შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი, - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის“ დამფუძნებელი, მსჯავრდებული ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას.
როგორც გვარამია სოციალურ ქსელ, "ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ის თავის სიმართლეს დაამტკიცებს.
"რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ. ჯერ - ჩემს სიმართლეს, შემდეგ - სხვების დანაშაულს!“ - წერს გვარამია.
ცნობისთვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ასევე, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ 19 ივნისს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად მიიჩნია. შესაბამისად, ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით მისჯილი თავისუფლების აღკვეთა ძალაშია.