პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სილამაზის მოყვარულთა გლობალური შეხვედრა - 5 საინტერესო აქტივობა, რომელიც Beauty Fair 2023-ზე გელოდებათ
სილამაზის მოყვარულთა გლობალური შეხვედრა - 5 საინტერესო აქტივობა, რომელიც Beauty Fair 2023-ზე გელოდებათ

23, 24, 25 ივ­ნისს სი­ლა­მა­ზის ენ­თუ­ზი­ას­ტებს ნამ­დვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლი ელო­დე­ბათ. PSP-ს ორ­გა­ნი­ზე­ბით, პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ტარ­დე­ბა სი­ლა­მა­ზის ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­ში წარ­მოდ­გე­ნილ ყვე­ლა ნაც­ნობ ბრენ­დსა და მათ ად­გი­ლობ­რივ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას, წამ­ყვან Makeup არ­ტის­ტებს, დერ­მა­ტო­ლო­გებს, ინფლუ­ენ­სე­რებს, სტი­ლის­ტებ­სა და ყვე­ლას, ვი­საც აღ­ნიშ­ნულ სფე­რო­ში ვენ­დო­ბით.

ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სუ­ლი სტუმ­რე­ბი ინ­დუსტრი­ა­ში არ­სე­ბულ ახალ ტრენ­დებს გა­ეც­ნო­ბი­ან, ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღე­ბენ ინო­ვა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ და შეძ­ლე­ბენ, ჩა­ერ­თონ მას­ტერკლა­სებ­ში, პა­რა­ლე­ლუ­რად კი სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, Palais Des Thes-ს უგემ­რი­ე­ლე­სი ჩაი და­ა­გე­მოვ­ნონ და „პური გუ­ლი­ა­ნის“ ჯა­დოს­ნუ­რი გე­მო­ე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნონ, რაც სი­ლა­მა­ზის ფეს­ტი­ვალ­ზე მი­ღე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის. გთა­ვა­ზობთ 5 სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბას, რო­მე­ლიც წლის მთა­ვარ სი­ლა­მა­ზის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გე­ლო­დე­ბათ:

ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი სტი­ლის­ტე­ბის მას­ტერკლა­სი

სპე­ცი­ა­ლუ­რად სი­ლა­მა­ზის ფეს­ტი­ვა­ლის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლად ეწ­ვივ­ნენ ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი სტი­ლის­ტე­ბი მაქ­სი და კლა­უ­დიო, რომ­ლე­ბიც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის ორ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­დის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­ლა­ნის მო­დის კვი­რე­ულ­სა და ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე. ისი­ნი არა­ერ­თი იტა­ლი­უ­რი ფილ­მის სტი­ლის­ტე­ბი იყ­ვნენ და მსა­ხი­ო­ბის ამ­პლუ­ა­შიც მოგ­ვევ­ლინ­ნენ.

ბოლო წლებ­ში მათ არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეს ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის კარ­გად ნაც­ნობ იტა­ლი­ურ ბრენდ Kaypro-ზე, რო­მე­ლიც თმის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მოვ­ლის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი. მაქ­სი და კლა­უ­დიო, რო­მელ­თაც არა­ერთ ვარ­სკვლავ­თან აქვთ მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, გვი­ამ­ბო­ბენ, რო­გორ მო­ვუ­ა­როთ თმას სწო­რად, რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ ვარ­ცხნი­ლო­ბა, რა პრო­დუქ­ტე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნოთ მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გის­თვის და სხვა.

იტა­ლი­ე­ლი სტი­ლის­ტე­ბის მას­ტერკლა­სე­ბი 𝟐𝟓 ივ­ნისს ჩა­ტარ­დე­ბა.

ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი კო­ლო­რის­ტის მას­ტერკლა­სი

თუ თმის მოვ­ლა, სა­სურ­ვე­ლი ფე­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით მი­ღე­ბა და ვარ­ცხნი­ლო­ბის სწო­რად მორ­გე­ბა თქვენ­თვის თა­ვის მოვ­ლა­ში პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს, მა­შინ არ გა­მო­ტო­ვოთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ეს­წროთ ცნო­ბი­ლი სტი­ლის­ტი­სა და კო­ლო­რის­ტის და­ვი­დე ტი­მის მას­ტერკლასს.

და­ვი­დე 31 წე­ლია რაც ფე­რის სპე­ცი­ა­ლის­ტია, ის არის ექ­სპერ­ტი პრო­ფე­სი­ულ კონ­სულ­ტა­ცი­ა­სა და ტექ­ნი­კურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში. სტი­ლისტს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი მი­ლა­ნის, ბერ­ლი­ნის, ლონ­დო­ნი­სა და ნიუ-იორ­კის Fashion color Show-ებში მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ კო­ლო­რის­ტებ­თან ერ­თად.

დღეს ის Ecosline-ის Product testing მე­ნე­ჯე­რია და ვე­გა­ნუ­რი პრო­დუქ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში წვლი­ლი შე­აქვს. თმის მოვ­ლის აღ­ნიშ­ნუ­ლი ხაზი PSP-ს ქსელ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი და იტა­ლი­ის მსგავ­სად, სა­ქარ­თვე­ლო­შიც პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. მის მი­მართ ინ­ტე­რესს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გარ­და გა­ნა­პი­რო­ბებს ბრენ­დის პო­ლი­ტი­კა, და­იც­ვას ცხო­ვე­ლე­ბი.

კო­რე­უ­ლი ბრენ­დე­ბის: Mizon-ისა და Village Factory 11-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა

კო­რე­ულ­მა თა­ვის მოვ­ლის რუ­ტი­ნამ ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­შიც დიდი აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა.

Mizon-ი და Village Factory 11 და­ფუძ­ნე­ბუ­ლია კა­ნის მოვ­ლის უძ­ვე­ლეს კო­რე­ულ ფორ­მუ­ლებ­ზე და მათი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით მაქ­სი­მუ­მამ­დეა აყ­ვა­ნი­ლი. კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აუ­დი­ტო­რი­ას სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტის, მათი შექ­მნის ის­ტო­რი­ი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სის შე­სა­ხებ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­უ­ზი­ა­რე­ბენ.

კა­ნის მოვ­ლის ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით კო­რე­უ­ლი ბრენ­დე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის ეს სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

ბრენ­დე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ფეს­ტი­ვალს სა­მი­ვე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ეს­წრე­ბი­ან.

კა­ნის დი­აგ­ნოს­ტი­კა, დერ­მა­ტო­ლო­გებ­თან და კოს­მე­ტო­ლო­გებ­თან კონ­სულ­ტა­ცია

თუ კა­ნის მოვ­ლის რუ­ტი­ნა ჯერ კი­დევ არ შე­გირ­ჩე­ვი­ათ ან სხვა­დას­ხვა აქ­ტი­უ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტის მოხ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა გსურთ, ამა­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დერ­მა­ტო­ლო­გე­ბი და კოს­მე­ტო­ლო­გე­ბი და­გეხ­მა­რე­ბი­ან.

ამას­თან, შეძ­ლებთ, ჩა­ი­ტა­როთ კა­ნის დი­აგ­ნოს­ტი­კა და თქვე­ნი ჩვე­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად შე­არ­ჩი­ოთ თა­ვის მოვ­ლის რუ­ტი­ნა, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც სწო­რედ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გა­გი­წე­ვენ კონ­სულ­ტა­ცი­ას.

ცნო­ბი­ლი Makeup არ­ტის­ტე­ბის მას­ტერკლა­სე­ბი

კარ­გად მოვ­ლილ და და­ტე­ნი­ა­ნე­ბულ კან­ზე სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი მა­კი­ა­ჟი კი­დევ უფრო ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ამის მიღ­წე­ვა­ში კი და­გეხ­მა­რე­ბი­ან ცნო­ბი­ლი Make up არ­ტის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ლა­მა­ზის ფეს­ტი­ვალ­ზე სა­მი­ვე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გი­მას­პინ­ძლე­ბენ.

თუ გვსურს, მა­კი­აჟ­მა წარ­მო­ა­ჩი­ნოს ჩვე­ნი ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ, რო­მე­ლი ტო­ნა­ლო­ბე­ბი და რა პრო­დუქ­ტე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა ჩვენს სა­ხის კანს, ფორ­მა­სა და ფერს და რაზე უნდა გა­და­ვი­ტა­ნოთ აქ­ცენ­ტი. აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­ტა­ლე­ბის სწო­რად გან­სა­ზღვრა­ში სწო­რედ მა­კი­ა­ჟის გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ასე­ვე გაგ­ვი­ზი­ა­რე­ბენ თა­ვი­ანთ ტექ­ნი­კას, ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ვაწ­ვდი­ან ახა­ლი ტრენ­დე­ბის შე­სა­ხებ და დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გის მი­ღე­ბა­ში.

იმი­სათ­ვის, რომ ფეს­ტი­ვალ­ზე შეხ­ვდეთ რო­გორც ქარ­თველ, ისე უცხო­ელ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, ისარ­გებ­ლოთ ფას­დაკ­ლე­ბე­ბი­თა და შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით და გა­ეც­ნოთ სი­ლა­მა­ზის გლო­ბა­ლურ ტრენ­დებს, არ და­გა­ვი­წყდეთ, გა­ი­ა­როთ რე­გის­ტრა­ცია ბმულ­ზე:

https://pspbeautyfair.ge/registration?fbclid=IwAR0_jOQAloT6Be4IoTuFLgUBxXzhU4LmgKJ_3MbZ3N7HDl-SMhgkUfZ89Hs

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

სილამაზის მოყვარულთა გლობალური შეხვედრა - 5 საინტერესო აქტივობა, რომელიც Beauty Fair 2023-ზე გელოდებათ

სილამაზის მოყვარულთა გლობალური შეხვედრა - 5 საინტერესო აქტივობა, რომელიც Beauty Fair 2023-ზე გელოდებათ

23, 24, 25 ივნისს სილამაზის ენთუზიასტებს ნამდვილი დღესასწაული ელოდებათ. PSP-ს ორგანიზებით, პირველად საქართველოში ტარდება სილამაზის ფესტივალი, რომელიც აერთიანებს სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილ ყველა ნაცნობ ბრენდსა და მათ ადგილობრივ თუ საერთაშორისო წარმომადგენლობას, წამყვან Makeup არტისტებს, დერმატოლოგებს, ინფლუენსერებს, სტილისტებსა და ყველას, ვისაც აღნიშნულ სფეროში ვენდობით.

ფესტივალზე მისული სტუმრები ინდუსტრიაში არსებულ ახალ ტრენდებს გაეცნობიან, ინფორმაციას მიიღებენ ინოვაციების შესახებ და შეძლებენ, ჩაერთონ მასტერკლასებში, პარალელურად კი საშუალება ექნებათ, Palais Des Thes-ს უგემრიელესი ჩაი დააგემოვნონ და „პური გულიანის“ ჯადოსნური გემოები აღმოაჩინონ, რაც სილამაზის ფესტივალზე მიღებული სიამოვნების გახანგრძლივებაში დაეხმარებათ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. გთავაზობთ 5 საინტერესო აქტივობას, რომელიც წლის მთავარ სილამაზის ღონისძიებაზე გელოდებათ:

ცნობილი იტალიელი სტილისტების მასტერკლასი

სპეციალურად სილამაზის ფესტივალისთვის, საქართველოს პირველად ეწვივნენ ცნობილი იტალიელი სტილისტები მაქსი და კლაუდიო, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ თავიანთი ქვეყნის ორ ყველაზე მნიშვნელოვან მოდის ღონისძიებაზე მილანის მოდის კვირეულსა და ვენეციის კინოფესტივალზე. ისინი არაერთი იტალიური ფილმის სტილისტები იყვნენ და მსახიობის ამპლუაშიც მოგვევლინნენ.

ბოლო წლებში მათ არჩევანი გააკეთეს ქართველი მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობ იტალიურ ბრენდ Kaypro-ზე, რომელიც თმის პროფესიონალური მოვლისთვის არის განკუთვნილი. მაქსი და კლაუდიო, რომელთაც არაერთ ვარსკვლავთან აქვთ მუშაობის გამოცდილება, გვიამბობენ, როგორ მოვუაროთ თმას სწორად, როგორ შევარჩიოთ ვარცხნილობა, რა პროდუქტები გამოვიყენოთ მაქსიმალური შედეგისთვის და სხვა.

იტალიელი სტილისტების მასტერკლასები 𝟐𝟓 ივნისს ჩატარდება.

ცნობილი იტალიელი კოლორისტის მასტერკლასი

თუ თმის მოვლა, სასურველი ფერის მაქსიმალური სიზუსტით მიღება და ვარცხნილობის სწორად მორგება თქვენთვის თავის მოვლაში პრიორიტეტს წარმოადგენს, მაშინ არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, დაესწროთ ცნობილი სტილისტისა და კოლორისტის დავიდე ტიმის მასტერკლასს.

