მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშა ვანოს პირდაპირ ვერ უშვებს დასაკარგავში, რადგან ერთმანეთზე ბევრი კომპრომატი აქვთ" - რა ხდება "ნაცმოძრაობაში" სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ?
"მიშა ვანოს პირდაპირ ვერ უშვებს დასაკარგავში, რადგან ერთმანეთზე ბევრი კომპრომატი აქვთ" - რა ხდება "ნაცმოძრაობაში" სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ?

პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ­მა ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას მისი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან გას­ვლის შე­სა­ხებ ამ­ცნო. რო­გორც მისი ად­ვო­კა­ტე­ბი იუ­წყე­ბოდ­ნენ, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად მძი­მე იყო, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კის­გან ითა­ვი­სუფ­ლებ­და თავს, მი­სა­ხე­დი ჰქონ­და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას არც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და არც ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა არ აინ­ტე­რე­სებ­და. ისი­ნი იმა­საც ამ­ბობ­დნენ, რომ პა­ტი­მარ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დი სჭირ­დე­ბო­და და თუ ამის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და, მხო­ლოდ და მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­ში და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში.

თით­ქმის ერთი წლის შემ­დეგ კი, ენმ-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ამ­ბობს, რომ ჩა­ერ­თვე­ბა რო­გორც უკ­რა­ი­ნულ, ისე ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში და და­ა­მარ­ცხებს "გა­რუ­სე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ებს".

"სა­ქარ­თვე­ლოს ღა­ლატ­მა და გა­რუ­სე­ბის მცდე­ლო­ბამ შე­აღ­წია უკვე ყვე­ლა დო­ნე­ზე. მი­უ­ხე­და­ვად ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ვა­პი­რებ, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვას ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში ჩარ­თუ­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად. უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბას გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი კი არ უნდა ვე­ლო­დოთ, არა­მედ აქ­ტი­უ­რად მო­ვა­ახ­ლო­ვოთ, მათ შო­რის ჩვე­ნი ინო­ვა­ცი­უ­რი და გა­ბე­დუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით. დღე­ი­დან ვა­პი­რებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო ყვე­ლა "სა­სა­მარ­თლო­ში", სა­დაც ფი­ზი­კუ­რად შევ­ძლებ. ასე­ვე, რო­გორც ყო­ველ­თვის, მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა ეროვ­ნულ, ან­ტი­რუ­სულ ევ­რო­პულ ძა­ლას ერ­თი­ა­ნო­ბის­კენ, მათ შო­რის, პირ­ველ რიგ­ში, ჩემს მიერ და­ფუძ­ნე­ბულ პარ­ტი­ას "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", - და­წე­რა "ფე­ის­ბუქ­ზე" სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა რო­გორც მმარ­თველ გუნდში, ისე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა­ში" და ზო­გა­დად ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრში.

"ენმ, რა თქმა უნდა, მი­ე­სალ­მე­ბა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მთა­ვა­რია, მას ჯან­მრთე­ლო­ბამ მის­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში," - გა­ნა­ცხა­და პარ­ტი­ის ახა­ლარ­ჩე­ულ­მა თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ "წმინ­და წყლის მდა­რე "ფე­იკპი­ა­რად“ შე­ა­ფა­სა მმარ­თვე­ლი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა მხო­ლოდ არ­გებს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, პარ­ტი­ის­თვის სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა, რად­გან ქარ­თვე­ლე­ბი, მას რომ შე­ხე­და­ვენ, მიხ­ვდე­ბი­ან, რო­გორ გა­ნას­ხვა­ვონ "ბო­რო­ტი და კე­თი­ლი, ბნე­ლი და ნა­თე­ლი... ამას­თან, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად სა­ა­კაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა, ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა უნდა მი­ი­ღოს, რო­მელ­ზეც მან უარი თქვა, ამას კი თა­ვი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი აქვს“, - გან­მარ­ტა მდი­ნა­რა­ძემ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" გა­მა­ერ­თი­ა­ნებ­ლის ფუნ­ქცი­ით დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებს იმ გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ფონ­ზე, რაც პარ­ტი­ა­ში დიდი ხა­ნია მი­დის.

სან­დო წყა­რო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ გვიყ­ვე­ბა რა ხდე­ბა პარ­ტი­ა­ში, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ენმ-ს ლი­დე­რის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა და რა გათ­ვლე­ბი აქვს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ეთან­ხმე­ბო­და ცი­ხი­დან გა­მო­სუ­ლი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ არ დარ­ჩე­ბო­და პო­ლი­ტი­კა­ში და ამ­ბობ­და, სა­ერ­თოდ ახა­ლი თა­ო­ბა უნდა მო­ვი­დეს, დროა, სხვებს და­ვუთ­მოთ ას­პა­რე­ზიო. გახ­სოვთ, მან მე­რა­ბიშ­ვილს ოჯახ­თან მის­ვლა და დას­ვე­ნე­ბაც ურ­ჩია. მი­შას პირ­და­პირ არ უთ­ქვამს, მაგ­რამ ვა­ნოს მი­ა­ნიშ­ნა, პო­ლი­ტი­კი­დან წა­სუ­ლი­ყო. ახლა, როცა მი­შამ და­ი­ნა­ხა, რომ ვა­ნომ ლი­დე­რად ხა­ბე­იშ­ვი­ლი მო­იყ­ვა­ნა, პარ­ტია და­იქ­საქ­სა და ელექ­ტო­რატს კარ­გავს, ას­პა­რეზ­ზე გა­მო­ვი­და. პარ­ტი­ა­ში ლა­პა­რა­კია იმა­ზეც, რომ ხა­ბეს გან­ზე გა­წე­ვენ და მას დათო კირ­კი­ტა­ძე ჩა­ა­ნაც­ვლებს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ეს მე­სი­ჯი სპე­ცი­ა­ლუ­რად ში­და­ა­რე­უ­ლო­ბის­თვის იყოს გაშ­ვე­ბუ­ლი. ან რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ხაბე იქ­ნე­ბა, თუ კირ­კი­ტა, ორი­ვეს ვანო მარ­თავს. ვა­ნოს ამომ­რჩე­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, არც მე­ლი­ას და ხა­ბე­იშ­ვი­ლის, არ­სე­ბობს ნა­ცე­ლექ­ტო­რა­ტი, რო­მე­ლიც მი­შას ამომ­რჩე­ვე­ლია და მას გაჰ­ყვე­ბა. მი­შამ კარ­გად იცის, რომ "ქოცი" და შუ­ა­შის­ტი მის­კენ არ წავა, ის მხო­ლოდ ნა­ცე­ლექ­ტო­რატ­ზე იზ­რუ­ნებს. აშ­კა­რაა, მიშა ვა­ნოს პირ­და­პირ ვერ უშ­ვებს და­სა­კარ­გავ­ში, რად­გან ორი­ვეს ერ­თმა­ნეთ­ზე ბევ­რი კომ­პრო­მა­ტი აქვს, თუმ­ცა მი­შამ თა­ვის ელექ­ტო­რატს უთხრა - მე მოვ­დი­ვარ და ეს საკ­მა­რი­სია. ვა­ნოს დაჯ­გუ­ფე­ბა სი­ხა­რუ­ლით გა­მო­ვარ­და, მიშა ბრუნ­დე­ბაო. ესეც პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი­ის ნა­წი­ლია, აჩ­ვე­ნო, ვი­თომ გი­ხა­რია.

მე­ლი­ას დაჯ­გუ­ფე­ბას კე­ზე­რაშ­ვი­ლის და ვა­ნოს ჩა­მო­ცი­ლე­ბა სურს. ფაქ­ტობ­რი­ვად, მი­შამ მის­ცა "ოც­ნე­ბას“ სა­ლა­პა­რა­კო - 40 და­ა­ვა­დე­ბა გქონ­და, კვდე­ბო­დი და ახლა გა­ცო­ცხლდი, პო­ლი­ტი­კა­ში ბრუნ­დე­ბი, ანუ სი­მუ­ლი­ან­ტობ­დიო? მიშა ელო­და, ასეც იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ეს არ ანაღ­ვლებს, მას სხვა გზა აღარ ჰქონ­და. ის ცდი­ლობს, ვა­ნოს ჩა­მო­შო­რე­ბას, პარ­ტი­ის გა­დარ­ჩე­ნას და ელექ­ტო­რა­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია, მიშა ენმ-ს ელექ­ტო­რატს ისევ თავს მო­უყ­რის. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამომ­რჩევ­ლის 60% წა­ვი­და ხა­ბეს­კენ, 40 - მე­ლი­ას­კენ, ეს პრო­ცე­სი თუ მი­უშ­ვი, ფაქ­ტობ­რი­ვად, 90-ია­ნებ­ში რაც ედპ-ს და­ე­მარ­თა, ის და­ე­მარ­თე­ბა ენმ-საც, მი­შამ ეს იგ­რძნო. ახლა მთა­ვა­რია ელექ­ტო­რა­ტის თავ­მოყ­რა და ისევ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. ეს რომ არა, ისევ "ქო­ცე­ბი" დარ­ჩე­ბი­ან უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში. არის ამომ­რჩევ­ლის ერთი კა­ტე­გო­რია - "ოც­ნე­ბის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სი, მე­ო­რე - რო­მე­ლიც, სუ­ლაც ან­გე­ლო­ზად რომ იქ­ცეს, მი­შას ხმას არ მის­ცემს, მას აღარც "ქო­ცე­ბი" უნდა. სად წავა ეს ამომ­რჩე­ვე­ლი? - რა თქმა უნდა, "ლე­ლო­ში“ და გა­ხა­რი­ას­თან. გინ­და, არ გინ­და, ლაგ­დე­ბა მო­ზა­ი­კა - მი­შას ამომ­რჩე­ვე­ლი რჩე­ბა კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი, ვი­საც არც მიშა მოს­წონს და არც "ოც­ნე­ბა“ უნდა, მირ­ბის გა­ხა­რია -"ლე­ლოს­თან“... "ოც­ნე­ბა“ ახლა იმას ცდი­ლობს, "ნაც­მოს" ხმე­ბი და­ან­გრი­ოს და ეს თუ გა­მო­უ­ვი­და, 2024-ში უკვე ის იქ­ნე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში და მერე თვი­თონ და­ა­ლა­გებს ვი­ღა­ცე­ებ­თან.

მი­შას­თან ყვე­ლა­ზე პირ­ნა­თე­ლი მა­ინც მე­ლია იქ­ნე­ბა. იმა­ვე ვა­ნოს არ­მიშ­ვე­ბა პარ­ტი­ა­ში, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მი­შას მი­თი­თე­ბით იყო, თო­რემ მე­ლი­ას და ვა­ნოს მა­ნამ­დე სა­ერ­თოდ არ ჰქონ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბა. ვა­ნოს მხა­რე რომ აძა­ხებს მე­ლი­ას, მი­ტინ­გი და­შა­ლაო, მე­ლი­ას პირ­და­პირ მოს­დი­ო­და მე­სი­ჯ­ბოქ­სი - ბევ­რს "გა­ა­ხუ­რებ“ და მი­შას ისევ ცი­ხე­ზე გა­და­ვიყ­ვან­თო. მე­ლია ყვე­ლა­ფერს კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად აკე­თებ­და.

თუ უკ­ვირ­დე­ბით, ენმ აღარც მი­შას ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობ­და და არც მის გა­დაყ­ვა­ნა­ზე, სა­ერ­თოდ გა­აქ­რეს ეს თემა დღის წეს­რი­გი­დან. ის მუმ­ლა­ძე რომ იქად­ნე­ბო­და, ახლა სა­დაა? მათ ეს აქ­ტი­უ­რო­ბა, "ვი­ვა­მედ­ში“ შე­ვარ­დნა-გა­მოხ­სნა და ასე­თი მე­სი­ჯე­ბი ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის უნ­დო­დათ, მარ­თლა მი­შას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა კი არა.

მიშა ნა­ცე­ლექ­ტო­რატს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს, მისი მი­ზა­ნი ახლა ესაა, შე­საძ­ლოა, მან არც არა­ვის "და­არ­ტყას“ ენმ-ში, ის ცდი­ლობს თა­ვი­სი სტა­ტუს კვო აღად­გი­ნოს, რაღა დარ­ჩა, 1 წე­ლი­ღაა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. ის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე არა, ისევ ამომ­რჩევ­ლის კონ­სო­ლი­დი­რე­ბა­ზე ფიქ­რობს.

ჯერ­ჯე­რო­ბით მე­ლია წას­ვლა­ზე და ცალ­კე პარ­ტი­ა­ზე არ ფიქ­რობს, ან რა ელექ­ტო­რა­ტი ეყო­ლე­ბა, მი­შამ თუ არ აღუთ­ქვა მხარ­და­ჭე­რა და თუ არ მო­უ­წო­და, ყვე­ლა მე­ლი­ას მხა­რეს გა­და­დი­თო? ვანო იმი­ტომ არ გა­მო­დის არე­ნა­ზე, ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ ელექ­ტო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა არ ექ­ნე­ბა. ხმებს რომ ავ­რცე­ლე­ბენ, მე­ლია, ხა­ტია, გო­ცი­რი­ძე და სხვე­ბი ცალ­კე პარ­ტი­ას ქმნი­ა­ნო, ეს ელექ­ტო­რა­ლუ­რი ნგრე­ვის­თვის წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ომია. რაკი მი­შამ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, ენმ-ს ელექ­ტო­რა­ტი უკვე მხო­ლოდ მი­შას უს­მენს, მეტს არა­ვის. ამის შემ­დეგ მო­სა­ლოდ­ნე­ლია, ვანო სა­ერ­თოდ პო­ლი­ტი­კურ გვა­მად იქ­ცეს. მი­შამ პარ­ტი­ის გაქ­რო­ბის საფრ­თხე და­ი­ნა­ხა და ამას არ და­უშ­ვებს“.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტიტე
4

განსაკუთრებით ბედნიერია ქართველი ერი, რომ ასე თავგამოდები იბრძვიან ხალხის საკეთილდღეოდ, ერის საამური ცხოვრებისთვის და სამშობლოს აღმშენებლობისთვის, პარტიები და პარტიის ბელადები. ხალხნო! არ დაუკარგოთ და დაუფასოთ პარტიის ბოსებს, ქვეყნის და ხალხის სიყვარული.

ბერმუხა
2

ღმეირთო იხსენი საქართველო და ქართველი ხალხი ამ ოხრებისგან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"მიშა ვანოს პირდაპირ ვერ უშვებს დასაკარგავში, რადგან ერთმანეთზე ბევრი კომპრომატი აქვთ" - რა ხდება "ნაცმოძრაობაში" სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ?

"მიშა ვანოს პირდაპირ ვერ უშვებს დასაკარგავში, რადგან ერთმანეთზე ბევრი კომპრომატი აქვთ" - რა ხდება "ნაცმოძრაობაში" სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ?

პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის ივლისში საზოგადოებას მისი ქართული პოლიტიკიდან გასვლის შესახებ ამცნო. როგორც მისი ადვოკატები იუწყებოდნენ, პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ყველანაირი პოლიტიკისგან ითავისუფლებდა თავს, მისახედი ჰქონდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და აქედან გამომდინარე, მას არც "ნაციონალური მოძრაობა" და არც ქართული პოლიტიკა არ აინტერესებდა. ისინი იმასაც ამბობდნენ, რომ პატიმარ სააკაშვილის რეაბილიტაციას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდებოდა და თუ ამის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ უკრაინაში და არავითარ შემთხვევაში, საქართველოში.

თითქმის ერთი წლის შემდეგ კი, ენმ-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ ჩაერთვება როგორც უკრაინულ, ისე ქართულ პოლიტიკაში და დაამარცხებს "გარუსებულ საქართველოს მოღალატეებს".

"საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ, ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად. უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოვოთ, მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით. დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა "სასამართლოში", სადაც ფიზიკურად შევძლებ. ასევე, როგორც ყოველთვის, მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისკენ, მათ შორის, პირველ რიგში, ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას "ნაციონალურ მოძრაობას", - დაწერა "ფეისბუქზე" სააკაშვილმა.

სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე განცხადებას რეაქციები მოჰყვა როგორც მმართველ გუნდში, ისე "ნაციონალური მოძრაობაში" და ზოგადად ოპოზიციურ სპექტრში.

"ენმ, რა თქმა უნდა, მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, მთავარია, მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში," - განაცხადა პარტიის ახალარჩეულმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.

მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ "წმინდა წყლის მდარე "ფეიკპიარად“ შეაფასა მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

"სააკაშვილის დაბრუნება მხოლოდ არგებს "ქართულ ოცნებას“, პარტიისთვის საჩუქარი იქნება, რადგან ქართველები, მას რომ შეხედავენ, მიხვდებიან, როგორ განასხვავონ "ბოროტი და კეთილი, ბნელი და ნათელი... ამასთან, ქართულ პოლიტიკაში დასაბრუნებლად სააკაშვილმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ჯერ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს, რომელზეც მან უარი თქვა, ამას კი თავისი პროცედურები აქვს“, - განმარტა მდინარაძემ.

საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" გამაერთიანებლის ფუნქციით დაბრუნებას აპირებს იმ განხეთქილების ფონზე, რაც პარტიაში დიდი ხანია მიდის.

სანდო წყარო "ნაციონალური მოძრაობიდან“ გვიყვება რა ხდება პარტიაში, რამ განაპირობა ენმ-ს ლიდერის პოლიტიკაში დაბრუნება და რა გათვლები აქვს მიხეილ სააკაშვილს.

"მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ეთანხმებოდა ციხიდან გამოსული ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ არ დარჩებოდა პოლიტიკაში და ამბობდა, საერთოდ ახალი თაობა უნდა მოვიდეს, დროა, სხვებს დავუთმოთ ასპარეზიო. გახსოვთ, მან მერაბიშვილს ოჯახთან მისვლა და დასვენებაც ურჩია. მიშას პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ვანოს მიანიშნა, პოლიტიკიდან წასულიყო. ახლა, როცა მიშამ დაინახა, რომ ვანომ ლიდერად ხაბეიშვილი მოიყვანა, პარტია დაიქსაქსა და ელექტორატს კარგავს, ასპარეზზე გამოვიდა. პარტიაში ლაპარაკია იმაზეც, რომ ხაბეს განზე გაწევენ და მას დათო კირკიტაძე ჩაანაცვლებს. გამორიცხული არაა, ეს მესიჯი სპეციალურად შიდაარეულობისთვის იყოს გაშვებული. ან რა მნიშვნელობა აქვს, ხაბე იქნება, თუ კირკიტა, ორივეს ვანო მართავს. ვანოს ამომრჩეველი არ არსებობს, არც მელიას და ხაბეიშვილის, არსებობს ნაცელექტორატი, რომელიც მიშას ამომრჩეველია და მას გაჰყვება. მიშამ კარგად იცის, რომ "ქოცი" და შუაშისტი მისკენ არ წავა, ის მხოლოდ ნაცელექტორატზე იზრუნებს. აშკარაა, მიშა ვანოს პირდაპირ ვერ უშვებს დასაკარგავში, რადგან ორივეს ერთმანეთზე ბევრი კომპრომატი აქვს, თუმცა მიშამ თავის ელექტორატს უთხრა - მე მოვდივარ და ეს საკმარისია. ვანოს დაჯგუფება სიხარულით გამოვარდა, მიშა ბრუნდებაო. ესეც პიარტექნოლოგიის ნაწილია, აჩვენო, ვითომ გიხარია.

მელიას დაჯგუფებას კეზერაშვილის და ვანოს ჩამოცილება სურს. ფაქტობრივად, მიშამ მისცა "ოცნებას“ სალაპარაკო - 40 დაავადება გქონდა, კვდებოდი და ახლა გაცოცხლდი, პოლიტიკაში ბრუნდები, ანუ სიმულიანტობდიო? მიშა ელოდა, ასეც იქნებოდა, მაგრამ ეს არ ანაღვლებს, მას სხვა გზა აღარ ჰქონდა. ის ცდილობს, ვანოს ჩამოშორებას, პარტიის გადარჩენას და ელექტორატის შენარჩუნებას. ბუნებრივია, მიშა ენმ-ს ელექტორატს ისევ თავს მოუყრის. წარმოიდგინეთ, ამომრჩევლის 60% წავიდა ხაბესკენ, 40 - მელიასკენ, ეს პროცესი თუ მიუშვი, ფაქტობრივად, 90-იანებში რაც ედპ-ს დაემართა, ის დაემართება ენმ-საც, მიშამ ეს იგრძნო. ახლა მთავარია ელექტორატის თავმოყრა და ისევ გაერთიანება. ეს რომ არა, ისევ "ქოცები" დარჩებიან უმრავლესობაში. არის ამომრჩევლის ერთი კატეგორია - "ოცნების“ ადმინისტრაციული რესურსი, მეორე - რომელიც, სულაც ანგელოზად რომ იქცეს, მიშას ხმას არ მისცემს, მას აღარც "ქოცები" უნდა. სად წავა ეს ამომრჩეველი? - რა თქმა უნდა, "ლელოში“ და გახარიასთან. გინდა, არ გინდა, ლაგდება მოზაიკა - მიშას ამომრჩეველი რჩება კონსოლიდირებული, ვისაც არც მიშა მოსწონს და არც "ოცნება“ უნდა, მირბის გახარია -"ლელოსთან“... "ოცნება“ ახლა იმას ცდილობს, "ნაცმოს" ხმები დაანგრიოს და ეს თუ გამოუვიდა, 2024-ში უკვე ის იქნება უმრავლესობაში და მერე თვითონ დაალაგებს ვიღაცეებთან.

მიშასთან ყველაზე პირნათელი მაინც მელია იქნება. იმავე ვანოს არმიშვება პარტიაში, დარწმუნებული ვარ, მიშას მითითებით იყო, თორემ მელიას და ვანოს მანამდე საერთოდ არ ჰქონდათ ურთიერთობა. ვანოს მხარე რომ აძახებს მელიას, მიტინგი დაშალაო, მელიას პირდაპირ მოსდიოდა მესიჯბოქსი - ბევრს "გაახურებ“ და მიშას ისევ ციხეზე გადავიყვანთო. მელია ყველაფერს კეთილსინდისიერად აკეთებდა.

თუ უკვირდებით, ენმ აღარც მიშას ჯანმრთელობაზე ლაპარაკობდა და არც მის გადაყვანაზე, საერთოდ გააქრეს ეს თემა დღის წესრიგიდან. ის მუმლაძე რომ იქადნებოდა, ახლა სადაა? მათ ეს აქტიურობა, "ვივამედში“ შევარდნა-გამოხსნა და ასეთი მესიჯები ძალაუფლებისთვის უნდოდათ, მართლა მიშას გათავისუფლება კი არა.

მიშა ნაცელექტორატს გააერთიანებს, მისი მიზანი ახლა ესაა, შესაძლოა, მან არც არავის "დაარტყას“ ენმ-ში, ის ცდილობს თავისი სტატუს კვო აღადგინოს, რაღა დარჩა, 1 წელიღაა არჩევნებამდე. ის გათავისუფლებაზე არა, ისევ ამომრჩევლის კონსოლიდირებაზე ფიქრობს.

ჯერჯერობით მელია წასვლაზე და ცალკე პარტიაზე არ ფიქრობს, ან რა ელექტორატი ეყოლება, მიშამ თუ არ აღუთქვა მხარდაჭერა და თუ არ მოუწოდა, ყველა მელიას მხარეს გადადითო? ვანო იმიტომ არ გამოდის არენაზე, ძალიან კარგად იცის, რომ ელექტორალური მხარდაჭერა არ ექნება. ხმებს რომ ავრცელებენ, მელია, ხატია, გოცირიძე და სხვები ცალკე პარტიას ქმნიანო, ეს ელექტორალური ნგრევისთვის წარმოებული საინფორმაციო ომია. რაკი მიშამ პოლიტიკაში დაბრუნების განცხადება გააკეთა, ენმ-ს ელექტორატი უკვე მხოლოდ მიშას უსმენს, მეტს არავის. ამის შემდეგ მოსალოდნელია, ვანო საერთოდ პოლიტიკურ გვამად იქცეს. მიშამ პარტიის გაქრობის საფრთხე დაინახა და ამას არ დაუშვებს“.