საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აბსოლუტურად მიუღებელია ზღვარგადასული ლგბტ პროპაგანდა, რომელიც უცხოეთში ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს - ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ" - პრემიერი
"აბსოლუტურად მიუღებელია ზღვარგადასული ლგბტ პროპაგანდა, რომელიც უცხოეთში ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს - ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ" - პრემიერი

ჩვენ არა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ ვე­რე­ვით, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია ის ზღვარ­გა­და­სუ­ლი პრო­პა­გან­და, რო­მე­ლიც უცხო­ეთ­ში უკვე ბა­ღებ­ში და სკო­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ეს ჩვენ­თან არ მოხ­დე­ბა, ჩვენ ამას და­ვი­ცავთ. ჩვენ ამას უნდა შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გოთ, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც დას­მულ შე­კი­თხვას უპა­სუ­ხა.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, ლგბტ თე­მის პრო­პა­გან­და სკო­ლებ­ში, ბა­ღებ­ში და ახალ­გაზ­რდებ­ში და­უშ­ვე­ბე­ლია.

"მე თქვე­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვე­ცა­ნი ამ მო­ნა­ცე­მებს. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს იყო უცხო­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვა, რო­გორც თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, 30 ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­და ეს კვლე­ვა და რა თქმა უნდა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბო იყო საფ­რან­გეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, სა­დაც აღ­მოჩ­ნდა, რომ ახალ­გაზ­რდე­ბის 22% თავს ლგბტ-დ აცხა­დებს, რაც ვფიქ­რობ არის სა­გან­გა­შო ტენ­დენ­ცია. მი­მაჩ­ნია, რომ, რა თქმა უნდა, ყვე­ლა ადა­მი­ანს თა­ვი­სი უფ­ლე­ბა აქვს, სა­ერ­თოდ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბაა ცხოვ­რე­ბის რო­გორ წესს აირ­ჩევს, ჩვენ არა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ვე­რე­ვით, არა­ვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ვე­რე­ვით, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ, ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია ის ზღვარ­გა­და­სუ­ლი პრო­პა­გან­და, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს ბა­ღებ­ში უკვე და სკო­ლებ­ში უცხო­ეთ­ში. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ეს ჩვენ­თან არ მოხ­დე­ბა, ჩვენ ამას და­ვი­ცავთ. ჩვენ ამას უნდა შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გოთ იმი­ტომ, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია, მი­უ­ღე­ბე­ლია სკო­ლებ­ში, ბა­ღებ­ში და ახალ­გაზ­რდებ­ში ამ თე­მის პრო­პა­გან­და. აი, ეს არის ჩემი პა­სუ­ხი“,- გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ამას­თან, მან ისა­უბ­რა რეს­ტო­რან "მაკ­დო­ნალდსთან“ და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია ადეკ­ვა­ტუ­რი იყო.

"რაც ჩვენ ვნა­ხეთ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ რეს­ტორ­ნის ქსელ­ში, 'მაკ­დო­ნალდსში" სწო­რედ ბავ­შვებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ეს პრო­პა­გან­და, რა თქმა უნდა, ეს არის სრუ­ლი­ად ამო­რა­ლუ­რი და მი­უ­ღე­ბე­ლი კამ­პა­ნია. ჩვენ გან­მარ­ტე­ბე­ბი მო­ვის­მი­ნეთ, მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი. ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ის პა­სუ­ხი, რომ თურ­მე ეს არის გლო­ბა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლი და ამი­ტომ ჩვენ­თა­ნაც უნდა მი­ვი­ღოთ. ასე არ მოხ­დე­ბა. ვფიქ­რობ, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია იყო საკ­მა­ოდ მძაფ­რი და ადეკ­ვა­ტუ­რი. ეს არის ჩემი პა­სუ­ხი“, - აცხა­დებს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qartveli
1

თუ არ ვარგა ევროპა, რატომ ასწავლით შვილებს მაში იქ. ასწავლეთ რუსეთში

ვახმე
6

ვაახმე ეს თუ რაღაცაზე ლაპარაკობს ე.ი. რაღაცის გადაგფარვა უნდა.. საქმე აკეთეთ, დაანებეთ თავი სულელური თემების წინა პლანზე წამოწევას. ვის კაცი მოწონს საწოლში და ვის ქალი მაგას ჩემო ირაყლი თავს ვერ გაართმევ!! დამიჯერე. რაც არ უნდა იხტუნო! შენ სხვა რამ გევალება და თუ დროზე არ მიხედავ უარესს დაგიძახებენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"აბსოლუტურად მიუღებელია ზღვარგადასული ლგბტ პროპაგანდა, რომელიც უცხოეთში ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს - ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ" - პრემიერი

"აბსოლუტურად მიუღებელია ზღვარგადასული ლგბტ პროპაგანდა, რომელიც უცხოეთში ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს - ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ" - პრემიერი

ჩვენ არავის საქმიანობაში, პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ მეორე მხრივ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც უცხოეთში უკვე ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ. ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ღარიბაშვილის თქმით, ლგბტ თემის პროპაგანდა სკოლებში, ბაღებში და ახალგაზრდებში დაუშვებელია.

"მე თქვენი მედიასაშუალებით გავეცანი ამ მონაცემებს. ბუნებრივია, ეს იყო უცხოური ორგანიზაციის კვლევა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 30 ქვეყანაში ჩატარდა ეს კვლევა და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საყურადღებო იყო საფრანგეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების 22% თავს ლგბტ-დ აცხადებს, რაც ვფიქრობ არის საგანგაშო ტენდენცია. მიმაჩნია, რომ, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს თავისი უფლება აქვს, საერთოდ ყველა ადამიანის უფლებაა ცხოვრების როგორ წესს აირჩევს, ჩვენ არავის საქმიანობაში ვერევით, არავის პირად ცხოვრებაში ვერევით, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ბაღებში უკვე და სკოლებში უცხოეთში. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ. ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ იმიტომ, რომ დაუშვებელია, მიუღებელია სკოლებში, ბაღებში და ახალგაზრდებში ამ თემის პროპაგანდა. აი, ეს არის ჩემი პასუხი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მან ისაუბრა რესტორან "მაკდონალდსთან“ დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საზოგადოების რეაქცია ადეკვატური იყო.

"რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელში, 'მაკდონალდსში" სწორედ ბავშვებში მიმდინარეობდა ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად ამორალური და მიუღებელი კამპანია. ჩვენ განმარტებები მოვისმინეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ თურმე ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი და ამიტომ ჩვენთანაც უნდა მივიღოთ. ასე არ მოხდება. ვფიქრობ, მისასალმებელია ის, რომ საზოგადოების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და ადეკვატური. ეს არის ჩემი პასუხი“, - აცხადებს ღარიბაშვილი.