ავტორი:

"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ - იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ნიკა გვარამიას "ქეისთან" დაკავშირებულ პრობლემებს" - კელი დეგნანი

"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ - იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ნიკა გვარამიას "ქეისთან" დაკავშირებულ პრობლემებს" - კელი დეგნანი

იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ნიკა გვარამიას "ქეისთან" დაკავშირებულ პრობლემებს და გათავისუფლების გადაწყვეტილებამდე მივიდოდა. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას.

“ძალიან იმედგაცრუებულები ვართ [ნია გვარამიას პატიმრობის გაგრძელების გადაწყვეტილებით]. თავიდანვე აშშ გამოხატავდა შფოთვას ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, დაპატიმრების დროსთან დაკავშირებით, ბრალდებებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, განაჩენთან დაკავშირებით. როგორც ბევრჯერ ვთქვით, ასეთ სასამართლო გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას, ძირს უთხრის სასამართლოს მიუკერძოებლობისადმი საზოგადოების ნდობას, რაც ასე მნიშვნელოვანია ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატიისთვის.

ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ამ ქეისთან დაკავშირებულ პრობლემებს და გათავისუფლების გადაწყვეტილებამდე მივიდოდა,” - განაცხადა დეგნანმა.

წაიკითხეთ ასევე: