საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე ცნობილი უდი გურამ საღარაძის დედა იყო - რა გვარის ხალხი ითვლება უდიების შთამომავლებად და ვინ იყო მათი წინამძღოლი, რომელიც კომუნისტებმა არ დაინდეს
ყველაზე ცნობილი უდი გურამ საღარაძის დედა იყო - რა გვარის ხალხი ითვლება უდიების შთამომავლებად და ვინ იყო მათი წინამძღოლი, რომელიც კომუნისტებმა არ დაინდეს

"სა­ქარ­თვე­ლო­ში უდი­ე­ბის გად­მო­სახ­ლე­ბის შემ­დეგ და­არ­სდა "ქარ­თველ უდინ­თა დამ­ხმა­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა", რომ­ლის გამ­გე­ო­ბა­ში შე­დი­ოდ­ნენ: ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, შალ­ვა და­დი­ა­ნი... პირ­ველ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კრე­ბა­ზე, 1923 წელს, ზი­ნო­ბი სი­ლი­კაშ­ვი­ლი მად­ლო­ბას უხ­დი­და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ნად­გო­მის­თვის" - წერ­და 1925 წლის 25 აგ­ვის­ტოს გა­ზე­თი "კო­მუ­ნის­ტი“.

უდი­ე­ბი კავ­კა­სი­ის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ავ­ტოქ­ტო­ნუ­რი ხალ­ხია, რომ­ლე­ბიც ძვე­ლი ალ­ბა­ნე­ლე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბად ით­ვლე­ბი­ან. მათი ის­ტო­რი­უ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­აა. ამ­ჟა­მად ცხოვ­რო­ბენ რუ­სე­თის, სა­ქარ­თვე­ლოს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, სომ­ხე­თის, ყა­ზა­ხე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. სა­ერ­თო მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ად­გენს და­ახ­ლო­ე­ბით 8 440 კაცს. მი­იჩ­ნე­ვი­ან კავ­კა­სი­ის ალ­ბა­ნე­ლე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბად.

სა­ქარ­თვე­ლოს უდი­ე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს სო­ფელ ზი­ნო­ბი­ა­ნის უდი­უ­რი ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის და სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცის მე­ნე­ჯე­რი ანა აი­ვა­ზაშ­ვი­ლი გვაწ­ვდის

- მკვლე­ვარ­თა აზ­რით, მსოფ­ლი­ო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 8500 უდი უნდა იყოს. ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სომ­ხეთ­ში, რუ­სეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, თუმ­ცა სულ რამ­დე­ნი­მე კომ­პაქ­ტუ­რი და­სახ­ლე­ბა აქვთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ზი­ნო­ბი­ა­ნია, აზერ­ბა­ი­ჯან­ში - ოღუ­ზი (ყო­ფი­ლი ვარ­თა­შე­ნი) და ნიჯი... სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მა­შინ­დელ ომს არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა, ქრის­ტი­ან­მა უდებ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, კერ­ძოდ, სო­ფელ ვარ­თა­შა­ნი­დან სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად ქრის­ტი­ა­ნულ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ა­შუ­რეს... სხვა­დას­ხვა წყა­რო­ში სხვა­დას­ხვა წე­ლია მი­თი­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი ნა­კა­დი 1920-22 წლებ­ში წა­მო­ვი­და...

ზი­ნო­ბი სი­ლი­კო­ვი (სი­ლა­კაშ­ვი­ლი) იქცა სა­ქარ­თვე­ლოს უდე­ბის წი­ნამ­ძღო­ლად. სწო­რედ მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა ზი­ნო­ბი­ა­ნის სა­ხე­ლიც. თა­ვი­დან სო­ფელს სწო­რედ ზი­ნო­ბი­ა­ნი ერ­ქვა, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში - ოქ­ტომ­ბე­რი. 2010 წელს კი ძვე­ლი სა­ხე­ლი და­უბ­რუნ­და... უდე­ბის გად­მო­სახ­ლე­ბამ­დე დიდი ძებ­ნის მერე შე­ირ­ჩა ტყი­ა­ნი ად­გი­ლი მთის ძი­რას ყვა­რელ­ში, სა­დაც პირ­ვე­ლი მიგ­რან­ტე­ბი და­სახ­ლდნენ. რომ ჩა­მო­სუ­ლან, გვი­ა­ნი შე­მოდ­გო­მა ყო­ფი­ლა და იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხდა­რან, მიწა გა­ეჭ­რათ და მი­წუ­რე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ..

ზი­ნო­ბი­ა­ნის უდი­ე­ბი - ნანა აგა­საშ­ვი­ლის სა­ო­ჯა­ხო ფოტო არ­ქი­ვი

ცოტა ზე­მოთ, მთა­ზე, ვარ­თა­შა­ნი­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი ნიში დად­გეს. ქვე­მოთ - მი­წუ­რე­ბი იყო და პირ­ვე­ლი წლე­ბი სწო­რედ მი­წუ­რებ­ში გა­ა­ტა­რეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მიგ­რან­ტებს 1924 წელს გა­მო­უ­ყო მიწა სოფ­ლის ასა­შე­ნებ­ლად. ზი­ნობ­თან ერ­თად მთე­ლი თემი იყო ჩარ­თუ­ლი და და­ი­წყო სოფ­ლის შე­ნე­ბაა: გა­იყ­ვა­ნეს პა­რა­ლე­ლუ­რი ქუ­ჩე­ბი, აშენ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, და­არ­სდა კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბა, და­ფუძნ­და რამ­დე­ნი­მე სა­წარ­მო. სოფ­ლის და­არ­სე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წელ­ში უკვე გაჩ­ნდა: სკო­ლა, სა­ბავ­შვო ბაღი, აბ­რე­შუ­მის, აგუ­რის, კრა­მი­ტის, ხის სა­ხერ­ხი, ღვი­ნის ქარ­ხნე­ბი... სა­ქარ­თვე­ლო­ში უდე­ბის გად­მო­სახ­ლე­ბის შემ­დეგ და­არ­სდა „ქარ­თველ უდინ­თა დამ­ხმა­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, რომ­ლის გამ­გე­ო­ბა­ში შე­დი­ოდ­ნენ: ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, შალ­ვა და­დი­ა­ნი. პირ­ველ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კრე­ბა­ზე, 1923 წელს, ზი­ნო­ბი სი­ლი­კაშ­ვი­ლი მად­ლო­ბას უხ­დი­და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ნად­გო­მის­თვის... "აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის თავ­და­დე­ბუ­ლი ამა­გი, რო­მე­ლიც მი­უ­ძღვის ამხ. ზინო სი­ლი­კაშ­ვილს ამ სოფ­ლი­სად­მი: იგი თა­ვის თა­ოს­ნო­ბი­თა და და­უ­ღა­ლა­ვი ენერ­გი­ით წინ მი­უ­ძღვის გად­მო­სახ­ლე­ბულთ" - წერ­და 1925 წლის 25 აგ­ვის­ტოს გა­ზე­თი "კო­მუ­ნის­ტი“.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, ზი­ნო­ბი სი­ლი­კაშ­ვი­ლი კო­მუ­ნის­ტებ­მა არ და­ინ­დეს...

- 1938 წელს ზი­ნო­ბი სი­ლი­კაშ­ვი­ლი, საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლი გახ­და: და­ა­პა­ტიმ­რეს ბრალ­დე­ბით, რომ „იყო მე­მარ­ჯვე­ნე­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი და ეწე­ო­და ძირ­გა­მომ­თხრელ საქ­მი­ა­ნო­ბას“. ზი­ნო­ბი სი­ლი­კაშ­ვილს 11 ოქ­ტომ­ბერს დახ­ვრე­ტი­სა და პი­რა­დი ქო­ნე­ბის კონ­ფის­კა­ცი­ის გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს, 16 ოქ­ტომ­ბერს გა­ნა­ჩე­ნი სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნეს და დახ­ვრი­ტეს. იმ დროს ზი­ნო­ბი­ან­საც ოქ­ტომ­ბე­რი და­ერ­ქვა. ზი­ნო­ბის დახ­ვრე­ტის შემ­დეგ ოქ­ტომ­ბე­რი თან­და­თან იქცა საბ­ჭო­თა სოფ­ლად. ადა­მი­ა­ნე­ბი შრო­მობ­დნენ და სო­ფე­ლი ვი­თა­რე­ბო­და. უდი­უ­რი თემი თან­და­თან ადაპ­ტირ­დე­ბო­და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან.

ვარ­თა­შე­ნე­ლი (ამ­ჟა­მინ­დე­ლი ოღუ­ზი) უდი­ე­ბი ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ სა­ლო­ცავ­თან - ნანა აგა­საშ­ვი­ლის სა­ო­ჯა­ხო ფოტო არ­ქი­ვი

- რა გვა­რე­ბი არი­ან უდი­ე­ბი?

- სი­ლი­კო­ვი, მა­მუ­ლი, ჯე­ი­რა­ნი, ნე­შუ­მი, ჰა­ი­ვა­ზი, და­ლა­ქი, ქუმ­სი, კიწ­ბა­ბა, კუ­ლა­ტა­მა, ყა­ზა­რი, აჯა­ნი... - ასე­თი გვა­რე­ბი ჰქონ­დათ ადრე უდებს და დღე­საც ასე­ვე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვლის მერე, 50-იანი წლე­ბის­თვის გვა­რებს ქარ­თუ­ლი სუ­ფიქ­სი - შვი­ლი და­ე­მა­ტა და ასე იქ­ცნენ: სი­ლი­კაშ­ვი­ლე­ბად, მა­მუ­ლაშ­ვი­ლე­ბად, ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლე­ბად, ნე­შუ­მაშ­ვი­ლე­ბად, აი­ვა­ზაშ­ვი­ლე­ბად, ქუმ­სი­აშ­ვი­ლე­ბად, კიწ­ბა­ბაშ­ვი­ლე­ბად, კუ­ლა­ტა­მაშ­ვი­ლე­ბად, ყა­ზა­რიშ­ვი­ლე­ბად, აჯი­აშ­ვი­ლე­ბად... ზი­ნო­ბი­ა­ნი - უდე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი და­სახ­ლე­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- რო­გო­რია მათი სამ­ზა­რე­უ­ლო?

- უდი­უ­რი კერ­ძე­ბი საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა: ჭა­ი­ნა­ხუ­პი (ერ­ბოს ფლა­ვი), რო­მე­ლიც წაბ­ლის, ბრინ­ჯის, ქიშ­მი­შის და ქათ­მი­სა­გან მზად­დე­ბა. ასე­ვე ში­ლა­ხუ­პი (ში­ლაფ­ლა­ვი), ფახ­ლი­ხუ­პი (ლო­ბიო და ბრინ­ჯი), ყა­ყა­ფუ­ნი (კვერ­ცხი­თა და პო­მიდვ­რით). პური უდი­უ­რი ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით ცხვე­ბა დღე­საც. მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი პურს სახ­ლში აცხობს. აფუ­ე­ბულ ცომ­ზე ჯვარს სა­ხა­ვენ, ქრის­ტი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლოდ და ღმერ­თს ოჯა­ხის მფარ­ვე­ლო­ბას სთხო­ვენ, გუნ­დებს აკე­თე­ბენ, სპე­ცი­ა­ლუ­რად პუ­რის­თვის შე­კე­რილ ბა­ლიშ­ზე "დაფ­ზე“ ათავ­სე­ბენ და ისე აკ­რა­ვენ თო­ნე­ში. ის გან­სხვავ­დე­ბა სომ­ხუ­რი ლა­ვა­შის­გან და ქარ­თუ­ლი შო­თის­გა­ნაც. სომ­ხურ­თან შე­და­რე­ბით ცოტა სქე­ლია, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია თო­ნე­ე­ბიც.

შუმ - პური

ყვე­ლი­ე­რის კვი­რის ბოლო დღეს ანუ აღ­დგო­მის მარ­ხვის და­წყე­ბის წინა დღეს იმარ­თე­ბა ჭი­ა­კო­კო­ნო­ბა, სწო­რედ ამ დღეს მზად­დე­ბა სა­გან­გე­ბოდ ჭა­ი­ნა­ხუ­პი, იგი­ვე ერ­ბოს ფლა­ვი... გა­მუდ­მე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის, რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე შე­ვიწ­რო­ვე­ბის, გა­საბ­ჭო­ე­ბი­სა და სხვა მრა­ვა­ლი მი­ზე­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უდმა ხალ­ხმა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ეთ­ნი­კუ­რი იდენ­ტო­ბა და მათი სხვა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში აღ­რე­ვა, რაც სხვა ალ­ბა­ნურ ტო­მებს და­ე­მარ­თათ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე. უდებ­მა მო­ა­ხერ­ხეს რო­გორც სხვა ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, ასე­ვე იდენ­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

- ვინ იყო მათ­გან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი?

- გუ­რამ სა­ღა­რა­ძის დედა იყო უდი, თა­ვად გუ­რამ სა­ღა­რა­ძეც არა­ერ­თხელ ჩა­მო­სუ­ლა სო­ფელ­ში და ხვდე­ბო­და ად­გი­ლობ­რი­ვებს... ასე­ვე გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე, მის დღი­უ­რებ­ში არა­ერ­თხელ ახ­სე­ნებს უდი­უ­რი თე­მის წი­ნამ­ძღოლს ზინო სი­ლი­კაშ­ვილს (სი­ლი­კოვს), რო­მე­ლიც მას 1930 წელს სო­ფელ ზი­ნო­ბი­ან­ში სტუმ­რო­ბას სთა­ვა­ზობ­და.

გუ­რამ სა­ღა­რა­ძის მშობ­ლე­ბი

ფო­ტო­ე­ბი აღე­ბუ­ლია "ფე­ის­ბუქ" გვერ­დი­დან - სა­ქარ­თვე­ლოს უდი­ე­ბი • Georgian Udis

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნ.ღ.
9

ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კავკასიოლოგიის სპეციალობა. აქ უდიური ენის კურსს პროფ. ევგენი ჯეირანაშვილი გვიკითხავდა. უდიების წარმომავლობასა და ისტორიაზე მაშინ ბევრი არაფერი ვიცოდით.

,
16

სიტყვა უდიერი რამით ხომ არ უკავშირდება უდის?

ავტორი:

ყველაზე ცნობილი უდი გურამ საღარაძის დედა იყო - რა გვარის ხალხი ითვლება უდიების შთამომავლებად და ვინ იყო მათი წინამძღოლი, რომელიც კომუნისტებმა არ დაინდეს

ყველაზე ცნობილი უდი გურამ საღარაძის დედა იყო - რა გვარის ხალხი ითვლება უდიების შთამომავლებად და ვინ იყო მათი წინამძღოლი, რომელიც კომუნისტებმა არ დაინდეს

"საქართველოში უდიების გადმოსახლების შემდეგ დაარსდა "ქართველ უდინთა დამხმარე საზოგადოება", რომლის გამგეობაში შედიოდნენ: ივანე ჯავახიშვილი, შალვა დადიანი... პირველ საორგანიზაციო კრებაზე, 1923 წელს, ზინობი სილიკაშვილი მადლობას უხდიდა ქართულ საზოგადოებას თანადგომისთვის" - წერდა 1925 წლის 25 აგვისტოს გაზეთი "კომუნისტი“.

უდიები კავკასიის ერთ-ერთი უძველესი ავტოქტონური ხალხია, რომლებიც ძველი ალბანელების შთამომავლებად ითვლებიან. მათი ისტორიული საცხოვრებელი ადგილი თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაა. ამჟამად ცხოვრობენ რუსეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთისა და უკრაინის ტერიტორიებზე. საერთო მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 8 440 კაცს. მიიჩნევიან კავკასიის ალბანელების შთამომავლებად.

საქართველოს უდიების შესახებ ცნობებს სოფელ ზინობიანის უდიური ეთნოგრაფიული მუზეუმის და საგამოფენო სივრცის მენეჯერი ანა აივაზაშვილი გვაწვდის

- მკვლევართა აზრით, მსოფლიოში დაახლოებით 8500 უდი უნდა იყოს. ისინი ცხოვრობენ აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, თუმცა სულ რამდენიმე კომპაქტური დასახლება აქვთ. საქართველოში ეს ზინობიანია, აზერბაიჯანში - ოღუზი (ყოფილი ვართაშენი) და ნიჯი... სომხეთ-აზერბაიჯანის მაშინდელ ომს არაერთი ადამიანი შეეწირა, ქრისტიანმა უდებმა აზერბაიჯანიდან, კერძოდ, სოფელ ვართაშანიდან სიცოცხლის გადასარჩენად ქრისტიანულ საქართველოს მოაშურეს... სხვადასხვა წყაროში სხვადასხვა წელია მითითებული, მაგრამ ძირითადი ნაკადი 1920-22 წლებში წამოვიდა...

ზინობი სილიკოვი (სილაკაშვილი) იქცა საქართველოს უდების წინამძღოლად. სწორედ მის სახელს უკავშირდება ზინობიანის სახელიც. თავიდან სოფელს სწორედ ზინობიანი ერქვა, საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში - ოქტომბერი. 2010 წელს კი ძველი სახელი დაუბრუნდა... უდების გადმოსახლებამდე დიდი ძებნის მერე შეირჩა ტყიანი ადგილი მთის ძირას ყვარელში, სადაც პირველი მიგრანტები დასახლდნენ. რომ ჩამოსულან, გვიანი შემოდგომა ყოფილა და იძულებული გამხდარან, მიწა გაეჭრათ და მიწურები გაეკეთებინათ..

ზინობიანის უდიები - ნანა აგასაშვილის საოჯახო ფოტო არქივი

ცოტა ზემოთ, მთაზე, ვართაშანიდან წამოღებული ნიში დადგეს. ქვემოთ - მიწურები იყო და პირველი წლები სწორედ მიწურებში გაატარეს. ხელისუფლებამ მიგრანტებს 1924 წელს გამოუყო მიწა სოფლის ასაშენებლად. ზინობთან ერთად მთელი თემი იყო ჩართული და დაიწყო სოფლის შენებაა: გაიყვანეს პარალელური ქუჩები, აშენდა საცხოვრებელი სახლები, დაარსდა კოლმეურნეობა, დაფუძნდა რამდენიმე საწარმო. სოფლის დაარსებიდან რამდენიმე წელში უკვე გაჩნდა: სკოლა, საბავშვო ბაღი, აბრეშუმის, აგურის, კრამიტის, ხის სახერხი, ღვინის ქარხნები... საქართველოში უდების გადმოსახლების შემდეგ დაარსდა „ქართველ უდინთა დამხმარე საზოგადოება“, რომლის გამგეობაში შედიოდნენ: ივანე ჯავახიშვილი, შალვა დადიანი. პირველ საორგანიზაციო კრებაზე, 1923 წელს, ზინობი სილიკაშვილი მადლობას უხდიდა ქართულ საზოგადოებას თანადგომისთვის... "აღსანიშნავია ის თავდადებული ამაგი, რომელიც მიუძღვის ამხ. ზინო სილიკაშვილს ამ სოფლისადმი: იგი თავის თაოსნობითა და დაუღალავი ენერგიით წინ მიუძღვის გადმოსახლებულთ" - წერდა 1925 წლის 25 აგვისტოს გაზეთი "კომუნისტი“.

- როგორც ცნობილია, ზინობი სილიკაშვილი კომუნისტებმა არ დაინდეს...

- 1938 წელს ზინობი სილიკაშვილი, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა: დააპატიმრეს ბრალდებით, რომ „იყო მემარჯვენეთა ორგანიზაციის წევრი და ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას“. ზინობი სილიკაშვილს 11 ოქტომბერს დახვრეტისა და პირადი ქონების კონფისკაციის განაჩენი გამოუტანეს, 16 ოქტომბერს განაჩენი სისრულეში მოიყვანეს და დახვრიტეს. იმ დროს ზინობიანსაც ოქტომბერი დაერქვა. ზინობის დახვრეტის შემდეგ ოქტომბერი თანდათან იქცა საბჭოთა სოფლად. ადამიანები შრომობდნენ და სოფელი ვითარებოდა. უდიური თემი თანდათან ადაპტირდებოდა ქართულ საზოგადოებასთან.

ვართაშენელი (ამჟამინდელი ოღუზი) უდიები ერთ-ერთ ადგილობრივ სალოცავთან - ნანა აგასაშვილის საოჯახო ფოტო არქივი

- რა გვარები არიან უდიები?

- სილიკოვი, მამული, ჯეირანი, ნეშუმი, ჰაივაზი, დალაქი, ქუმსი, კიწბაბა, კულატამა, ყაზარი, აჯანი... - ასეთი გვარები ჰქონდათ ადრე უდებს და დღესაც ასევე მოიხსენიებენ ერთმანეთს, თუმცა საქართველოში გადმოსვლის მერე, 50-იანი წლებისთვის გვარებს ქართული სუფიქსი - შვილი დაემატა და ასე იქცნენ: სილიკაშვილებად, მამულაშვილებად, ჯეირანაშვილებად, ნეშუმაშვილებად, აივაზაშვილებად, ქუმსიაშვილებად, კიწბაბაშვილებად, კულატამაშვილებად, ყაზარიშვილებად, აჯიაშვილებად... ზინობიანი - უდებით დასახლებული ერთადერთი დასახლებაა საქართველოში.

- როგორია მათი სამზარეულო?

- უდიური კერძები საკმაოდ მრავალფეროვანია. განსაკუთრებით გამოირჩევა: ჭაინახუპი (ერბოს ფლავი), რომელიც წაბლის, ბრინჯის, ქიშმიშის და ქათმისაგან მზადდება. ასევე შილახუპი (შილაფლავი), ფახლიხუპი (ლობიო და ბრინჯი), ყაყაფუნი (კვერცხითა და პომიდვრით). პური უდიური ტრადიციის მიხედვით ცხვება დღესაც. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი პურს სახლში აცხობს. აფუებულ ცომზე ჯვარს სახავენ, ქრისტიანობის სიმბოლოდ და ღმერთს ოჯახის მფარველობას სთხოვენ, გუნდებს აკეთებენ, სპეციალურად პურისთვის შეკერილ ბალიშზე ,,დაფზე“ ათავსებენ და ისე აკრავენ თონეში. ის განსხვავდება სომხური ლავაშისგან და ქართული შოთისგანაც. სომხურთან შედარებით ცოტა სქელია, განსხვავებულია თონეებიც.

შუმ - პური

ყველიერის კვირის ბოლო დღეს ანუ აღდგომის მარხვის დაწყების წინა დღეს იმართება ჭიაკოკონობა, სწორედ ამ დღეს მზადდება საგანგებოდ ჭაინახუპი, იგივე ერბოს ფლავი... გამუდმებული თავდასხმების, რელიგიურ ნიადაგზე შევიწროვების, გასაბჭოებისა და სხვა მრავალი მიზეზების მიუხედავად, უდმა ხალხმა მაინც მოახერხა შეენარჩუნებინა ეთნიკური იდენტობა და მათი სხვა მოსახლეობაში აღრევა, რაც სხვა ალბანურ ტომებს დაემართათ საუკუნეების მანძილზე. უდებმა მოახერხეს როგორც სხვა ქვეყნის მოსახლეობასთან ჰარმონიული თანაცხოვრება, ასევე იდენტობის შენარჩუნება.

- ვინ იყო მათგან ყველაზე ცნობილი?

- გურამ საღარაძის დედა იყო უდი, თავად გურამ საღარაძეც არაერთხელ ჩამოსულა სოფელში და ხვდებოდა ადგილობრივებს... ასევე გალაკტიონ ტაბიძე, მის დღიურებში არაერთხელ ახსენებს უდიური თემის წინამძღოლს ზინო სილიკაშვილს (სილიკოვს), რომელიც მას 1930 წელს სოფელ ზინობიანში სტუმრობას სთავაზობდა.

გურამ საღარაძის მშობლები

ფოტოები აღებულია "ფეისბუქ" გვერდიდან - საქართველოს უდიები • Georgian Udis