მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის რეგიონულ კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის პერსპექტივებზე ისაუბრა
სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის რეგიონულ კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის პერსპექტივებზე ისაუბრა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) წევ­რმა, გი­ორ­გი ფან­გან­მა ავ­სტრი­ა­ში, ქ. ვე­ნა­ში გა­მარ­თულ ენერ­გე­ტი­კის რე­გი­ო­ნულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და პა­ნე­ლურ დის­კუ­სი­ა­ზე სი­ტყვით წარ­დგა. გი­ორ­გი ფან­გან­მა ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მებ­ზე, რე­გი­ო­ნუ­ლი ბაზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და ევ­რო­პის ენერ­გე­ტი­კულ ქსელ­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე.

გი­ორ­გი ფან­გან­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა შავი ზღვის წყალ­ქვე­შა კა­ბე­ლის პრო­ექ­ტზე, რო­გორც ევ­რო­პის ერ­თი­ან ენერ­გე­ტი­კულ ქსელ­თან და­კავ­ში­რე­ბის ერთ-ერთ სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე.

„სა­ქარ­თვე­ლომ 2014 წელს მო­ა­წე­რა ხელი ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეროვ­ნუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ეყ­ვა­ნა ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან. ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა არის კონ­კრე­ტუ­ლი გზა ევ­რო­კავ­შირ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად, რო­მე­ლიც ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია, მათ შო­რის ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში ძი­რი­თა­დი რე­ფორ­მე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზე. გარ­და ამი­სა, 2017 წელს სა­ქარ­თვე­ლო გახ­და ენერ­გე­ტი­კუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის (Energy Community) წევ­რი, ენერ­გე­ტი­კუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ერ­თე­ბის ოქ­მით გა­ნი­სა­ზღვრა ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში გა­და­სად­გმე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. აღ­ნიშ­ნულ­მა სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა უპ­რე­ცე­დენ­ტო რე­ფორ­მებს სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში.

2019 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა და­ამ­ტკი­ცა ახა­ლი კა­ნო­ნი „ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ“, რო­მე­ლიც სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ენერ­გე­ტი­კულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას. სე­მე­კის მიერ შე­მუ­შავ­და და დამ­ტკიც­და რიგი კა­ნონ­ქვემ­დე­ბა­რე აქ­ტე­ბი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ბაზ­რის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სა და ბაზ­რის ეფექ­ტუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის, ასე­ვე მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მიზ­ნად ისა­ხავს ენერ­გე­ტი­კულ ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბას, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვას, გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის წყა­რო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და ამ გზით ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ევ­რო­პის ენერ­გე­ტი­კულ ქსელ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სათ­ვის, შავი ზღვის წყალ­ქვე­შა კა­ბე­ლის მეშ­ვე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი ქსე­ლის ევ­რო­კავ­ში­რის ქსელ­თან და­კავ­ში­რე­ბის სა­კი­თხი აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა. ამ პრო­ექ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს პერ­სპექ­ტი­ვა გახ­დეს ენერ­გე­ტი­კუ­ლი ჰაბი. შავი ზღვის წყალ­ქვე­შა კა­ბე­ლი იქ­ნე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ის გაზ­რდას, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს ბაზ­რის ევ­რო­კავ­ში­რის ქსელ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვას“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ფან­გან­მა.

სე­მე­კის წევ­რმა ასე­ვე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა სე­მეკ­სა და რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში მოქ­მედ უწყე­ბებს შო­რის ეფექ­ტურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე. მან ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა სე­მეკ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შო­რის მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

ევ­რო­პის ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­თა საბ­ჭოს (CEER) მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ შეხ­ვედ­რა­ში, რო­მე­ლიც EU4Energy Phase II პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა, მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ევ­რო­პი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბის სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის, ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ე­ბი­სა და ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში მოქ­მე­დი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა.

EU4Energy ინი­ცი­ა­ტი­ვა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის მიერ. პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლე­ბი არი­ან ევ­რო­პის ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­თა საბ­ჭო (CEER), ენერ­გე­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტო (IEA) და ენერ­გე­ტი­კუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა (Energy Community).

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის რეგიონულ კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის პერსპექტივებზე ისაუბრა

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის რეგიონულ კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის პერსპექტივებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ავსტრიაში, ქ. ვენაში გამართულ ენერგეტიკის რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და პანელურ დისკუსიაზე სიტყვით წარდგა. გიორგი ფანგანმა ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, რეგიონული ბაზრის ჩამოყალიბების მნიშვნელობასა და ევროპის ენერგეტიკულ ქსელთან ინტეგრირების პერსპექტივებზე.

გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, როგორც ევროპის ერთიან ენერგეტიკულ ქსელთან დაკავშირების ერთ-ერთ საშუალებაზე.

„საქართველომ 2014 წელს მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და აიღო ვალდებულება ეროვნული საკანონმდებლო ბაზა შესაბამისობაში მოეყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ასოცირების შეთანხმება არის კონკრეტული გზა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების პოტენციალის გასააქტიურებლად, რომელიც ფოკუსირებულია, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში ძირითადი რეფორმების მხარდაჭერაზე. გარდა ამისა, 2017 წელს საქართველო გახდა ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) წევრი, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მიერთების ოქმით განისაზღვრა ენერგეტიკის სექტორში გადასადგმელი ნაბიჯები, საქართველოში კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულმა საფუძველი ჩაუყარა უპრეცედენტო რეფორმებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში.

2019 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობას. სემეკის მიერ შემუშავდა და დამტკიცდა რიგი კანონქვემდებარე აქტები კონკურენტული ბაზრის ფუნქციონირებისა და ბაზრის ეფექტური მონიტორინგის, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობას, ინვესტიციების მოზიდვას, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებასა და ამ გზით ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ენერგეტიკულ ქსელთან ინტეგრაციისათვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით საქართველოს ელექტროენერგეტიკული ქსელის ევროკავშირის ქსელთან დაკავშირების საკითხი აქტიურად განიხილება. ამ პროექტის საშუალებით, საქართველოს აქვს პერსპექტივა გახდეს ენერგეტიკული ჰაბი. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი იქნება ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენციის გაზრდას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, საქართველოს ბაზრის ევროკავშირის ქსელში ინტეგრაციასა და ინვესტიციების მოზიდვას“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

სემეკის წევრმა ასევე დეტალურად ისაუბრა სემეკსა და რეგიონის ქვეყნების ენერგეტიკის სექტორში მოქმედ უწყებებს შორის ეფექტურ თანამშრომლობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა სემეკსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.

ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელიც EU4Energy Phase II პროგრამის ფარგლებში გაიმართა, მონაწილეობდნენ ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიებისა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები. რეგიონული კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებს შორის გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება.

EU4Energy ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის განმახორციელებლები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) და ენერგეტიკული გაერთიანება (Energy Community).

NS