მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საავტორო მუსიკა თეატრალური პერფორმანსებისთვის, კინოსთვის, ჯგუფისთვის  - გაიცანით ნათია მაღლაკელიძე შთამბეჭდავი კარიერით
საავტორო მუსიკა თეატრალური პერფორმანსებისთვის, კინოსთვის, ჯგუფისთვის  - გაიცანით ნათია მაღლაკელიძე შთამბეჭდავი კარიერით

წერს მუ­სი­კას კი­ნო­ფილ­მე­ბის­თვის, თე­ატ­რა­ლუ­რი პერ­ფორ­მან­სე­ბის­თვის, არის მიწ­ვე­უ­ლი მუ­სი­კო­სი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა სცე­ნებ­ზე - ეს მე­ვი­ო­ლი­ნე და კომ­პო­ზი­ტო­რი ნა­თია მაღ­ლა­კე­ლი­ძეა, რომ­ლის შთამ­ბეჭ­და­ვი ის­ტო­რია ბევ­რი ჩვენ­გა­ნის შთა­გო­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

ნა­თია Ambebi.ge-ს უამ­ბობს, რომ მისი მუ­სი­კა­ლუ­რი გზა რობი კუ­ხი­ა­ნი­ძე და ჯგუფ "Outsider-ის“ წევ­რო­ბით და­ი­წყო. რო­გორც თა­ვად აღ­წერს, „ვი­ო­ლი­ნო სა­ო­ცა­რი ინ­სტრუ­მენ­ტია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია შენი ემო­ცი­ე­ბით, შენი ხმით ისა­უბ­როს; გა­მო­ხა­ტოს, თა­ნა­უგ­რძნოს, აა­ღელ­ვოს თუ და­ამ­შვი­დოს ადა­მი­ა­ნი - „ვფიქ­რობ, რომ მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ძალა აქვს“.

ფო­ტოს ავ­ტო­რი: ხა­ტია მაღ­ლა­კე­ლი­ძე

"ბევრ ძა­ლი­ან კარგ ქარ­თველ და უცხო­ელ მუ­სი­კოს­თან ერ­თად ვუკ­რავ­დი. კონ­ცერ­ტის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მიწ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში: გერ­მა­ნია, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ეს­ტო­ნე­თი, იტა­ლია და სხვა, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ტე­ლეპ­რო­ექ­ტებ­ში, ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, კონ­ცერ­ტებ­ზე... ყო­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა, ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ახალ აუ­დი­ტო­რი­ას­თან მზრდი­და რო­გორც მუ­სი­კოსს, რო­გორც შემ­სრუ­ლე­ბელს და ახალ იდე­ებს ბა­დებ­და ჩემ­ში“, - გვი­ამ­ბობს ნა­თია.

ნა­თია ჯგუფ Four Lines-თან ერ­თად არის ავ­ტო­რი ალ­ბო­მის Sound of Wind, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე - Tallinn Music Week შედ­გა. ეს არის მას­შტა­ბუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი, სა­დაც უამ­რა­ვი ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­დი­ან მუ­სი­კო­სე­ბი და მსმე­ნე­ლე­ბი. ნა­თია მაღ­ლა­კე­ლი­ძე გვი­ამ­ბობს, რომ ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მო­ჩე­ნამ ხალ­ხის დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფეს­ტი­ვა­ლის 14-წლი­ან ის­ტო­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ ერთხელ იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, და მე­ო­რე­ჯერ, წლე­ბის შემ­დეგ ჯგუ­ფი - Four Lines გა­მოჩ­ნდა მის შემ­სრუ­ლე­ბელ­თა სი­ა­ში.

ფო­ტოს ავ­ტო­რი: ხა­ტია მაღ­ლა­კე­ლი­ძე

ჯგუ­ფის შექ­მნის ის­ტო­რია უკავ­შირ­დე­ბა ნი­დერ­ლან­დელ ტუ­რისტს, რო­მე­ლიც ნა­თი­ას კა­რი­ე­რა­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გმი­რია:

„სა­ღა­მო­ო­ბით ბარ­ში სხვა­დას­ხვა კომ­პო­ზი­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის დროს მე და ნანა ყუ­რაშ­ვილს (პი­ა­ნის­ტი) ჰო­ლან­დი­ელ­მა ტუ­რის­ტმა მოგ­ვის­მი­ნა. ამ ადა­მი­ან­მა ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სი და ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა ჩვენ მი­მართ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში გვი­თხრა რომ გვე­ფიქ­რა ალ­ბო­მის ჩა­წე­რა­ზე, რო­მელ­საც თვი­თონ და­ა­ფი­ნან­სებ­და. მე და ნა­ნამ შე­მო­ვი­ერ­თეთ ჩემი დები და ასე და­ი­ბა­და Four lines, შე­იქ­მნა სა­ავ­ტო­რო მუ­სი­კა. ჯგუფ­ში ოთხი წევ­რი ვართ, ოთხი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტით,:აკუს­ტი­კუ­რი ვი­ო­ლი­ნო, ფორ­ტე­პი­ა­ნო, ფლე­ი­ტა და ელექტრო "Seaboard Rise”. ტუ­რის­ტმა გვთხო­ვა, უც­ნო­ბად დარ­ჩე­ნი­ლი­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და მისი სა­ხე­ლი და გვა­რი არ გაგ­ვემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა“, - გვი­ამ­ბობს ნა­თია მაღ­ლა­კე­ლი­ძე.

მისი კა­რი­ე­რა ჯგუ­ფის წევ­რებ­თან ერ­თად მო­ი­ცავს ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ეპი­ზოდს, რო­გო­რიც არის მუ­სი­კის შექ­მნა ფილ­მის­თვის „აპო­ლო ჯა­ვა­ხე­თი“, რომ­ლის მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა ამ­სტერ­და­მის IDFA დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე შედ­გა.

ნა­თი­ამ ჯგუფ Four Lines თან ერ­თად შექ­მნა მუ­სი­კა ფილ­მის­თვის "გუ­შა­გე­ბი”, რე­ჟი­სო­რი სან­დრო სუ­ლა­ძე. ფილ­მი მარ­სე­ლის კი­ნო­სა და მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალ­მა სა­კონ­კურ­სო სექ­ცი­ა­ში აირ­ჩია და ნა­თია ჯგუ­ფის წევ­რებ­თან ერ­თად ფეს­ტი­ვალ­ზე მი­იწ­ვია. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის კომ­პო­ზი­ტორ­თა კონ­ფე­რენ­ცია, სა­დაც ნა­თი­ამ სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან მოწ­ვე­ულ კომ­პო­ზი­ტო­რებ­თან ერ­თად წა­რად­გი­ნა.

„ფილ­მის მუ­სი­კა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და უნი­კა­ლუ­რია. კი­ნოს დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და მის შექ­მნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ყო­ველ­თვის იყო ჩემი ოც­ნე­ბა. ახლა კი, როცა ნამ­დვი­ლად ამის ნა­წი­ლი გავ­ხდი, ფილ­მის მუ­სი­კა­ზე მუ­შა­ო­ბის დროს მთლი­ა­ნად იმ სამ­ყა­რო­ში გა­დავ­დი­ვარ და იქ ვცხოვ­რობ“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

ფო­ტოს ავ­ტო­რი: ხა­ტია მაღ­ლა­კე­ლი­ძე

ნა­თი­ას კა­რი­ე­რა­სა და მის წარ­მა­ტე­ბა­ში უდი­დე­სი როლი აქვს ოჯახს. რო­გორც მან ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი Four Lines-ც მისი ოჯა­ხია:

„ეს ისე­თი ნამ­დვი­ლი, გულ­წრფე­ლი, ძლი­ე­რი ძა­ლაა, რო­მე­ლიც ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვის გა­და­ლახ­ვა­ში მეხ­მა­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ნა­თია მაღ­ლა­კე­ლი­ძე ამ­ჟა­მად ცხოვ­რობს ნიუ-იორკში და ახა­ლი ალ­ბო­მის­თვის კომ­პო­ზი­ცი­ებ­ზე მუ­შა­ობს.

„ეს ის პრო­ცე­სია, რომ­ლის დრო­საც ყვე­ლა ფიქ­რი, ქმე­დე­ბა მხო­ლოდ მუ­სი­კა­შია. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ალ­ბო­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ას და კონ­ცერტს ვგეგ­მავ ნიუ-იორკში. ჩემი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბიც ამ ქა­ლაქს უკავ­შირ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

საავტორო მუსიკა თეატრალური პერფორმანსებისთვის, კინოსთვის, ჯგუფისთვის  - გაიცანით ნათია მაღლაკელიძე შთამბეჭდავი კარიერით

საავტორო მუსიკა თეატრალური პერფორმანსებისთვის, კინოსთვის, ჯგუფისთვის  - გაიცანით ნათია მაღლაკელიძე შთამბეჭდავი კარიერით

წერს მუსიკას კინოფილმებისთვის, თეატრალური პერფორმანსებისთვის, არის მიწვეული მუსიკოსი საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა სცენებზე - ეს მევიოლინე და კომპოზიტორი ნათია მაღლაკელიძეა, რომლის შთამბეჭდავი ისტორია ბევრი ჩვენგანის შთაგონება შეიძლება გახდეს.

ნათია Ambebi.ge-ს უამბობს, რომ მისი მუსიკალური გზა რობი კუხიანიძე და ჯგუფ ,,Outsider-ის“ წევრობით დაიწყო. როგორც თავად აღწერს, „ვიოლინო საოცარი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია შენი ემოციებით, შენი ხმით ისაუბროს; გამოხატოს, თანაუგრძნოს, ააღელვოს თუ დაამშვიდოს ადამიანი - „ვფიქრობ, რომ მას განსაკუთრებული ზემოქმედების ძალა აქვს“.

ფოტოს ავტორი: ხატია მაღლაკელიძე

,,ბევრ ძალიან კარგ ქართველ და უცხოელ მუსიკოსთან ერთად ვუკრავდი. კონცერტის ჩასატარებლად მიწვეული ვიყავი ევროპის ქვეყნებში: გერმანია, ნიდერლანდები, ესტონეთი, იტალია და სხვა, ვმონაწილეობდი ტელეპროექტებში, ფესტივალებზე, კონცერტებზე... ყოველი მოგზაურობა, ყოველი შეხვედრა ახალ აუდიტორიასთან მზრდიდა როგორც მუსიკოსს, როგორც შემსრულებელს და ახალ იდეებს ბადებდა ჩემში“, - გვიამბობს ნათია.

ნათია ჯგუფ Four Lines-თან ერთად არის ავტორი ალბომის Sound of Wind, რომლის პრეზენტაციაც საერთაშორისო ფესტივალზე - Tallinn Music Week შედგა. ეს არის მასშტაბური ფესტივალი, სადაც უამრავი ქვეყნიდან ჩამოდიან მუსიკოსები და მსმენელები. ნათია მაღლაკელიძე გვიამბობს, რომ ქართველი მუსიკოსების ფესტივალზე გამოჩენამ ხალხის დიდი ინტერესი გამოიწვია. მისი ინფორმაციით, ფესტივალის 14-წლიან ისტორიაში საქართველო მხოლოდ ერთხელ იღებდა მონაწილეობას, და მეორეჯერ, წლების შემდეგ ჯგუფი - Four Lines გამოჩნდა მის შემსრულებელთა სიაში.

ფოტოს ავტორი: ხატია მაღლაკელიძე

ჯგუფის შექმნის ისტორია უკავშირდება ნიდერლანდელ ტურისტს, რომელიც ნათიას კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გმირია:

„საღამოობით ბარში სხვადასხვა კომპოზიციის შესრულების დროს მე და ნანა ყურაშვილს (პიანისტი) ჰოლანდიელმა ტურისტმა მოგვისმინა. ამ ადამიანმა ძალიან დიდი ინტერესი და ყურადღება გამოიჩინა ჩვენ მიმართ, რამდენიმე დღეში გვითხრა რომ გვეფიქრა ალბომის ჩაწერაზე, რომელსაც თვითონ დააფინანსებდა. მე და ნანამ შემოვიერთეთ ჩემი დები და ასე დაიბადა Four lines, შეიქმნა საავტორო მუსიკა. ჯგუფში ოთხი წევრი ვართ, ოთხი განსხვავებული ინსტრუმენტით,:აკუსტიკური ვიოლინო, ფორტეპიანო, ფლეიტა და ელექტრო ,,Seaboard Rise”. ტურისტმა გვთხოვა, უცნობად დარჩენილიყო საზოგადოებისთვის და მისი სახელი და გვარი არ გაგვემჟღავნებინა“, - გვიამბობს ნათია მაღლაკელიძე.

მისი კარიერა ჯგუფის წევრებთან ერთად მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ეპიზოდს, როგორიც არის მუსიკის შექმნა ფილმისთვის „აპოლო ჯავახეთი“, რომლის მსოფლიო პრემიერა ამსტერდამის IDFA დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე შედგა.

ნათიამ ჯგუფ Four Lines თან ერთად შექმნა მუსიკა ფილმისთვის ,,გუშაგები”, რეჟისორი სანდრო სულაძე. ფილმი მარსელის კინოსა და მუსიკის ფესტივალმა საკონკურსო სექციაში აირჩია და ნათია ჯგუფის წევრებთან ერთად ფესტივალზე მიიწვია. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კომპოზიტორთა კონფერენცია, სადაც ნათიამ საკუთარი შემოქმედება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულ კომპოზიტორებთან ერთად წარადგინა.

„ფილმის მუსიკაზე მუშაობის პროცესი ინდივიდუალური და უნიკალურია. კინოს დიდი სიყვარული და მის შექმნაში მონაწილეობის მიღება ყოველთვის იყო ჩემი ოცნება. ახლა კი, როცა ნამდვილად ამის ნაწილი გავხდი, ფილმის მუსიკაზე მუშაობის დროს მთლიანად იმ სამყაროში გადავდივარ და იქ ვცხოვრობ“, - აღნიშნავს ის.

ფოტოს ავტორი: ხატია მაღლაკელიძე

ნათიას კარიერასა და მის წარმატებაში უდიდესი როლი აქვს ოჯახს. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მუსიკალური ჯგუფი Four Lines-ც მისი ოჯახია:

„ეს ისეთი ნამდვილი, გულწრფელი, ძლიერი ძალაა, რომელიც ყველა გამოწვევის გადალახვაში მეხმარება“, - აღნიშნა მან.

ნათია მაღლაკელიძე ამჟამად ცხოვრობს ნიუ-იორკში და ახალი ალბომისთვის კომპოზიციებზე მუშაობს.

„ეს ის პროცესია, რომლის დროსაც ყველა ფიქრი, ქმედება მხოლოდ მუსიკაშია. უახლოეს მომავალში ალბომის პრეზენტაციას და კონცერტს ვგეგმავ ნიუ-იორკში. ჩემი სამომავლო გეგმებიც ამ ქალაქს უკავშირდება“, - აღნიშნა მან.