სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყაზახეთმა გრეგორი ლეპსის კონცერტი გააუქმა - მიზეზი უკრაინაში რუსეთის მოქმედებების მხარდამჭერი განცხადებებია
ყაზახეთმა გრეგორი ლეპსის კონცერტი გააუქმა - მიზეზი უკრაინაში რუსეთის მოქმედებების მხარდამჭერი განცხადებებია

ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე მომ­ღერ­ლის, გრე­გო­რი ლეპ­სის კონ­ცერ­ტი ყა­ზა­ხეთ­ში გა­უქ­მდა. რო­გორც ირ­კვე­ვა, მი­ზე­ზი ლეპ­სის ომის მხარ­და­სა­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბე­ბია.

მუ­სი­კო­სის პრო­დი­უ­სე­რი ვლა­დი­მერ ურ­პი­ნი მე­დი­ას­თან ამ­ბობს, რომ ყა­ზა­ხე­თი ახლა "არა­მე­გობ­რუ­ლი ქვე­ყა­ნაა".

"გრე­გო­რი ვიქ­ტო­რო­ვი­ჩის პო­ზი­ცია იყო, არის და იქ­ნე­ბა უც­ვლე­ლი. ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ჩვენს ქვე­ყა­ნას. გა­ა­უქ­მეს და გა­ა­უქ­მეს, ჯან­და­ბა მა­გათ, არა უშავს. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ყა­ზა­ხე­თის გა­რე­შე. არა­ფე­რია. ყა­ზა­ხეთ­ში ხალ­ხი გა­გიჟ­და. კარ­გით რა, ღვთის გუ­ლის­თვის", - თქვა ური­უ­პინ­მა რუ­სუ­ლი მე­დი­ას­თან.

მან ასე­ვე და­ა­მა­ტა, რომ მუ­სი­კო­სი არ მოგ­ზა­უ­რობს არა­მე­გობ­რულ ქვეყ­ნებ­ში, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მას ყა­ზა­ხეთ­ში ვე­ღარ ნა­ხა­ვენ.

უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, ლეპს­მა "მძი­მე" ფასი გა­და­ი­ხა­და რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რის­თვის.

მე­დია ბოლო კონ­ცერ­ტის გა­უქ­მე­ბის კონ­კრე­ტულ მი­ზეზ­ზეც წერს - მომ­ღე­რა­ლი რუს სამ­ხედ­რო­ებს მი­ლი­ონ რუბლს დაჰ­პირ­და, თუ ფრონტზე ლე­ო­პარ­დის ტანკს გა­ა­ნად­გუ­რებ­დნენ.

ყა­ზა­ხე­ბი არ ეთან­ხმე­ბი­ან ლეპ­სის გა­მო­ნათ­ქვა­მებს და ამ­ბო­ბენ, რომ არ სურთ სამ­შობ­ლო­ში ნა­ხონ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოს­ვლე­ბი, ვინც კრემ­ლის სის­ხლის­მსმელ პო­ლი­ტი­კას ამარ­თლებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასეა
5

ყაზახეთი უკვე ამჟღავნებს რაღაცეებს და ეს დასაწყისია, რადგან თურქეთი ძაან აქტიურდება შუა აზიის ქვეყნების თავის მხარეს გადასაბირებლად, რაც მათთვისაც ხელსაყრელია ბევრი მიზეზის გამო. თუმცა ყველაზე საყურადღებო ისაა, რომ თურქეთმა რომ კაი დრო და მომენტი შეარჩია ამისთვის, ამას კი წინ უძღვოდა დიდი ამბები ყარაბახში, რომელიც აზერბაიკანმა მისი მხარდაჭერით დაატრიალა და შედეგი უკე სახეზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ თურქეთი ნელა, ეტაპ-ეტაპ იმაგრებს პოზიციებს რეგიონში და ამისთვსი ხალსახყრელ მომენტს კარგად იყენებს. ესა პოლიტიკა და სწორი ხედვა მომავლის, ემზადო შენი ინტერესების გადსატარებლად როცა ამის დროს დადგება ანუ რაღაც მომენტი მიყვე დინებას და არა ის რომ, დროს ვერ დაველოდები. დრო შენს სასარგებლოდ მუშაობს თუ იცი რისი მიღწევა გინდა და ამისთვის საკუთარ თავსაც და ერსაც ამზადებ!

@
4

ყოჩაღ ყაზახებს, სასიამოვნოთ გაკვირვებული ვარ მათით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ყაზახეთმა გრეგორი ლეპსის კონცერტი გააუქმა - მიზეზი უკრაინაში რუსეთის მოქმედებების მხარდამჭერი განცხადებებია

ყაზახეთმა გრეგორი ლეპსის კონცერტი გააუქმა - მიზეზი უკრაინაში რუსეთის მოქმედებების მხარდამჭერი განცხადებებია

ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე მომღერლის, გრეგორი ლეპსის კონცერტი ყაზახეთში გაუქმდა. როგორც ირკვევა, მიზეზი ლეპსის ომის მხარდასაჭერი განცხადებებია.

მუსიკოსის პროდიუსერი ვლადიმერ ურპინი მედიასთან ამბობს, რომ ყაზახეთი ახლა "არამეგობრული ქვეყანაა".

"გრეგორი ვიქტოროვიჩის პოზიცია იყო, არის და იქნება უცვლელი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ქვეყანას. გააუქმეს და გააუქმეს, ჯანდაბა მაგათ, არა უშავს. ჩვენ შეგვიძლია ყაზახეთის გარეშე. არაფერია. ყაზახეთში ხალხი გაგიჟდა. კარგით რა, ღვთის გულისთვის", - თქვა ურიუპინმა რუსული მედიასთან.

მან ასევე დაამატა, რომ მუსიკოსი არ მოგზაურობს არამეგობრულ ქვეყნებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ყაზახეთში ვეღარ ნახავენ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ლეპსმა "მძიმე" ფასი გადაიხადა რუსეთის მხარდაჭერისთვის.

მედია ბოლო კონცერტის გაუქმების კონკრეტულ მიზეზზეც წერს - მომღერალი რუს სამხედროებს მილიონ რუბლს დაჰპირდა, თუ ფრონტზე ლეოპარდის ტანკს გაანადგურებდნენ.

ყაზახები არ ეთანხმებიან ლეპსის გამონათქვამებს და ამბობენ, რომ არ სურთ სამშობლოში ნახონ იმ ადამიანების გამოსვლები, ვინც კრემლის სისხლისმსმელ პოლიტიკას ამართლებს.

წაიკითხეთ ასევე: