ავტორი:

ლამის წყალბურთად ქცეული ფეხბურთი, ხვიჩას გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი და წაგებული მატჩი: რა თქვა სანიოლმა თამაშის შემდეგ - "ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს"

ლამის წყალბურთად ქცეული ფეხბურთი, ხვიჩას გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი და წაგებული მატჩი: რა თქვა სანიოლმა თამაშის შემდეგ - "ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს"

ფეხბურთში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეოთხე ტურში, შოტლანდიასთან ურთულესი მატჩი ანგარიშით: 2:0 დათმო.

"ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გუნდი ასეთი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა მოედანზე:

მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, კვეკვესკირი, გაგნიძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

უამინდობამ - თავსხმა წვიმამ მოედანი საშინელ დღეში ჩააგდო, თამაში დაწყებისთანავე ორივე გუნდს უჭირდა, თუმცა მასპინძლებმა მე-6 წუთზე ბურთის გატანა შეძლეს, გოლი მაკგრეგორმა მიითვალა, რის მერეც მსაჯები იძულებულები გახდნენ, მატჩი თითქმის საათნახევარზე მეტხანს შეეჩერებინათ. დაპირისპირების განახლების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს წყლით გაჟღენთილ მოედანზე ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება უჭირდა, შეცდომებს უშვებდნენ, მასპინძლები უკეთ მოქმედებდნენ, თუმცა პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მაკტომინიმ დალაშქრა მამარდაშვილის კარი და შოტლანდია, რომელიც აშკარად უკეთ თამაშობდა, ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა.

მეტი გოლი თამაშში აღარ გასულა, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მიწურულს ჩვენები უკეთესად ათამაშდნენ. დამატებით დროში შოტლანდიის კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რისი გამოყენებაც ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ვერ შეძლო. მისმა დარტყმულმა ბურთმა შოტლანდიელთა კარს გადაუფრინა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 8 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე ესპანეთთან გამართავს.

შოტლანდიასთან წაგებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოკლედ უპასუხა მედიის კითხვებს:

"ეს იყო სიტუაცია, რომელიც არავის სურდა. რამდენჯერმე გავედით და დავბრუნდით მოედანზე. დიდხანს ველოდით გადაწყვეტილებას და ეს ნამდვილად არ იყო იოლი. დაწყებისთანავე გახდა ცხადი, რომ რთული იქნებოდა ასეთ სიტუაციაში თამაში - ამაზე ორივე მწვრთნელი შევთანხმდით, თუმცა, მატჩი ჯერ შეწყდა, მერე განახლდა და რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ".

კომენტარს გლაზგოში მყოფ კორესპონდენტ რატი შელეგიაზე დაყრდნობით "სპორტალი" აქვეყნებს.

ვილი სანიოლის კომენტარი წაიკითხეთ სრულად აქ.

იხილეთ ასევე: