­ი­მარ­თა. კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მის გამო მო­ედ­ნის სა­ფა­რი ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, რომ თა­მა­შის გაგ­რძე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და.

ამი­ტომ, მატ­ჩის მთა­ვარ­მა არ­ბიტრმა, მატ­ჩის და­წყე­ბი­დან მე­ა­თე წუთ­ზე, თა­მა­შის რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­და­დე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მინ­დორ­ზე კი მო­ედ­ნის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს უხ­მეს, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, შოტ­ლან­დი­ე­ლე­ბის­თვის თა­მა­შის მთა­ვა­რი გმი­რე­ბიც კი იყ­ვნენ, რად­გან თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობ­დნენ მინ­დვ­რის წყლის­გან გა­საწ­მენ­დად (ცნო­ბის­თვის, რო­დე­საც თა­მა­ში შე­ჩერ­და, მე­ტო­ქე უკვე 0-1-ს გვი­გებ­და, თა­მა­შის გა­და­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს გოლი გა­უქ­მდე­ბო­და, ამი­ტომ შოტ­ლან­დი­ე­ლე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ მატ­ჩი გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო).

მარ­თა­ლია, ეს ბი­ჭე­ბი არა­ერ­თი სა­ხა­ლი­სო მი­მის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო გახ­დნენ, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, თა­ვი­ან­თი საყ­ვა­რე­ლი გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლებს მათი მონ­დო­მე­ბის შემ­ხედ­ვა­რე, არა­თუ შე­უ­ნარ­ჩუნ­დათ ის მუხ­ტი, რომ­ლი­თაც მატ­ჩი და­ი­წყეს, არა­მედ კი­დევ უფრო გა­უმ­ძაფ­რდათ და ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­ჯვე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია შოტ­ლან­დი­ე­ლი ქო­მა­გიც. მი­უ­ხე­და­ვად წვი­მი­სა, მათ სტა­დი­ო­ნი არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ და თე­მა­ტუ­რად, ტრე­ვის სკო­ტის სიმ­ღე­რას, why does it always rain on me (ყო­ველ­თვის მე რა­ტომ მაწ­ვიმს) მღე­როდ­ნენ.

მატ­ჩის ბო­ლოს, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, შოტ­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა სტივ კლარ­კმა მო­ედ­ნის პერ­სო­ნა­ლი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი შე­ა­ქო.

"აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­სა­უბ­რო გულ­შე­მატ­კი­ვარ­ზე. ვნა­ხეთ, რამ­დენ­ჯერ მო­უ­წი­ათ ფეხ­ბურ­თე­ლებს გა­სა­ხუ­რებ­ლად გა­მოს­ვლა და ყო­ველ­თვის, როცა გა­მო­დი­ოდ­ნენ, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მღე­რო­და და აც­ნო­ბებ­და მო­თა­მა­შე­ებს, რომ იქ იყ­ვნენ მათ და­სახ­მა­რებ­ლად, მხარ­და­სა­ჭე­რად. შე­იძ­ლე­ბო­და ად­ვი­ლი ყო­ფი­ლი­ყო ხალ­ხის­თვის გაქ­ცე­ვა, მაგ­რამ დარ­ჩნენ გუნდთან და ჩვენ ამას ძა­ლი­ან ვა­ფა­სებთ", - თქვა სტივ კლარ­კმა.

კლარ­კმა ასე­ვე იმ ბი­ჭებ­ზეც ისა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც თავ­გან­წირ­ვით მუ­შა­ობ­დნენ, რათა მო­ე­და­ნი წყლის­გან გა­ეწ­მინ­დათ. ამ საქ­მე­ში მო­ხა­ლი­სე­ე­ბად მო­ე­დან­ზე მყო­ფი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბიც ჩა­ერ­თნენ. მწვრთნე­ლის თქმით, შოტ­ლან­დი­ის გა­მარ­ჯვე­ბა დიდ­წი­ლად ამ ბი­ჭე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

გუ­შინ­დელ მატჩს არა­ერ­თმა გა­მო­ცე­მამ სტა­ტია მი­უ­ძღვნა. წვი­მის გამო თა­მა­შის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ წერ­დნენ "რო­ი­ტერ­სი", "ბი­ბი­სი", "გარ­დი­ა­ნი" და სხვე­ბი.

"ბიბ­ლი­უ­რი წვი­მის" გამო შე­ჩე­რე­ბულ თა­მაშ­ში გა­მარ­ჯვე­ბა შოტ­ლან­დი­ამ მო­ი­პო­ვა", - წერს "გარ­დი­ა­ნი".

