მსოფლიო
საზოგადოება

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად ექსპედიციაში წასული ტურისტული წყალქვეშა ნავი ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა - რას წერს მედია დაკარგულებზე
"ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად ექსპედიციაში წასული ტურისტული წყალქვეშა ნავი ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა - რას წერს მედია დაკარგულებზე

კა­ნა­და­ში ნი­უ­ფა­უნდლენ­დის სა­ნა­პი­როს­თან, "ტი­ტა­ნი­კის" ნამ­სხვრე­ვე­ბის სა­ნა­ხა­ვად ექ­სპე­დი­ცი­ა­ში წა­სუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი წყალ­ქვე­შა ნავი და­ი­კარ­გა.

ამ­ჟა­მად მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ჯერ­ჯე­რო­ბით მე­დი­ის­თვის უც­ნო­ბია, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა ბორტზე, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ ნავი ხუთ ადა­მი­ანს იტევს. ოპე­რა­ტო­რი კომ­პა­ნია ამ­ბობს, რომ სამ­ძებ­რო ეკი­პა­ჟი ტუ­რის­ტე­ბის პოვ­ნა­სა და მათ უსაფრ­თხოდ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე მუ­შა­ობს.

"მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა ტუ­რის­ტე­ბი­სა და მათი ოჯა­ხე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი“, - ნათ­ქვა­მია OceanGate-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.OceanGate Expeditions, კერ­ძო კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც წყალ­ქვე­შა მო­წყო­ბი­ლო­ბებს ზღვა­ში ექ­სპე­დი­ცი­ე­ბის­თვის იყე­ნებს. ტუ­რის­ტებს ექ­სპე­დი­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის $250,000 გა­დახ­და უწევთ.

მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, "ტი­ტა­ნი­კის" ნამ­სხვრე­ვე­ბამ­დე ჩას­ვლას და უკან დაბ­რუ­ნე­ბას ჯამ­ში რვა სა­ა­თი სჭირ­დე­ბა.

"ტი­ტა­ნი­კი" ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე, 3,800 მეტ­რის სიღ­რმე­ზეა. სამ­გზავ­რო ლა­ი­ნე­რი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი დრო­ის უდი­დე­სი გემი იყო, 1912 წელს, სა­უ­თ­ჰემპტო­ნი­დან ნიუ-იორკში, პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას აის­ბერგს შე­ე­ჯა­ხა. ბორტზე მყო­ფი 2200 მგზავ­რი­დან 1500-ზე მეტი და­ი­ღუ­პა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
3

სანამ გააგრძელებთ უაზრო კომენტარების დადებას გაიხსენეთ რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება თვითონ გაბსაზღვროს რიგორ იცხოვროს და რა აინტერესებდეს. 

ყველა სმისგან ღვიძლის დაშლით არ კვდება. რა უცნაურია არა? 

ლილე
12

აი საცოდაობაა ქვეყნებია ხალხი შიმშილით იხოცება და ესენი მილიონის მეოთხედს ჟანგიანი რკინის სანახავად მიდიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად ექსპედიციაში წასული ტურისტული წყალქვეშა ნავი ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა - რას წერს მედია დაკარგულებზე

"ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად ექსპედიციაში წასული ტურისტული წყალქვეშა ნავი ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა - რას წერს მედია დაკარგულებზე

კანადაში ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან, "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად ექსპედიციაში წასული ტურისტული წყალქვეშა ნავი დაიკარგა.

ამჟამად მიმდებარე ტერიტორიაზე სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.

ჯერჯერობით მედიისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფება ბორტზე, თუმცა ცნობილია, რომ ნავი ხუთ ადამიანს იტევს. ოპერატორი კომპანია ამბობს, რომ სამძებრო ეკიპაჟი ტურისტების პოვნასა და მათ უსაფრთხოდ დაბრუნებაზე მუშაობს.

"მთელი ყურადღება ტურისტებისა და მათი ოჯახებისკენაა მიმართული“, - ნათქვამია OceanGate-ის განცხადებაში.OceanGate Expeditions, კერძო კომპანიაა, რომელიც წყალქვეშა მოწყობილობებს ზღვაში ექსპედიციებისთვის იყენებს. ტურისტებს ექსპედიციაში მონაწილეობისთვის $250,000 გადახდა უწევთ.

მათივე განცხადებით, "ტიტანიკის" ნამსხვრევებამდე ჩასვლას და უკან დაბრუნებას ჯამში რვა საათი სჭირდება.

"ტიტანიკი" ატლანტის ოკეანის ფსკერზე, 3,800 მეტრის სიღრმეზეა. სამგზავრო ლაინერი, რომელიც თავისი დროის უდიდესი გემი იყო, 1912 წელს, საუთჰემპტონიდან ნიუ-იორკში, პირველი მოგზაურობისას აისბერგს შეეჯახა. ბორტზე მყოფი 2200 მგზავრიდან 1500-ზე მეტი დაიღუპა.