საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აუცილებელია უცხოელებს საქართველოს მოქალაქეების სუროგატ დედებად გამოყენება აეკრძალოთ, რადგან ხდება ბავშვების გაყვანა და არ ვიცით, ისინი რა მიზნით მიჰყავთ" - პრემიერი
"აუცილებელია უცხოელებს საქართველოს მოქალაქეების სუროგატ დედებად გამოყენება აეკრძალოთ, რადგან ხდება ბავშვების გაყვანა და არ ვიცით, ისინი რა მიზნით მიჰყავთ" - პრემიერი

მი­ვე­დით იმ დას­კვნამ­დე, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩა­ი­კე­ტოს და აეკ­რძა­ლოს უცხო­ელ მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სუ­რო­გატ დე­დე­ბად, რად­გან ეს უკონ­ტრო­ლოდ ხდე­ბა, არა­ვი­თა­რი რე­გუ­ლა­ცია არ არ­სე­ბობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხდე­ბა ბავ­შვე­ბის გაყ­ვა­ნა და ა.შ., - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მთავ­რო­ბა მოქ­მე­დებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და ამი­ტომ და­ა­ყე­ნეს ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ სუ­რო­გა­ცია დაშ­ვე­ბუ­ლი იყოს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. პრე­მი­ე­რის შე­ფა­სე­ბით, ეს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

"მე მო­ვის­მი­ნე ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა სუ­რო­გა­ცი­ის სა­კი­თხებს. ჩვენ გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ და შე­ვის­წავ­ლეთ თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ არც ერთ გან­ვი­თა­რე­ბულ ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­ში არ არის დაშ­ვე­ბუ­ლი სუ­რო­გა­ცია, მაგ­რამ ჩვენ მიდ­გო­მა შევ­ცვა­ლეთ, ასე­ვე სხვა, ჰიბ­რი­დუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბიც და­ვა­მუ­შა­ვეთ და მი­ვე­დით იმ დას­კვნამ­დე, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩა­ი­კე­ტოს და აეკ­რძა­ლოს უცხო­ელ მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სუ­რო­გატ დე­დე­ბად, რად­გან უკონ­ტრო­ლოდ ხდე­ბა, არა­ვი­თა­რი რე­გუ­ლა­ცია არ არ­სე­ბობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხდე­ბა ბავ­შვე­ბის გაყ­ვა­ნა და ა.შ. ძა­ლი­ან ბევ­რი რის­კი ახ­ლავს ამ პრო­ცესს. ჩვენ არ ვი­ცით ეს ბავ­შვე­ბი სად მიჰ­ყავთ, რა მიზ­ნით მიჰ­ყავთ და ა.შ. ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვა არ­სე­ბობს, ამი­ტომ ეს კი­თხვე­ბი, რომ და­ვა­ზღვი­ოთ, რად­გან ჩვე­ნი მან­და­ტი არ ვრცელ­დე­ბა ამ ბავ­შვებ­ზე და მათ მო­მა­ვალ­ზე, ჩვენ ვმოქ­მე­დებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და ამი­ტომ გა­მო­ვე­დით ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ სუ­რო­გა­ცია დაშ­ვე­ბუ­ლი იყოს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი წყვი­ლი მი­მარ­თავს ამ მე­თოდს და მი­მაჩ­ნია, რომ ეს არის სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. იმე­დი მაქვს, რომ პარ­ლა­მენ­ტი გა­ნი­ხი­ლავს ამ კა­ნონპ­რო­ექტს და მხარს და­უ­ჭერს“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკო
0

დროული გადაწყვეტილება! ძალიან გამიხარდა!

ნუცი
0

ძალიანაც კარგი! აუცილებელი და დროული გადაწყვეტილება! ფულის გამო რას არ კადრულობს ზოგიერთი რეპროდუქტოლოგი! მადლობა ამ გადაწყვეტილებისთვის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"აუცილებელია უცხოელებს საქართველოს მოქალაქეების სუროგატ დედებად გამოყენება აეკრძალოთ, რადგან ხდება ბავშვების გაყვანა და არ ვიცით, ისინი რა მიზნით მიჰყავთ" - პრემიერი

"აუცილებელია უცხოელებს საქართველოს მოქალაქეების სუროგატ დედებად გამოყენება აეკრძალოთ, რადგან ხდება ბავშვების გაყვანა და არ ვიცით, ისინი რა მიზნით მიჰყავთ" - პრემიერი

მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია ჩაიკეტოს და აეკრძალოს უცხოელ მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეების გამოყენება სუროგატ დედებად, რადგან ეს უკონტროლოდ ხდება, არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ მიმართულებით, ხდება ბავშვების გაყვანა და ა.შ., - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მოქმედებს პასუხისმგებლობით და ამიტომ დააყენეს ინიციატივა, რომ სუროგაცია დაშვებული იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. პრემიერის შეფასებით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

"მე მოვისმინე ძალიან ბევრი პრობლემის შესახებ, რომელიც უკავშირდება სუროგაციის საკითხებს. ჩვენ გამოვიკვლიეთ და შევისწავლეთ თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების გამოცდილება და აღმოვაჩინეთ, რომ არც ერთ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში არ არის დაშვებული სუროგაცია, მაგრამ ჩვენ მიდგომა შევცვალეთ, ასევე სხვა, ჰიბრიდული მაგალითებიც დავამუშავეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია ჩაიკეტოს და აეკრძალოს უცხოელ მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეების გამოყენება სუროგატ დედებად, რადგან უკონტროლოდ ხდება, არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ მიმართულებით, ხდება ბავშვების გაყვანა და ა.შ. ძალიან ბევრი რისკი ახლავს ამ პროცესს. ჩვენ არ ვიცით ეს ბავშვები სად მიჰყავთ, რა მიზნით მიჰყავთ და ა.შ. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, ამიტომ ეს კითხვები, რომ დავაზღვიოთ, რადგან ჩვენი მანდატი არ ვრცელდება ამ ბავშვებზე და მათ მომავალზე, ჩვენ ვმოქმედებთ პასუხისმგებლობით და ამიტომ გამოვედით ინიციატივით, რომ სუროგაცია დაშვებული იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. რადგან ძალიან ბევრი წყვილი მიმართავს ამ მეთოდს და მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი განიხილავს ამ კანონპროექტს და მხარს დაუჭერს“, - განაცხადა პრემიერმა.