გარ­და ამი­სა, ამ დრომ­დე ეს თა­მა­ში "ტვი­ტერ­ზე" მთა­ვა­რი ტრენ­დია. ჩვენ­მა მკი­თხველ­მა უკვე იცის, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ქარ­თულ სივ­რცე­ში წყლით სავ­სე სტა­დი­ო­ნის თე­მა­ზე არა­ერ­თი ხუმ­რო­ბა და­ი­წე­რა. ამ თე­მას არა­ერ­თი პოს­ტი მი­ე­ძღვნა შოტ­ლან­დი­ა­შიც.

• შოტ­ლან­დია-სა­ქარ­თვე­ლო: პირ­ვე­ლი ტა­ი­მის "ჰა­ი­ლა­ი­თი":

• მხო­ლოდ შოტ­ლან­დი­ა­ში ვი­ყე­ნებთ ამას მო­ედ­ნის გა­საშ­რო­ბად:

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო A ჯგუფ­ში ას­პა­რე­ზობს. ამ ჯგუფ­ში ასე­ვე არი­ან შოტ­ლან­დია, ეს­პა­ნე­თი, ნორ­ვე­გია და კვიპ­რო­სი. ამ მო­მენ­ტის­თვის 12 ქუ­ლით შოტ­ლან­დია ჯგუ­ფის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ლი­დე­რია, მე­ო­რე ად­გილ­ზეა სა­ქარ­თვე­ლო - 3 თა­მაშ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი 4 ქუ­ლით, მე­სა­მე ად­გილ­ზეა ნორ­ვე­გია, რო­მელ­საც 4 თა­მაშ­ში 4 ქულა და­უგ­როვ­და, მე­ო­თხე ად­გილ­ზე ორ თა­მაშ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი სამი ქუ­ლით ეს­პა­ნე­თია, ხოლო ბოლო ად­გილს კვიპ­რო­სი იკა­ვებს, რო­მელ­საც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამი მატ­ჩი­დან არ­ცერ­თი ქულა არ აქვს.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

ჩვენი ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა ვერაფერი გაიმეტა გარდა იმისა რომ თურმე ფეხბურთი მეტს იმსახურებს და პირველი ბურთის ჩვენ კარში მოხვედრას 100% სტიქიამ შეყწყო ხელი არაფერი.მოკითხვა შენ ფრანგ დედას. ჩაიდე ქართველ ხალხს დაწერებული ფული ჯიბეში ნაწილი დატოვე ფედერაციაში და დაახვიე საქართველოდან. შენნაირი 0 მწვრთნელი ჯერ არ ჩამუთრევიათ. ალბათ ყველაზე მეტს შენ დაგატოვებინებენ ფედერაციის ვირთხები

გუჯა
4

ერთია თუ როგორ ითამაშა ნაკრებმა, მაგრამ ეს უეფას წარმომადგენელი, მატჩის დირექტორი და არბიტრები საქართველოს ადგილზე გერმანია, იტალია ან ესპანეთი ყოფილიყო მოიქცეოდნენ ასე? მე ეჭვი მეპარება რომ ეს გრანდები აიძულებინათ ასეთ სტადიონზე გასულიყვნენ სათამაშოდ, მერე 5-ე წთ-ზე გოლის შემდეგ თამაში შეეწყვიტათ და ა.შ. შოტლანდია ძლიერია გასაგებია, მაგრამ სტადიონი რომ ნორმალური ყოფილიყო შეიძლება სულ სხვა თამაში გვენახა. ჩვენები ასე თუ ისე მაინც ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ და ვფიქრობ ჩვენ უფრო დავზარალდით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ბიბლიური წვიმა" გლაზგოში და მოედნის თანამშრომლები საწმენდი ჯოხებით - რას წერს მედია და როგორ ეხმიანებიან შოტლანდიელები სიურეალისტურ მატჩს

"ბიბლიური წვიმა" გლაზგოში და მოედნის თანამშრომლები საწმენდი ჯოხებით - რას წერს მედია და როგორ ეხმიანებიან შოტლანდიელები სიურეალისტურ მატჩს

"ევრო 2024-ის" საკვალიფიკაციო მატჩი 20 ივნისს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სტუმრად, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართა. ჩვენმა გუნდმა თამაში ანგარიშით 0-2 დათმო, თუმცა საფეხბურთო საღამო ისეთი სიურეალისტური გამოდგა, რომ წაგებული თამაში უმეტესობას ყურადღების მიღმა დარჩა. შეუძლებელიც კი არის აქცენტი ვინმემ არ მიმართოს იმ გარემოზე, სადაც სპორტსმენებს თამაში მოუწიათ.

მატჩი გლაზგოში, Hampden Park-ზე გაიმართა. კოკისპირული წვიმის გამო მოედნის საფარი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

ამიტომ, მატჩის მთავარმა არბიტრმა, მატჩის დაწყებიდან მეათე წუთზე, თამაშის რამდენიმე წუთით გადადების გადაწყვეტილება მიიღო. მინდორზე კი მოედნის მომსახურე პერსონალს უხმეს, რომლებიც შესაძლოა, შოტლანდიელებისთვის თამაშის მთავარი გმირებიც კი იყვნენ, რადგან თავდაუზოგავად მუშაობდნენ მინდვრის წყლისგან გასაწმენდად (ცნობისთვის, როდესაც თამაში შეჩერდა, მეტოქე უკვე 0-1-ს გვიგებდა, თამაშის გადადების შემთხვევაში, ეს გოლი გაუქმდებოდა, ამიტომ შოტლანდიელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ მატჩი გაგრძელებულიყო).

მართალია, ეს ბიჭები არაერთი სახალისო მიმის შთაგონების წყარო გახდნენ, მაგრამ ამავდროულად, თავიანთი საყვარელი გუნდის ფეხბურთელებს მათი მონდომების შემხედვარე, არათუ შეუნარჩუნდათ ის მუხტი, რომლითაც მატჩი დაიწყეს, არამედ კიდევ უფრო გაუმძაფრდათ და ყველაფერი გამარჯვებამდე მიიყვანეს.

აღსანიშნავია შოტლანდიელი ქომაგიც. მიუხედავად წვიმისა, მათ სტადიონი არ დაუტოვებიათ და თემატურად, ტრევის სკოტის სიმღერას, why does it always rain on me (ყოველთვის მე რატომ მაწვიმს) მღეროდნენ.

მატჩის ბოლოს, პრესკონფერენციაზე, შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა მოედნის პერსონალი და გულშემატკივარი შეაქო.

"აუცილებლად უნდა ვისაუბრო გულშემატკივარზე. ვნახეთ, რამდენჯერ მოუწიათ ფეხბურთელებს გასახურებლად გამოსვლა და ყოველთვის, როცა გამოდიოდნენ, გულშემატკივარი მღეროდა და აცნობებდა მოთამაშეებს, რომ იქ იყვნენ მათ დასახმარებლად, მხარდასაჭერად. შეიძლებოდა ადვილი ყოფილიყო ხალხისთვის გაქცევა, მაგრამ დარჩნენ გუნდთან და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ", - თქვა სტივ კლარკმა.

Rain stopped play at Hampden. 🎼 Why does it always rainnnn on meee? pic.twitter.com/q1SlnAB0dI
— Kelly Cates (@KellyCates) June 20, 2023

კლარკმა ასევე იმ ბიჭებზეც ისაუბრა, რომლებიც თავგანწირვით მუშაობდნენ, რათა მოედანი წყლისგან გაეწმინდათ. ამ საქმეში მოხალისეებად მოედანზე მყოფი გულშემატკივრებიც ჩაერთნენ. მწვრთნელის თქმით, შოტლანდიის გამარჯვება დიდწილად ამ ბიჭების დამსახურებაა.

გუშინდელ მატჩს არაერთმა გამოცემამ სტატია მიუძღვნა. წვიმის გამო თამაშის შეჩერების შესახებ წერდნენ "როიტერსი", "ბიბისი", "გარდიანი" და სხვები.

"ბიბლიური წვიმის" გამო შეჩერებულ თამაშში გამარჯვება შოტლანდიამ მოიპოვა", - წერს "გარდიანი".

გარდა ამისა, ამ დრომდე ეს თამაში "ტვიტერზე" მთავარი ტრენდია. ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ სოციალური ქსელების ქართულ სივრცეში წყლით სავსე სტადიონის თემაზე არაერთი ხუმრობა დაიწერა. ამ თემას არაერთი პოსტი მიეძღვნა შოტლანდიაშიც.

• შოტლანდია-საქართველო: პირველი ტაიმის "ჰაილაითი":

Only in scotland would we use a leaf blower to dry the pitch at #hampden #Scotlandvsgeorgia #Glasgow pic.twitter.com/E8UNFD5P3t
— Amy Robertson (@3v3rythingflows) June 20, 2023

• მხოლოდ შოტლანდიაში ვიყენებთ ამას მოედნის გასაშრობად:

Scotland vs Georgia 1st half highlights: #Scotlandvsgeorgia #scotland #Georgia #water pic.twitter.com/FmfnQw7hO0
— Zoe Marcell (@ZoeMarcell_) June 21, 2023

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო A ჯგუფში ასპარეზობს. ამ ჯგუფში ასევე არიან შოტლანდია, ესპანეთი, ნორვეგია და კვიპროსი. ამ მომენტისთვის 12 ქულით შოტლანდია ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია, მეორე ადგილზეა საქართველო - 3 თამაშში მოპოვებული 4 ქულით, მესამე ადგილზეა ნორვეგია, რომელსაც 4 თამაშში 4 ქულა დაუგროვდა, მეოთხე ადგილზე ორ თამაშში მოპოვებული სამი ქულით ესპანეთია, ხოლო ბოლო ადგილს კვიპროსი იკავებს, რომელსაც ჩატარებული სამი მატჩიდან არცერთი ქულა არ აქვს.

ნახეთ ასევე: