მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია

2023 წლის მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი ცნო­ბი­ლია.გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით მიმ­დი­ნა­რე "მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი გა­მოვ­ლინ­და, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი 5 ოქ­ტომ­ბერს, მას­წავ­ლებ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გახ­დე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბულს, კამ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რის­გან – "გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის“ ფონ­დის­გან 15 000 ლარი გა­და­ე­ცე­მა. სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის და­ნარ­ჩენ წევ­რებს ოქ­როს სპონ­სო­რი, ლი­ბერ­თი ბან­კი და­ა­ჯილ­დო­ვებს. ლი­ბერ­თი, მეშ­ვი­დე წე­ლია, რაც ყო­ველ­წლი­უ­რად აჯილ­დო­ვებს "მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბის ათე­ულს. გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ა­სა და ლი­ბერ­თის შო­რის ხუთი წლის ვა­დით გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში, ლი­ბერ­თიმ, 2021 წელს, მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი საპ­რი­ზო ფონ­დი გა­ა­ორ­მა­გა. რაც კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, ლი­ბერ­თის სო­ცი­ა­ლუ­რი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სტრა­ტე­გი­ის პრი­ო­რი­ტეტს - ხელი შე­უ­წყოს გა­ნათ­ლე­ბას, ზო­გა­დად მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის აღ­ზრდის მნიშ­ვნე­ლო­ვან და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეს.

2023 წლის სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის წევ­რე­ბი არი­ან:

  • ქამ­რან აფან­დი­ე­ვი - მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მო­ლა­ოღ­ლის და ცო­ფის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  • ნანა გო­გა­ტიშ­ვი­ლი - თბი­ლი­სის გო­გი­ტა კიკ­ნა­ძის სა­ხე­ლო­ბის N182 სა­ჯა­რო სკო­ლის მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  • ინა იმე­დაშ­ვი­ლი - თბი­ლი­სის UG სკო­ლის და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის და ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  • მა­რი­ნე კვა­რა­ცხე­ლია - წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის აკა­დე­მი­კოს ეგ­ნა­ტე ფი­ფი­ას სა­ხე­ლო­ბის ჩქვა­ლე­რის თე­მის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  • მა­ნუ­შაკ მკრტჩი­ა­ნი - ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ რო­დი­ო­ნოვ­კის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  • ნინო ნი­პა­რიშ­ვი­ლი - კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შპს "ბე­სიკ ნი­პა­რიშ­ვი­ლი“ მრა­ვალპრო­ფი­ლი­ა­ნი სკო­ლა-გიმ­ნა­ზი­ის მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  • ნინო ფსუ­ტუ­რი - გო­რის N8 სა­ჯა­რო სკო­ლის ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  • თა­მარ ცა­ნა­ვა - თბი­ლი­სის ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის N178 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  • ლელა წურ­წუ­მია - გო­რის N12 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  • ნეს­ტან ხორ­ხო­მე­ლი­ძე - დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შუ­ა­ფხოს სა­ჯა­რო სკო­ლის გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის, გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის სა­ფუძ­ველ­ზე, 2017 წლის 13 მა­ისს და­წეს­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე მეშ­ვი­დედ ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ის მას­წავ­ლე­ბელ­თა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის – "The Global Teacher Prize“ ნა­წი­ლია.

კონ­კურ­სის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი, ოქ­როს სპონ­სო­რე­ბი არი­ან ლი­ბერ­თი ბან­კი და ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. სპონ­სო­რე­ბი არი­ან: EPAM Georgia, კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტრი (ctc) და ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ხოლო ჯილ­დოს მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, პირ­ვე­ლი არხი|ტე­ლეს­კო­ლა და ციფ­რუ­ლი-კრე­ა­ტი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო "მა­ვე­რი­კი“.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია.განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გამარჯვებულს, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – "გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ოქროს სპონსორი, ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს. ლიბერთი, მეშვიდე წელია, რაც ყოველწლიურად აჯილდოვებს "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული საუკეთესო მასწავლებლების ათეულს. განათლების კოალიციასა და ლიბერთის შორის ხუთი წლის ვადით გაფორმებული, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთიმ, 2021 წელს, მასწავლებელთა საუკეთესო ათეულისთვის დაწესებული სპეციალური საპრიზო ფონდი გააორმაგა. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, ლიბერთის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრიორიტეტს - ხელი შეუწყოს განათლებას, ზოგადად მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და მომავალი თაობების აღზრდის მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეს.

2023 წლის საუკეთესო ათეულის წევრები არიან:

  • ქამრან აფანდიევი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის და ცოფის საჯარო სკოლების ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;
  • ნანა გოგატიშვილი - თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N182 საჯარო სკოლის მე და საზოგადოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
  • ინა იმედაშვილი - თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მარინე კვარაცხელია - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მანუშაკ მკრტჩიანი - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;
  • ნინო ნიპარიშვილი - კასპის მუნიციპალიტეტის შპს "ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის მე და საზოგადოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
  • ნინო ფსუტური - გორის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი;
  • თამარ ცანავა - თბილისის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის N178 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;
  • ლელა წურწუმია - გორის N12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, მოქალაქეობის და ისტორიის მასწავლებელი;
  • ნესტან ხორხომელიძე - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეშვიდედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – "The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორები არიან ლიბერთი ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპონსორები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო "მავერიკი“.

R