დავიდე 31 წელია რაც ფერის სპეციალისტია, ის არის ექსპერტი პროფესიულ კონსულტაციასა და ტექნიკურ საგანმანათლებლო სფეროში. სტილისტს მონაწილეობა აქვს მიღებული მილანის, ბერლინის, ლონდონისა და ნიუ-იორკის Fashion color Show-ებში მსოფლიოში ყველაზე ცნობილ კოლორისტებთან ერთად.

დღეს ის Ecosline-ის Product testing მენეჯერია და ვეგანური პროდუქციის განვითარებაში წვლილი შეაქვს. თმის მოვლის აღნიშნული ხაზი PSP-ს ქსელშია წარმოდგენილი და იტალიის მსგავსად, საქართველოშიც პოპულარობით სარგებლობს. მის მიმართ ინტერესს მაღალი ხარისხის გარდა განაპირობებს ბრენდის პოლიტიკა, დაიცვას ცხოველები.

კორეული ბრენდების: Mizon-ისა და Village Factory 11-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა

კორეულმა თავის მოვლის რუტინამ ბოლო წლებში საქართველოშიც დიდი აღიარება მოიპოვა.

Mizon-ი და Village Factory 11 დაფუძნებულია კანის მოვლის უძველეს კორეულ ფორმულებზე და მათი ეფექტიანობა თანამედროვე ტექნოლოგიებით მაქსიმუმამდეა აყვანილი. კომპანიების წარმომადგენლები აუდიტორიას სხვადასხვა პროდუქტის, მათი შექმნის ისტორიისა და გამოყენების წესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაუზიარებენ.

კანის მოვლის ენთუზიასტებისა და განსაკუთრებით კორეული ბრენდების მოყვარულთათვის ეს საინტერესო გამოცდილება იქნება.

ბრენდების წარმომადგენლები ფესტივალს სამივე დღის განმავლობაში დაესწრებიან.

კანის დიაგნოსტიკა, დერმატოლოგებთან და კოსმეტოლოგებთან კონსულტაცია

თუ კანის მოვლის რუტინა ჯერ კიდევ არ შეგირჩევიათ ან სხვადასხვა აქტიური ინგრედიენტის მოხმარების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება გსურთ, ამაში პროფესიონალი დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები დაგეხმარებიან.

ამასთან, შეძლებთ, ჩაიტაროთ კანის დიაგნოსტიკა და თქვენი ჩვენების შესაბამისად შეარჩიოთ თავის მოვლის რუტინა, რასთან დაკავშირებითაც სწორედ პროფესიონალები გაგიწევენ კონსულტაციას.

ცნობილი Makeup არტისტების მასტერკლასები

კარგად მოვლილ და დატენიანებულ კანზე სწორად შერჩეული მაკიაჟი კიდევ უფრო ეფექტურად გამოიყურება. ამის მიღწევაში კი დაგეხმარებიან ცნობილი Make up არტისტები, რომლებიც სილამაზის ფესტივალზე სამივე დღის განმავლობაში გიმასპინძლებენ.

თუ გვსურს, მაკიაჟმა წარმოაჩინოს ჩვენი ბუნებრივი სილამაზე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომელი ტონალობები და რა პროდუქტები შეესაბამება ჩვენს სახის კანს, ფორმასა და ფერს და რაზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი. აღნიშნული დეტალების სწორად განსაზღვრაში სწორედ მაკიაჟის გამოცდილი სპეციალისტები დაგვეხმარებიან, რომლებიც ასევე გაგვიზიარებენ თავიანთ ტექნიკას, ინფორმაციას მოგვაწვდიან ახალი ტრენდების შესახებ და დაგვეხმარებიან მაქსიმალური შედეგის მიღებაში.

იმისათვის, რომ ფესტივალზე შეხვდეთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ პროფესიონალებს, ისარგებლოთ ფასდაკლებებითა და შეთავაზებებით და გაეცნოთ სილამაზის გლობალურ ტრენდებს, არ დაგავიწყდეთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:

https://pspbeautyfair.ge/registration?fbclid=IwAR0_jOQAloT6Be4IoTuFLgUBxXzhU4LmgKJ_3MbZ3N7HDl-SMhgkUfZ89Hs

R